» » სიმართლე სელის თესლის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებულმა ყველა ქალბატონმა.

სიმართლე სელის თესლის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებულმა ყველა ქალბატონმა.

სელის თესლი მიკროელემენტებით, მანგანუმით, დიეტური ბოჭკოვანით, ომეგა 3 ცხიმებით და B1 ვიტამინით არის მდიდარი. ეს მონაცემები ამტკიცებს იმას, რომ სელის თესლს შეუძლია კიბოს განვითარების, ინსულტის, დიაბეტის და გულის დაავადების რისკი შეამციროს. 

სელი ეს მცენარეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი მცენარეული კულტურაა. როგორც ცნობილია სელი ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინ ბაბილონში, ჩინეთსა და ეგვიპტეში მოჰყავდათ. 

სელის თესლი მდიდარი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით, დიეტური ბოჭკოვანით, ვიტამინებით და მინერალებით. ამ გზით, ის ჯანმრთელობისთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს: 

სელის თესლი როგორც ხსნად, ასევე უხსნად ბოჭკოებს შეიცავს. სელის თესლი შეიცავს ლიგნანს, ანტიმჟაური შემადგენლობის ფიტოესტროგენებს, რომელიც 75-800-ჯერ უფრო ბევრია ვიდრე სხვა მცენარეულ პროდუქტებში. 

სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი 1,8 გრ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის ასეთი აუცილებელია. 

ცოტა ხნის წინ მეტანალიზი "სელი და ძუძუს კიბო" გამოქვეყნდა. კვლევის დროს  სხვადასხვა სამეცნიერო წყაროებიდან 1800-ზე მეტი ჩანაწერი იქნა გამოკვლეული, რომლებიც ძუძუს კიბოსთან და სელის თესლის ეფექტურობასთან იყო კავშირში. 


აქვს და პირველადი ძუძუს კიბოსგან დაცვა შეუძლია. სიკვდილის რისკიც ასევე მცირდება ადამიანებს შორის, რომლებიც ძუძუს კიბოთი უკვე არიან დაავადებულნი".

როგორც ადრე ითქვა, სელის თესლი ლიგნანს, ფიტოესტროგენს შეიცავს, რომლებიც თავისი ანტიოქსიდანტური და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით არის ცნობილი. ისინი ბლოკავენ ფერმენტებს, რომლებიც ჰორმონების მეტაბოლიზმში მონაწილეობენ და გავლენას ახდენენ კიბოს უჯრედების ზრდასა და მეტასტაზების გავრცელებაზე. 

"მოცემული მონაცემები ამტკიცებს რომ სელი ძუძუს კიბოს რიკის შემცირებასთან იყოს კავშირში" - აღნიშნავენ მკვლევარები. "სელს ძუძუს ჯირკვლის ქსოვილებში ანტიპლიოლიფერალური ეფექტი 

კელი ფიცპატრიკის, კანადის ჯანმთელობის და კვების კავშირის დირექტორის სიტყვებით, ბოლო კვლევამ აჩვენა რომ სელის თესლი მუშაობს როგორც პროფილაქტიკა ძუძუს კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს და პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკას წარმოადგენს. 

როგორც 2010 წელს კვლევამ გამოავლინა, რომელიც ჟურნალში "გინეკოლოგიური ონკოლოგია" გამოქვეყნდა, ქათმები, რომლებიც 10 % სელით გამდიდრებულ საკვებს ღებულობდნენ მთელი წლის განმავლობაში, საკვერცხის სიმსივნის მნიშვნელოვანი შემცირება აღენიშნებოდათ, ასევე ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და სიკვდილიანობის შემცირება. ეს კვლევა მივიდა დასკვნამდე: შედეგები კლინიკური კვლევის საფუძველი გახდა, რომელიც აფასებს სელის თესლის ეფექტურობას როგორც საკვერცხის კიბოს ქიმიოსუპრესიულ ფაქტორს.

  1. გულ-სისხლძარღვთა დაავადება
    ომეგა 3-ის ცხიმები გულ-სისხლძარღვთა სისტემას ეხმარება, რადგან მას ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს, ამცირებს სისხლის წნევას და გულის ცემას არეგულირებს. ის ასევე სასარგებლოა გულის უკმარისობის და არითმიის სამკურნალოდ. ლიგნანი სელის თესლში დაგროვებულ ათეროსკლეროზის ბალთებს 75%-ით ამცირებს. 

    სელის თესლის რეგულარული მოხმარება სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მენოპაუზის პერიოდში ქალების მონაწილეობით კვლევამ აჩვენა LDL- ის დონის შემცირება მას შემდეგ, რაც ქალები 4 ს/კ სელის თესლს ყოველდღიურად მოიხმარდნენ. 

  2. დიაბეტი
    ლიგნანების რეგულარული მოხმარება სისხლში შაქრის დონეს აუმჯობესებს. 


  3. ანთება
    ომეგა 3-ის ცხიმები პროინფლმენტული აგენტების გათავისუფლების გზით ამცირებს ანთებას, რომელიც ასთმასთან და პარკისონის დაავადებასთან არის დაკავშირებული. 

  4. მენოპაუზის სიმპტომები
    2007 წლის ქალების მენოპაუზის პერიოდში კვლევის თანახმად, 2 ს/კ დაფქული სელის თესლის დღეში 2-ჯერ მიღება შეტევის ინტენსივობას და სიხშირეს ამცირებდა. ქალები განიცდიდნენ სხვაობას სელის თესლის მიღების დროს კვირის განმავლობაში და უფრო მეტ სარგებელს შემდეგ ორ კვირაში ღებულობდნენ. 


რეკომენდებულია 1-2 ს/კ მშრალი სელის თესლი მიღება ყოველდღე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.