» » » ყურძნის წიპწებით მკურნალობა იწვევს ისეთი ავადმყოფობის შემსუბუქებას, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი და დამბლით გამოწვეული მდგომარეობა.

ყურძნის წიპწებით მკურნალობა იწვევს ისეთი ავადმყოფობის შემსუბუქებას, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი და დამბლით გამოწვეული მდგომარეობა.

ყურძენი თავისი სამკურნალო თვისებებით, კერ კიდევ, 5500 წლის წინათ იყო ცნობილი მესოპოტამიასა და ბაბილონში. დღევანდელ მსოფლიოში კი, უკვე ბევრი ფიქრობს, რომ ყურძნის და ღვინის სამშობლო საქართველოა. ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6 -ე ათასწლეულებს განეკუთვნება. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზიკრიკინა (უზურ-ვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნში არის შეტანილი.
ყურძნის წვენი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, კობალტს, ვიტამინებს - C, P,B1, B6, B12, PP, ფოლიუმის მჟავას, კაროტინებს: ყურძენი მდიდარია ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით (ვაშლის, სალიცილის, ლიმონის, ქარვის, ჭიანჭველამჟავას და სხვა).

  • ყურძენი შესანიშნავი შარდმდენი, ოფლმდენი, მასაქმებელი, ამოსახველებელი საშუალებაა. სასარგებლოა თირკმლების, ფილტვების დაავადებების, პოდაგრის, ჰიპერტონიის დროს. ყურძენის წვენი ასევე გამოიყენება როგორც საერთო გამაძლიერებელი საშუალება.

  • ყურძნის წვენს ახასიათებს მატონიზირებელი მოქმედება, ის სასარგებლოა ნერვული სისტემის გამოფიტვის (ასთენიის) და ძალის დაკარგვის დროს. მდიდარია გლუკოზით. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ყურძნის წვენი უნდა დალით ჭამამდე 1 სთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში; უნდა დაიწყოთ ჩაის ჭიქით და ნელ-ნელა კურსის დასრულებამდე უნდა გაზარდოთ 2 ჩაის ჭიქამდე ერთ მიღებაზე. მკურნალობის კურსი გრძელდება 1-1,5 თვე. თუ მიდრეკილება გაქვთ ფაღარათიანობისკენ არ შეიძლება დიდი რაოდენობით მიღება: ასევე შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, ფილტვების ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.

  • დღეს ძალიან ბევრს წერენ ამპელოთერაპიის ( ყურძნით მკურნალობის) შესახებ. სამკურნალოდ გამოიყენება ყურძნის წიპწებიც და ფოთოლიც. ყურძნის წიპწის სამკურნალო თვისებები, ძირითადად, განპირობებულია მასში შემავალი ფლავონოიდური ნაერთებით, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას; ეს კი იწვევს ისეთი ავადმყოფობის შემსუბუქებას, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი და დამბლით გამოწვეული მდგომარეობა. გარდა ამისა, ფლავონოიდები უკავშირდებიან კოლაგენს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების განახლებას, გაახალგაზრდავებას, მოქნილობისა და სხეულის სრულყოფას. წიპწებში აღმოჩენილია აქტიური ნივთიერება პოლიფენოლი, რომელსაც გააჩნია თვისება შეაკავშიროს თავისუფალი რადიკალები. როგორც ცნობილია ეს უკანასკნელი არის მიზეზი დაბერების და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის. ყურძნის ფოთოლს კი გააჩნია ბაქტერიოციდული თვისება, ყურძნის ფოთლების ნაყენით მკურნალობენ კანის ჩირქოვან დაავადებებს, ასევე ივლებენ ყელს ანგინის დროს.
    როგორც ვიცით, ყურძნისგან მზადდება ღვინო. ღვინით მკურნალობას ეწოდება ენოთერაპია.

  • ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით - მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება - მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის მცირე დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.