რისთვის არის სასარგებლო:
არის კანის მატონიზირებელი.
ეს სუსტი შემკვრელი მოქმედების მქონე და ლინოლეის მჟავა (ომეგა-6) შემცველი ზეთი ამკვრივებს კანს.
ამშვიდებს მგრძნობიარე კანს.
მსუბუქი ზეთია მგრძნობიარე კანისთვის. არ არის ალერგიული და კარგი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ნიგოზსა და ნიგვზის ზეთზე ალერგია აქვს.
მკურნალობს აკნეს.
აკნესკენ მიდრეკილი და ცხიმიანი კანისთვის შემკვრელი ეფექტის მქონე ყურძნის ზეთი ძალიან სასარგებლოა.
მკვებავი მასაჟი.
ზეთი კანის ზედაპირს აბრეშუმისებრს ხდის. გამოიყენება სამასაჟე ზეთად ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში.
ნაყოფი
ყურძნის წიპწისგან მდიდრულ ზეთს ხდიან, რომელიც კულინარიასა და კოსმეტიკაში გამოიყენება.
ყურძნის წიპწის ზეთი
აბრეშუმისებრ უცხიმო ზეთში უხვადაა ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები. სასარგებლოა ყველა ტიპის კანისთვის.