ჭაღარის გაჩენის მიზეზი, შესაძლოა, გახდეს ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ჰორმონალური დისბალანსი ან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.
ჭაღარის შემჩნევისთანავე, ჩვენ ვცდილობთ მის სწრაფად მოშორებას, მივმართავთ ქიმიურ შეღებვას, რომელიც არსებითად აზიანებს როგორც თმას, ისე თავის კანსაც.
რჩევების რედაქცია გაგანდობთ საშუალებას, რომელიც თმას ნატურალურ ფერს დაუბრუნებს ჯანმრთელობაზე ვნების გარეშე.
როგორ დავუბრუნოთ თმას თავისი ფერი
ქოქოსის ზეთი და ლიმონი - ეს ორი სასწაულმოქმედი პროდუქტი დაგეხმარებათ თმის ბუნებრივი ფერის აღდგენასა და გაჭაღარავების შეჩერებაში.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ქოქოსის ზეთი დადებითად მოქმედებს თმასა და კანზე. იგი არამხოლოდ ბზინვარებას ანიჭებს თმას, არამედ აძლიერებს კიდევაც. ლიმონის წვენი მდიდარია ფოსფორით, C და B ჯგუფის ვიტამინებით, აქვს მსუბუქი მაღიავებელი ეფექტი.
აიღეთ თანაბარი პროპორციებით ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი. მიღებული მასა შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ და თმას ბუნებრივი ფერი სულ რამდენიმე კვირაში აღუდგება!