» » » ღვიძლის, თირკმელების, ყაბზობის და ართრიტის მკურნალობა ალუბლის წვენით

ღვიძლის, თირკმელების, ყაბზობის და ართრიტის მკურნალობა ალუბლის წვენით

ალუბალს ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები იყენებდნენ. ალუბლის ნაყოფი შეიცავს ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის, ქარვის, სალიცილის და სხვა ). მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს (კალციუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმს, სპილენძს), პექტინებს 11 %, ფერმენტებს, A, B1, C და PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას 0,8-2,4%; 7,3-17,5% შაქარს; 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას; ალუბლის მთავარი სიმდიდრე კი კუმარინები გახლავთ. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. ამ ხილს ურჩევენ ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანებს.

  • ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. ბოსტნეულის მწნილის მომზადებისას ალუბლის რამდენიმე ფოთოლი დაამატეთ - თქვენი ნახელავი მთელი ზამთარი არ გაფუჭდება.

  • ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების დროს კარგია ალუბლის წვენი - 1 ჭიქა ყოველ დილით.

  • თუ შეკრულობა გაწუხებთ, სასარგებლოა ნაყოფიც და წვენიც. გაციებისა და ყელის ტკივილის დროს კარგია შემდეგი რეცეპტი: 1 კგ ალუბალს დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო და 5-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი. მიიღეთ დღეში 50 მლ 1-2-ჯერ.

  • ალუბალს გააჩნია ძალიან კარგი სამკურნალო თვისებები სისხლნაკლებობის, ფილტვების დაავადებების, თირკმლების, ათეროსკლეროზის, გაუვალობის დროს.

  • ალუბლის წვენი დამღუპველად მოქმედებს დიზენტერიის გამომწვევებზე და ჩირქმბად ინფექციებზე-სტაფილოკოკებსა და სტრეპტოკოკებზე.

  • ალუბლის წვენის რძესთან ნაზავი გამოიყენება ართრიტის სამკურნალოდ, ხოლო წყალთან ნაზავი რეკომენდირებულია როგორც გამახალისებელი და სიცხის დამწევი საშუალება გაცივების დროს, ალუბლის წვენი (და ნაყოფიც) კარგი მადის მომგვრელი საშუალებაა. გარდა ამისა მას იყენებენ როგორც დამაწყნარებელ და "კრუნჩხვების" საწინააღმდეგო საშუალებას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.