» » » არომატული და გემრიელი ალუბლის კისელის მომზადების ტექნოლოგია

არომატული და გემრიელი ალუბლის კისელის მომზადების ტექნოლოგია

ალბათ, შინაურული კისელი ბოლოს 15 წლის წინ გავსინჯე. მაშინ ბებია ვაშლის კისელს ხარშავდა, რომელიც ძალიან მჟავე გამოდიოდა. ბებია საფირმო ვაშლის კისელის გარდა წითელი მოცხარის, ქაცვის და ალუბლის სასმელს ამზადებდა. არ მახსოვს, რომ ოდესმე ბრიკეტები გამოეყენებინა. რა საჭიროა ხელოვნური ალუბლის კისელის მოხარშვა, თუ აგარაკზე ბევრი ალუბალი გაქვთ? ამ სასმელით ჩემს ბავშვობაში სურდოს კურნავდნენ. სააფთიაქო სიროფებისგან განსხვავებით ალუბლის კისელს მაქსიმალურად სასიამოვნო გემო ჰქონდა. მახსოვს, როგორ ვაყოლებდი სასმელს სახლში გამომცხვარ ორცხობილას. ავადმყოფობაც სასიხარულო იყო. დღეს rchevebi კისელის მომზადების ძველებური ტექნოლოგიის აღდგენას ეცდება.

მოსამზადებელი ეტაპი<



ალუბალი კურკებით (კალამი და ფოთლებიც ხელს არ შეგიშლით) გარეცხეთ და ქვაბში გადაიტანეთ. კენკრას წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, 2 წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლი გამორთეთ. ნახარში თავსახურის ქვეშ სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ, მაგალითად, მთელი ღამით.



დილით, კენკრა საწურზე დაწურეთ. მიღებული ნახარში სუსტ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ. შაქარი დაუმატეთ. მისი რაოდენობა კენკრის სიმჟავეზე, ასევე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გასინჯეთ და თავად განსაზღვრეთ!

როგორ გავასქელოთ კისელი



სახამებელთან სხვა ისტორიაა. თხევადი სასმელი კისელის მოსამზადებლად 1 ს/კ სახამებელი თითო ლიტრ ნახარშს დაუმატეთ. სქელი კისელისთვის მეტი სახამებელი დაგჭირდებათ – 1,5-2 ს/კ 1 ლ ნახარშზე.



ამასთან, სახამებელი ფრთხილად დაუმატეთ. ნახევარი ფინჯანი ნახარში აიღეთ, მასში აუცილებელი რაოდენობის სახამებელი ჩაყარეთ და აურიეთ. ბუნებრივია, დაილექება. ნახარში ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ.

კისელი გოროხების გარეშე



სახამებელი ფინჯანში აურიეთ, ქვაბში დანარჩენ ნახარშს 1,5 წუთით ადრე დაუმატეთ, სანამ ნახარში ადუღდება. ძირში საძულველი გოროხები რომ არ წარმოიქმნას, კისელს სათქვეფით მუდმივად აურიეთ.



კისელი კიდევ რამდენიმე წუთით მოხარშეთ. სინამდვილეში, სასმელის მზაობას დაინახავთ. ამას კონსისტენცია მიგანიშნებთ. კისელი ფინჯნებში გადაანაწილეთ და სუფრაზე გაიტანეთ. თბილი კისელი კიდევ უფრო გემრიელია.



ჩვენთან უკვე აცივდა, ანუ დროა ალუბლის კისელი მოხარშოთ. საყინულეში რამდენიმე პარკი გაყინული კენკრა მაქვს, ერთ–ერთი მათგანის გამოყენება სასწაული სასმელის მოსამზადებლად არ მენანება. თუ თქვენც გაქვთ გაყინული კენკრა, მოხარშვამდე მისი სრულად გალღობა არ დაგავიწყდეთ. გიყვართ კისელი? როგორ ამზადებთ?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.