ალუბლის ან შინდის კისელი
ინგრედიენტები:
- ალუბალი ან შინდი - 3 ჩაის ჭიქა
- წყალი - 5 ჩაის ჭიქა
- კარტოფილის ფქვილი - 3-4 სუფრის კოვზი
- შაქარი - 1 ჩაის ჭიქა
- ცივი რძე - 2 ჩაის ჭიქა
- ლიმონი - 1 ცალი
დამზადების წესი:
ალუბალი ან შინდი მოვხარშოთ წყალში, შემდეგ დავლჭყლიტოთ და გავწუროთ ისე, რომ მივიღოთ 6 ჩაის ჭიქა წვენი. დავუმატოთ შაქარი და კარტოფილის ფქვილი. მიღებული კისელი ჩავასხათ დიდ ღრმა ჭურჭელში და მივიტანოთ ცივად, თან მივაყოლოთ ცივი რძე და შაქარმოყრილი ლიმონის თხელი ნაჭრები.
კისელს რომ ვიტამინები შევუნარჩუნოთ, მზა კისელ-ფაფაში უნდა ჩავასხათ იმავე ხილის უმადგამოხდილი წვენი.
ვაშლის სქელი კისელი
მასალად საჭიროა: - ვაშლი - 1 კილოგრამი
- კარტოფილის ფქვილი - 4 სუფრის კოვზი
- შაქარი - 3/4 ჩაის ჭიქა
- წყალი - 5 ჩაის ჭიქა
- არომატისთვის - 1/2 ლიმონის კანი ან ცოტაოდენი დარიჩინი
დამზადების წესი:
გაფცქვნილი ვაშლი დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ დარბილებამდე. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ. დავსრისოთ და გავატაროთ საცერში. ავიღოთ ერთი ჭიქა წვენი და მასში გავხსნათ კარტოფილის ფქვილი. ფქვილიანი წვენი ჩავსხათ ქვაბში დატოვებულ წვენში, ჩავყაროთ შაქარი და სწრაფი მორევით წამოვადუღოთ, გადმოვდგათ, გავაცივოთ და ჩავასხათ ცივწყალგამოვლებულ ყალიბში. დავდგათ გრილ ადგილას. მასთან ერთად კარგი იქნება სუფრაზე მივიტანოთ ცივი ნაღები, რძე, დანაყილი დარიჩინი ან გახეხილი ლიმონის კანი შაქრით.