"რჩევების" რედაქციამ თქვენთვის ტუტე შემცველობის პროდუქტების სია შეადგინა, რომელთა მოხმარებაც ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანად გარდაქმნით.
საკვები ტუტე პროდუქტები
1. ლიმონი
ლიმონი - ჭეშმარიტად გასაოცარი ხილია! თითქოსდა, ასეთმა მჟავე პროდუქტმა ორგანიზმში მჟავიანობის დონე როგორ უნდა შეამციროს? საქმე pH-შია. ეს დონე (9.0) ყვითელ ციტრუსს ყველაზე ტუტე პროდუქტად აქცევს. გრიპის, ვირუსული დაავადების და გულძმარვის დროს ეს ძლიერი საშუალება გვეხმარება არა მხოლოდ ჭარბი მჟავიანობის დროს, არამედ ბუნებრივ ანტისეპტიკად ითვლება.
ლიმონი - ღვიძლის გასაწმენდად შეუცვლელი პროდუქტია. ეს ნამდვილად საუკეთესო მიზეზია დღე ერთი ჭიქა თბილი ლიმონიანი წყლით დაიწყოთ.
2. ჭარხლის ფოთოლი
შვეიცარული მანგოლდი - ერთ-ერთი ყველაზე ტუტე პროდუქტი, მისი ფოთლები ვიტამინებით, ცილებით, უჯრედებით და მინერალური მარილით არის გაჯერებული. მცენარე სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, აძლიერებს ტვინის აქტივობას და ხედვას აღადგენს. ჭარხლის ფოთლები გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა, ამიტომ თამამად დაუმატეთ ჭარხლის ფოთლები საზაფხულო სალათს.
3. კიტრი
კიტრი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბოსტნეულის კულტურაა. ეს ტუტე პროდუქტი საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებას უწყობს ხელს და მჟავე გარემოს ანეიტრალებს. გარდა ამისა, ეს მარტივი ბოსტნეული 90%-ით წყალია, რაც კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა.
4. თვის ბოლოკი
თვის ბოლოკის მოხმარება ნაწლავის პერისტალტის ნორმალიზაციას უწყობს ხელს, ქოლესტერინს ამცირებს, მეტაბოლიზმს აძლიერებს, გულ-სისხლძარღვთა აქტივობას აუმჯობესებს და კანის დაავადებებს ებრძვის. საინტერესოა, რომ თვის ბოლოკი უფრო სასარგებლოა ნედლი სახით, და არა სალათებში.
5. ნიახური
[/b]ნიახურიც ასევე ტუტე პროდუქტების სიაშია. ის დაბერების პროცესს აფერხებს, აუმჯობესებს წყალი-მარილის მეტაბოლიზმს, კუჭის წვენის სეკრეციას ასტიმულირებს და სისხლში შაქრის დონე ნორმაში მოჰყავს. ფესვები და ფოთლები შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს და ეთერზეთებს.
[b]6. ნიორი
ეს სურნელოვანი პროდუქტი - არა მხოლოდ ტუტეს წყაროა, არამედ იმუნიტეტის გამაძლიერებელი. მას მაღალი ანტიმიკრობული თვისება აქვს, ასევე მისი პიკანტური არომატი ნებისმიერ კერძს ამშვენებს.
7. ჭარხალი
ჩვენთვის ძალიან ჩვეული პროდუქტი, და თან სასარგებლოც! ყველა ვიტამინი, მინერალი და უჯრედები, რომელთაც ბოსტნეული შეიცავს, ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ანიჭებს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას.
8. ავოკადო
ეს მწვანე ზეთოვანი ნაყოფი მჟავე-ტუტე ბალანსის ნორმალიზებას უწყობს ხელს, მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით და ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. შესანიშნავი პროდუქტია!
9. ნესვი
ნესვს საოცარი pH — 8,5 მნიშვნელობა აქვს. ნესვის გამოყენება რეკომენდებულია შარდმდენი დაავადების, თირკმლის დაავადების და გაცივების დროს. წვნიანი ნაყოფი განწყობას აუმჯობესებს, უძილობას და სტრესს ებრძვის. ეს პროდუქტი რაციონში დაამატეთ და არ ინანებთ.
საზამთრო, სხვათა შორის, ნაკლებად სასარგებლო არაა, რადგან დიდი რაოდენობით უჯრედებს და წყალს შეიცავს. ასევე ტუტე პროდუქტია.
10. წიწიბურა
თუ დღემდე მხოლოდ ბრინჯს მიირთმევთ, ალბათ წიწიბურა არ გაგისინჯავთ! მისი საკვები თვისებები მთელი დღე ენერგიით აგავსებთ. შეიყვარეთ წიწიბურა და თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა შესანიშნავი განწყობისთვის მადლობას გადაგიხდით.
11. ბანანი
ბანანი - გასაოცარი ხილია. ენერგიის ეს შესანიშნავი წყარო პექტინებს და სახამებელს შეიცავს, რომლებიც მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს, რკინას და ენდორფინებს, ამიტომ ბანანი დაგმუხტავთ არა მხოლოდ ენერგიით, არამედ განწყობას გაგიუმჯობესებთ. ცილის და მარილის დაბალი შემცველობის გამო, ბანანი სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმლის დაავადებები აქვთ.
12. ვარდკაჭაჭა
ეს ტუტე პროდუქტი არა მარტო შესანიშნავად ჩაანაცვლებს ყავას, არამედ ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ვარდკაჭაჭა შეიცავს ინულინს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. პექტინი, რომლითაც ვარდკაჭაჭა არის მდიდარი, შიმშილის შეგრძნებას აქრობს და მადას ამშვიდებს.