» » » არყის ხის კვირტების ნაყენი გამოიყენება კუჭის წყლულის, მრგვალი ჭიების, მიოზიტების და რევმატიზმის, დროს.

არყის ხის კვირტების ნაყენი გამოიყენება კუჭის წყლულის, მრგვალი ჭიების, მიოზიტების და რევმატიზმის, დროს.

არყის ხის სამი სახეობა არსებობს: მეჭეჭიანი არყი, ლიტვინოვის არყი და ბუსუსიანი არყი. სამივე სახეობის არყი, ტრადიციულ მედიცინაში ერთნაირი მნიშვნელობით გამოიყენება.
გავრეცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ზღ. დ-დან 1000-2500 მ სიმაღლეზე. არ გვხვდება მხოლოდ ქიზიყსა და ქვემო ქართლში.
სამკურნალო გამოიყენება: კვირტი, ფოთოლი, წვენი.
კვირტი უნდა შეგროვდეს მცენარის კვირტობის პერიოდში. წვენი უფრო მეტი გაზაფხულის პერიოდში გროვდება, ხოლო ფოთოლი ივლისში აღმავალი მთვარის ფაზაში.
კვირი შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ყურძნის შაქარს და სხვა. ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავებს, საპონინებს, სპირტებს და სხვა.

მისი ნაყენი ასე მზადდება:
20 გრ კვირტებს დავასხათ 100 მლ 70 გრადუსიანი სპირტი. გავაჩეროთ 3 კვირა. გავწუროთ, გავფილტროთ და შევინახოთ მუქ ჭურჭელში გრილ ადგილას, რაც შეიძლება შორს სინათლისგან.
მიღება: 15-30 წვ. 3-ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზ წყალთან. ნაყენი გამოიყენება კუჭის წყლულის, კუჭის სხვადასხვა დაავადებებისა და დარღვევების დროს, მრგვალი ჭიების (ასკარიდა, მახვილა) დროს, კანის სხვადასხვა დაავადებების, ეგზემის, ნევროლოგიური ტკივილების, მიოზიტების, რევმატიზმის, დროს.

გამოიყენება ასევე შეშუპების (გულ-სისხლძარღვოვანი წარმოშობის) ღვიძლის დაავადებების, სასუნთქი გზების დაავადების ( ლარინგიტები, ბრონქიტები, ტრაქეიტი) დროს.
გარეგანად გამოიყენება ჭრილობების, ტროპიკული წყლულების დროს. იკეთებენ კომპრესულ საფენებს ართრიტსა და რევმატიზმის დროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.