» » » ალუბლის ლიქიორი "ბანგის სიყვარული" ქალების მეგობრების წრეში: ერთადერთი მინუსი - წყალივით ისმება

ალუბლის ლიქიორი "ბანგის სიყვარული" ქალების მეგობრების წრეში: ერთადერთი მინუსი - წყალივით ისმება

განწყობის გაუმჯობესება და ზაფხულის ცივ საღამოს ლალისფერი, ტკბილი, მათრობელა ალუბლის ლიქიორი გაგახურებთ! ხშირად მაღაზიაში ნაყიდი ხარისხს არ აკმაყოფილებს და საერთოდ რატომ ხარჯავთ ფულს ლიქიორის ყიდვაში, როცა ფანჯრის თაროზე ეს მოტკბო-მომჟავო კენკრა გაქვთ. "ბანგის სიყვარული" - სახლის ლიქიორი, რომელიც მოეწონება მათაც, ვისაც სპირტიანი სასმელები დიდად არ უყვარს. ნაზი და ძალიან ქალური სასმელი, რომელშიც ალკოჰოლი პრაქტიკულად არ იგრძნობა. 



"რჩევების" რედაქციის მიერ შემოთავაზებული სახლის ალუბლის ლიქიორი მეგობრების შეხვედრას გააცოცხლებს, ხოლო თუ გამათბობელი ლიქიორი დიასახლისის მიერ სიყვარულით არის მომზადებული, ასეთი გულითადი საღამოების ყოველთვის გამეორება მოგინდებათ. მზად ხართ რეცეპტის ჩასაწერად? ყველაფერი ძალიან მარტივია.

ალუბლის ლიქიორი

ინგრედიენტები

  • 1 ლ წყალი

  • 0.5 არაყი

  • 30 ცალი მწიფე ალუბალი

  • 30 ალუბლის ფოთოლი

  • 0.5 კგ შაქარი

  • 1/2 ჩ/კ ლიმონის მჟავა

  • ვანილი დანის წვერით


გირჩევთ სასმელი ახალი ალუბლისგან გააკეთოთ, ასე ოდნავ მომწარო და ნუშის გემოთი იქნება. სხვათა შორის, სასმელი შეგიძლიათ ზამთარშიც მოამზადოთ, თუ გაყინული ალუბალი გაქვთ. მოდით შევუდგეთ!

​მომზადება

1. ქვაბში ალუბალი და ფოთლები ჩაყარე, წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე დაადგით. 



2. შაქარი დაუმატეთ და დუღილამდე მიიყვანეთ. მუდმივად ურიეთ. 

3. როცა შაქარი გაიხსნება, ლიმონის მჟავა და ვანილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით ადუღეთ.. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, გადაწურეთ და გააგრილეთ. 



4. როცა სითხე ბოლომდე გაგრილდება, ქვაბში არაყი ჩაასხით და კარგად აურიეთ. 

5. მიღებული ნარევი ბოთლებში ჩაასხით, ჰერმენტულად თავზე დაახურეთ. 30 კენკრისგან დაახლოებით 1.5 ლ არომატული სახლში მომზადებული ლიქიორი გამოდის!



ალუბლის ლიქიორს სუფრაზე გატანის წინ რამდენიმე ცალი ალუბალი ჩაუმატეთ ან სასმელი დარიჩინის ჩხირებით გააფორმეთ. დროა მეგობრებს დაურეკოთ და სასიამოვნო სასმელი გაასინჯოთ. მთავარია - ძალიან არ გაგიტაცოთ, რადგან ლიქიორი წყალივით ისმება. 

ეს შესანიშნავი რეცეპტი აუცილებლად შეინახე და მეგობრებზე გაზიარება არ დაგავიწყდეს - უცნობია, ვინ იქნება შემდეგი სტუმარი, მაგრამ ქალების წვეულებისთვის ლიქიორი ნებისმიერ ღვინოზე უკეთესია. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.