თუ შეღებვას არ ემხრობით კონკრეტული მიზეზების გამო, გთავაზობთ მინიშნებას: არსებობს შესანიშნავი საშინაო ნიღბები, რომლებიც ხელს უშლის თმის გაჭაღარავებას. ,თელი საიდუმლო იდეალურად შერჩეულ ინგრედიენტებსა და რეგულარულ გამოყენებაშია. ვინც სერიოზულად ფიქრობს მოქმედებაზე, ის აუცილებლად მიიღებს შედეგს.
საშინაო ნიღბის რეცეპტი
ნიღაბი მზადდება 15 წუთში, ამ დროის დიდი ნაწილი კი ჯანჯაფილზე იხარჯება, ვინაიდან გვჭირდება თვითონ ბოლქვი და არა წვენი. აიღეთ წვრილი სახეხი და შეუდექით საქმეს.
- დახეხეთ ჯანჯაფილის ბოლქვი სახეხზე და გადადეთ. როცა ფაფა გამოუშვებს წვენს, დაწურეთ.
- შეურიეთ მასა 1 ჩ.კ. თაფლსა და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთს.
ჯანჯაფილი, ზეითუნის ზეთი და თხევადი თაფლი - ყველაზე ეფექტური ნაზავი
ბევრს აინტერესებს, რატომ უნდა გავაერთიანოდ მაინცდამაინც ეს პროდუქტები? თითოეული მათგანი გამოირჩევა მდიდარი ვიტამინური და მინერალური შემადგენლობით. თუ ამ ყველაფერს ერთ ჭურჭელში მოვუყრით თავს და ჭაღარა თმაზე წავისვამთ, ეფექტი ნამდვილად გასაოცარი იქნება.
ჯანჯაფილი შეიცავს კალიუმს, ფოსფორსა და მაგნიუმს. სწორედ ეს მინერალები კვებავს თმის ფოლიკულებს, აჯანსაღებს მათ, აღადგენს თმის ტენიანობას, რითიც წყვეტს ქერტლის პრობლემას. ჯანჯაფილი ცნობილია იმით, რომ ჭაღარას ნატურალური ფერით ცვლის.
თაფლი არეგულირებს თმის სინოტივეს, ანიჭებს მათ ბზინვარებავს და კვებას. თუ დრო არ გაქვთ, უბრალოდ წაისვით თხევადი თაფლი დალალებზე, დაელოდეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ. რაც შეეხება ზეითუნის ზეთს, იგი მდიდარია ვიტამინებით E და A, ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უბრალოდ კი არ ნიღბავს ჭაღარას, არამედ კურნავს მას.
პროდუქტი, რომლებიც უნდა მიიღოთ
ჭაღარას გაჩენის გადავადებაში გვეხმარება თუთია. სტრესი და ემოციები იწვევს მის უკმარისობას, ამიტომ თმები კარგავს ბუნებრივ ფერსა და სილამაზეს. დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს ქათმის ხორცი, მაგარი ყველი, რძის სხვა პროდუქტები, სტაფილო, კომბოსტო და ჭარხალი, ვაშლი და მსხალი, კეშიუს თხილი და კარტოფილი.
დამეთანხმებით, დაბერება და გაჭაღარავება ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ თუ გაქვთ ამ პროცესის გადადების საშუალება, რატომაც არა?