» » » ჟოლო-უნიკალური კენკრა, რომელსაც ტრადიციული მედიცინა იყენებს ათეროსკლეროზის, ქრონიკული რევმატიზმის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა დროს.

ჟოლო-უნიკალური კენკრა, რომელსაც ტრადიციული მედიცინა იყენებს ათეროსკლეროზის, ქრონიკული რევმატიზმის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა დროს.

ფშავში ჟოლის ეძახიან, მთიულები - მჟვალის, მოხევეები - ქუბის, ხევსურები - ღვაფის, თუშები ღვაფას, ზემო რაჭაში - ჟოლას, ინგილოები-ქურაის. სულხან-საბა სოფად მოიხსენიებს. ჭანები - დაძი კანდღუს, მეგრელები - იმღვას, ბაღიშ მუყის , სვანები ინღას უწოდებენ.
ჟოლო 1,5 მ სიმაღლის ნახევრად ბუჩქია. ერთწლიანი ვეგეტატიური ყლორტები ბალახოვანია, ხოლო ორწლიანი გამერქნებული გენერაციული (ნაყოფის მომცემი), რომელიც ნაყოფის მსხმოიარობის შემდეგ ხმება. ტოტებზე განლაგებულია ხშირი და რბილი ეკლები. ყვავილობს ივნისში ხან ივლისში, დამოკიდებულია რა სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. ყვავილობის შემდეგ ნაყოფი მწიფდება 35-40 დღეში, ფერით წითელია, იშვიათად ყვითელი, მეტად გემრიელი და სურნელოვანია. გავრცელებულია ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე, უყვარს ნახანძრალი ადგილები, ტყის პირები, ნესტიანი ადგილები, თუმცა დაჭარბებულ ადგილს ვერ იტანს.

სამკურნალოდ იყენებენ ნაყოფს და ფოთოლს.
ნაყოფი უნდა შეგროვდეს მომწიფების პერიოდში სავსე მთვარის ფაზაში. ფოთლის შეგროვება ხდება აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს შაქარს (გლუკოზა, საქაროზა და სხვა) ლიმონის, ვაშლის, სალიცილის მჟავებს, C,B2, B6 ვიტამინებს და ეთერზეთებს, კალიუმის, სპილენძის, რკინის მარილებს და სხვა.

ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს სისხლნაკლებობის, გაციების, პნევმონიის, პირღებინების, ათეროსკლეროზის, ქრონიკული რევმატიზმის, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის და სხვა დროს.

დამზადების წესი: 1 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს, გააჩერეთ 30 წუთი. გადაწურეთ.

მიღება: 1/3 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: ვისაც პოდაგრა ან ნეფრიტი აქვს, არ ურჩევენ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.