» » » ბებიაჩემს ჭაღარა სიბერემდე არ ჰქონია. არავითარი ძვირფასი საშუალება, მხოლოდ ,,ბოსტნის” კოსმეტიკა

ბებიაჩემს ჭაღარა სიბერემდე არ ჰქონია. არავითარი ძვირფასი საშუალება, მხოლოდ ,,ბოსტნის” კოსმეტიკა

მოგესალმებით! rchevebi-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია - გაჭაღარავებული თმის შენიღბვის ბუნებრივ საშუალებაზე.

უამრავი ქალი, თმას მხოლოდ ჭაღარა თმების გამო იღებავს. უამრავი ქალი სიხარულით იტყოდა უარს საღებავზე და თმის ფერის ყოველთვიურ განახლებაზე, რაც არც ისე კარგად მოქმედებს თმის ხარისხზე. მაგრამ, არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მხოლოდ იმის გამო, რომ აუცილებელია ჭაღარის ასეთი სახით ,,შენიღბვა”.

ბოლო წლებში, პოპულარული ხდება ტრენდი ,,ჭაღარის დაბრუნება”, ანუ ჭაღარის შეღებვის და შენიღბვის მაგიერ, სტილისტი სთავაზობს კლიენტს - შეიღებოს თმა ფერფლისფერ ტონებში.

ასეთი ტრენდი ყველას გემოვნებაში არ ჯდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ყველა ქალს არ მოუხდება ასეთი თავისებური ფერი და რამდენიმე ზედმეტ წელსაც მოუმატებს.

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭაღარას, უამრავი რჩევა არსებობს. ბებიაჩემს 70 წლის ასაკშიც კი, ჭაღარა პრაქტიკულად არ ქონია. მაშინ, როდესაც დედამისს და მის დებს, ჭაღარა საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰქონდათ, უკვე 50 წლის ასაკში.

ბებიაჩემის თქმით, პირველი რამდენიმე ჭაღარა თმა დაახლოებით 40 წლის ასაკში გაუჩნდა და ამ პერიოდიდან დაწყებული, მისი ერთ-ერთი ნაცნობის რჩევით, მან დაიწყო თმის გავლება ჭინჭრის ნაყენით. ჭინჭარს იგი თავად აგროვებდა და ნაყენსაც თვითონვე ამზადებდა.



თავისთავად, ის თმები, რომლებიც უკვე გაჭაღარავებულია, ასევე დარჩება პიგმენტის გარეშე და ძველი ფერი არ დაუბრუნდება - ყოველ შემთხვევაში ერთი-ორი გამოყენების შემდეგ. ზოგადად, ბებია ამბობდა, რომ მას შეუმცირდა ჭაღარა თმების რაოდენობა, მაგრამ მე ამის მტკიცებას არ დავიწყებ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭაღარა თმას შესაძლებელია დაუბრუნდეს საკუთარი ბუნებრივი ფერი და ეს დამტკიცებული ფაქტია. ჩაატარეს გამოკვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია სტრესის შემცირებით.

ჭაღარა თმას, რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია დაუბრუნდეს პირვანდელი ფერი, თუ ადამიანს შეუმცირდება სტრესის დონე. ასეთი დასკვნები გამოიტანეს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა.

რის თქმა შეგვიძლია? ალბათ ასეთი სავლები ხელს უშლის ახალი ჭაღარა თმების გაჩენას.

მითუმეტეს, რომ ჭინჭარი, უფრო ზუსტად კი - მისი ექსტრატი, უამრავი ძვირადღირებული ჭაღარის საწინააღმდეგო შრატის და ლოსიონის შემადგენლობაში შედის.

როგორ მოვამზადოთ:



უნდა მომზადდეს ჭინჭრის სქელი ნარევი. ამისთვის, 100 მლ ცხელ წყალს უნდა შევურიოთ 3 - 4 სუფრის კოვზი მშრალი ჭინჭარი. დავაცადოთ 20 წუთი და შევიზილოთ თმის ძირებში. ჩამოვიბანოთ 10 წუთის შემდეგ.

ამ მეთოდს არასასიამოვნო ეფექტი გააჩნია: ჭაღარა თმა შესაძლოა გამწვანდეს, ეს არა მგონია ვინმეს მოეწონოს. მწვანე ფერის მოსაშორებლად და ამავე დროს, არსებული ჭაღარის შესანიღბავად, საჭიროა კიდევ ერთი სავლები ლოსიონის მომზადება. იგი მზადდება მუხის ქერქისგან. ნარევის ინტენსიურობა დამოკიდებულია თქვენი თმის ფერზე, რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო ძლიერი ნარევი უნდა მომზადდეს. გადაივლეთ მომზადებული სავლებით თმა და ჭაღარა შეინიღბება ან უფრო ნაკლებ გამოხატული გახდება.

სწორედ ასეთი გზით იღებავს ჭაღარას უამრავი ქალი, საღებავის გარეშე. ეს მეთოდი ძალიან პოპულარული იყო, მრავალი ათეული წლის წინ.
ავტორიხათუნა ყაზაროვი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.