კორეულ კოსმეტიკაზე ბუმმა მთელი მსოფლიოს ქალებს კანის მოვლისადმი დამოკიდებულების გადახედვა აიძულა. რა თქმა უნდა, როცა ქილები ბრჭყვიალებით და ჩაფიქრებული ფორმებით ბზინავს, მათ შემადგენლობას კი გემრიელი სურნელი აქვს, თავის შეკავება შეუძლებელია. თან მინის კანი წარმოუდგენლად მაცდუნებლად გამოიყურება. ამ ბზინვარებისთვის ყველაფერს გავიღებდი!
კორეული ტრენდი
თუ კორეელ ქალს ჰკითხავთ, როგორ გამოიყურება ახალგაზრდა ქალი, გიპასუხებთ: „როგორც მინა“. ამაშია მთელი ტრენდის არსი. ისედაც გასაგებია, რომ ახალგაზრდა კანი სახის თანაბარ ფერს, უხილავ ფორებს და მაქსიმალურად გამოხატულ ბზინვარებას ნიშნავს.
ამ კითხვაზე დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რა არის კორეელი ქალების მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო. ისინი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჭკვიანი ქალები არიან. მათ ესმით, რომ ბზინვარე კანი ნაოჭებს და სხვა ნაკლოვანებას ვიზუალურად ფარავს. მაშინ, როცა ამერიკელები და ევროპელები სახეს გლუვი ტონის ქვეშ მალავენ, კორეელი ქალები სახეს პრიალა ფაიფურის ეფექტს ანიჭებენ.
როგორ მივიღოთ მინის კანი
კორეელი ქალების სახის მოვლის სტრატეგია ერთ ფრაზაში ასე ჟღერს: „არანაირი ცხიმიანი და მკვებავი კრემები!“ დამეთანხმეთ, მათზე უარის თქმა, განსაკუთრებით ზამთარში რთულია. კორეელი ქალები კანის დატენიანებას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე გამოკვებას. სახის დასაცავად ფენებად მოვლას იყენებენ.
კორეელი ქალები მსუბუქი ტექსტურის კოსმეტიკას ხმარობენ, მაგრამ მას დღეში რამდენჯერმე და რამდენიმე ფენად ისმავენ. მაგალითად, ქალები ადრე დგებიან, რომ კანი პილინგით გააპრიალონ, გელშრატის და მასზე მსუბუქი შრატის ან ესენციის წასმა მოასწრონ.
ეფექტს დამატენიანებელი კრემით აფიქსირებენ. რამდენიმე წუთში მსუბუქ ტონს ისვამენ და სამსახურში მიდიან. გრძელი პროცესია, ასეა? სიტყვაზე, ჰიალურონის მჟავის ან C ვიტამინზე დაფუძნებულ შრატებს იყენებენ, რომლებიც კანს ბზინვარებას ანიჭებენ.
მსგავსი მოვლის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვა არ დაგავიწყდეთ. მაგალითად, შეგიძლიათ შეფერილი მზისგან დამცავი გამოიყენოთ. მინის კანი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. დილის პროცედურა მინიმუმ 5 კოსმეტიკურ საშუალებას მოიცავს, თან დროც სჭირდება.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არა ერთი ხრიკი იპოვოთ, როგორ მიიღოთ მინის კანი მაკიაჟის დახმარებით. ბზინები და ჰაილაითერები დაგეხმარებათ! ნამდვილი ხელოვნებაა კანს თავის მოვლის კოსმეტიკით ჯანსაღი იერი მიანიჭოთ! თუ რთული გზა აირჩიეთ, დღეში 10 პროცედურისთვის მოემზადეთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ კანი მდიდრული ბზინვარებით მადლობას გეტყვით!