- პირველი თვისება - ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრაა, მასში შემავალი ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით. მხოლოდ ერთი მარცვალი კენკრა შეიცავს 9 სხვადასხვა ვიტამინსა და 10-ზე მერ მინერალს.ეს არაჩვეულებრივი შემადგენლობა მთლიანობაში დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. სამაგიეროდ, 100 გრამი პროდუქტი შეიცავს - 72 კალორიას. გამონაკლისია ქიშმიშის ჯიში, ის შეიცავს 270 კკალ-ს.
- მეორე თვისება - როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ყურძენი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, მაშინ 1500 სხვადასხვა სახეობას.ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან ნაადრევ დაბერებას, რადგან ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და გვხმარებიან, რომ დიდხანს გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.
- მესამე თვისება - ყურძენი დაბალკალორიულია, იმ ჩირებისაგან განსხვავებით, რომლებსაც უამრავი ადამიანი გახდომის მიზნით მიირთმევს. ყურძენს უფრო დიდი მოცულობა აქვს და ესე იგი მისგან კალორიასაც ნაკლებს მიიღებთ.თუ ჩვეულ სნექს და ტკბილეულს ამ გემრიელობით ჩაანაცვლებთ, შეუმჩნევლად შეამცირებთ რაციონის სადღეღამისო კალორიულობას 500 კკალ-ით ან უფრო მეტით. ეს დაგეხმარებათ ფორმის კომფორტულად დაბრუნებაში, დიეტისა და ძლიერი შეზღუდვების გარეშე. ასე რომ, თუ საკუთარ ფიგურაზე ზრუნავთ, ყურადღება მიაქციეთ ამ კენკრას, როგორც ამბობენ - სწრაფად, გემრიელად და სასარგებლოდ.
- მეოთხე თვისება - ამ ყველაფრის გარდა, ყურძნის მოხმარება დადებითად მოქმედებს ყურადღებასა და მეხსიერებაზე. ანუ, თქვენ შეგიძლიათ, არც თუ ისე სასარგებლო ყავა ჩაანაცვლოთ ყურძნის წვენით ან ყურძნით და იქნებით ასეთივე კონცენტრირებულები. გაგიუმჯობესდებათ ინფორმაციის დამახსოვრების უნარი და პროდუქტიულობა, შეგინელდებათ ასაკობრივი ცვლილებები.
- მეხუთე თვისება - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული თვისება, რის გამოც გვირჩევენ ყურძნის რაციონში დამატებას - მხედველობის გაუმჯობესებაა. და, ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ამცირებს თვალებთან დაკავშირებული გავრცელებული უსიამოვნებების ჩამოყალიბების ვარიანტებს, არამედ იმიტომ, რომ ხდება ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვაც. ასე რომ, მეტ წილად ყურძენი სჭირდებათ მათ, ვინც ხშირად იმყოფება მზის ქვეშ.
ყურადღება! მთელი ინფორმაცია, რომელიც ჯანმრთელობას ეხება წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის, არ წამოადგენს თვითდიაგნოსტირებისა და თვითმკურნალობის მიზეზს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის ან ჩივილის ქონისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ვარჯიშის დაწყების ან კვების წესის შეცვლის წინ - კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან!
რამდენად ხშირად მიირთმევთ ყურძენს? რომელია თქვენი საყვარელი ჯიში? მოგვწერეთ კომენტარებში.