» » » წიწაკის ნაყენი ებრძვის ქერტლს, აფერხებს ჭაღარა თმის ზრდას და აუმჯობესებს თმის ზრდის პროცესს.

წიწაკის ნაყენი ებრძვის ქერტლს, აფერხებს ჭაღარა თმის ზრდას და აუმჯობესებს თმის ზრდის პროცესს.

წიწაკა - მისი სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. არსებობს წიწაკის 700 მდე სახეობა. C ვიტამინის შემცველობით წითელი წიწაკა წინ უსწრებს ისეთ ნაყოფს, როგორიცაა მაგალითად ლიმონი. წითელი წიწაკა ღირშესანიშნავია, იმითაც, რომ იგი შეიცავს ნივთიერება -კასპაიცინს, რაც აძლევს წიწაკას ცხარე გემოს.
100 გრამი წითელი წიწაკა შეიცავს 150 -250 მგ. ვიტამინ C-ს; წიწაკას გააჩნია ანტიჰისტამინური თვისება, ამიტომ გამოიყენება, როგორც სუნთქვის შესამსუბუქებელი საშუალება. იგი მდიდარია კაროტინით და B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინით, განსაკუთრებით B1 და B2 წითელი წიწაკა შეიცავს ასევე სახაროზას, ეთერზეთებს, აზოტურ ნივთიერებებს, კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს და სილიციუმსაც კი. აღსანიშნავია, რომ სილიციუმის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში იწვევს დეპრესიას. წითელ წიწაკაში ბეტა კაროტინის შემცველობა ეხმარება ორგანიზმს, თავიდან აიცილოს სიმსივნური წარმონაქმნები. მწვანე წიწაკა მდიდარია - კუმარის და ქლოროგენული მჟავებით, რომლებიც ხელს უშლიან სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ამიტომ მისი გამოყენება დადებითად მოქმედებს ონკოლოგიურ ავადმყოფობაზე. როგორც ცხარე, ასევე ტკბილი წიწაკა შეიცავს ლიკოპინს, ეს ნივთიერება აფერხებს სიმსივნურ განვითარებას და ასევე იცავს ადამიანს გულის დაავადებებისგან.



წიწაკით მკურნალობენ ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევებს და წყლულს, მას გააჩნია თვისება, ორგანიზმიდან გამოდევნოს ნიტროქსიდები - პოტენციური კანცეროგენები.

ძალიან სასარგებლოა შემდეგი ნაყენი:

1 ც წიწაკა და 250 მლ არაყი, რომელსაც შეიზელთ თავის კანში. ებრძვის ქერტლს, აფერხებს ჭაღარა თმის ზრდას და აუმჯობესებს თმის ზრდის პროცესს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.