კვლევები ამტკიცებს, რომ ხანგრძლივ ცხოვრებაში მთავარ როლს გენეტიკა კი არა ახალგაზრდობის შენარჩუნება თამაშობს. სწორედ ტვინი განსაზღვრავს ჩვენს დაბერებას. უფრო დეტალურად "რჩევების" რედაქცია გიამბობთ.
სოციალურ-ფსიქოლოგიური ასაკი
ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკის კონცეფცია არსებობს. სწორედ ის განსაზღვრავს გარეგნობას და ქცევას და მთლიანად თავის ტვინის პროცესზე არის დამოკიდებული. XIX საუკუნის დასაწყისში 35-40 წლის მამაკაცს ან ქალს ღრმა მოხუცად მიიჩნევდნენ. ინფორმაციის სიმრავლისა და მეტი დასაქმების გამო, კაცობრიობა სულ უფრო დიდხანს ცხოვრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ასაკობრივი კლასიფიკაციის ცვლილებები ვაღიაროთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა ახალი ასაკობრივი ზღვარი: დღეს ახალგაზრდობა 25-დან 44 წლამდე გრძელდება. ასე რომ, 40 წლის ქალი ჯერ კიდევ გოგონაა და არა მეორე კლასის, როგორც ბევრი უყვარს ხუმრობა. შემდეგ 44-დან 60 წლამდე, თანამედროვე ადამიანი შუა ასაკში ცხოვრობს, 60-დან 75 წლამდე - ხანდაზმულში და მხოლოდ 75-90 წლამდე ასაკში იწყება სიბერე. 90 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს დიდხანს მცხოვრებლებს უწოდებენ.
ყველა ადამიანი ახალგაზრდა სხეულის და სულის შენარჩუნებას 40 წლამდე ვერ ახერხებს, მით უმეტეს 50 და 60 წლამდე. სულით და სხეულით ახალგაზრდად დარჩენაში პირველ რიგში ხელს გვიშლის ჩვენი ტვინი, შინაგანი განწყობა და ცხოვრებასთან ურთიერთობა. მათზე არის დამოკიდებული ჩვენი გარეგნული სილამაზე. კვლევების, რომლებზეც მილიარდობით დოლარია დახარჯული, მთავარი ჰიპოთეზაა: ჩვენი სიბერის სიჩქარე სწორედ ტვინზე არის დამოკიდებული.
ეს მარტივად მტკიცდება. ცხოვრების დასაწყისში ჩვენი ტვინი ძალიან დაკავებული სამყაროს, საკუთარი თავის შეცნობით, ცოდნის დაგროვებით და სხვადასხვა დასკვნების გამოტანით. შედეგად, მთელი ორგანო ამ პროცესებში არის ჩართული და მთელი შესაძლებლობით მუშაობს. როგორც კი სამყარო უინტერესო ხდება, თქვენ შეცნობას წყვეტთ, აღარ აფართოებთ კომპეტენციას, სწავლას და თქვენ დაბერებას იწყებთ. თქვენი ტვინი და ორგანიზმი აქტიურად აღარ მუშაობს. სწორედ აქედან მოდის ალცჰეიმერი სხვადასხვა სახის დაავადება.
მნიშვნელოვანია დროულად შევამჩნიოთ ფსიქოლოგიური დაბერება. არსებობს 3 მთავარი ნიშანი
ფსიქოლოგიური დაბერების ნიშნები
- დროსთან ურთიერთობა
როგორც კი გიჩნდებათ შეგრძნება, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველა კარგი შემთხვევა უკვე მოხდა, რაღაცისთვის დრო კი უკვე გავიდა, თქვენ დაბერება დაიწყეთ. ფსიქოლოგიურად მოხუცი ადამიანი მოგონებებით ცხოვრობს, ახალგაზრდა - გეგმებით. პესიმიზმი, უიმედობის გრძნობა, გეგმების ნაკლებობა, მოგონებების გაუთავებელი თქმა - ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური დაბერების და ბიოლოგიური კატალიზატორების მაჩვენებლებია. გასაკვირი არაა, რომ ამერიკაში 60 წლის შემდეგ ადამიანები ინსტიტუტში აბარებენ, დადიან სხვადასხვა კურსებზე. ყველაფერი ახალი ტვინის მუშაობას და ოპტიმისტურ განწყობას უწყობს ხელს, ანუ - ახალგაზრდობას. - შეზღუდვები
ფსიქოლოგიური ასაკი პირდაპირ დაკავშირებულია საკუთარი თავის შეცოდებით: "50 წლის ასაკში უკვე აღარ შემიძლია გავაკეთო ის, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი. სალტოს გაკეთების ან პარაშუტიდან გადმოხტომის უფლებას თავს უკვე ვეღარ მივცემ". ასაკთან ერთად, გასაგებია რომ საკუთარ თავს შეზღუდვებს ვუწესებთ, რაც ფიზიკურ მონაცემებთან და პასუხისმგებლობასთან (ბავშვები, თანამშრომლები) არის დაკავშირებული.
მაგრამ ცხოვრების ყველა პერიოდში ახალი შესაძლებლობები იხსნება. თუ რამეს ფიზიკურად გაკეთება გიჭირთ, შეგიძლიათ კრეატიული შესაძლებლობები განავითაროთ. ისწავლეთ ახალი ენა, დალაშქრეთ ახალი ქვეყნები, სხვადასხვა ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთეთ. და ბევრი 20 წლის გოგო კონკურენციას ვერ გაგიწევთ. არ შეზღუდოთ თავი და შესაძლებლობები. - ემოციური სტაბილურობა
თანამედროვე მეცნიერებამ და ათასწლეულმა სიბრძნემ დაადასტურა, რომ მადლიერი და ბედნიერი ხალხი ცხოვრობს დიდხანს და უფრო ლამაზად გამოიყურება. სტაბილური ფსიქიკა ახალგაზრდობის გარანტიაა. პიროვნება, რომელიც მშვიდად ეგუება ცვლილებებს და სირთულეებს, გულთან ყველაფერი ახლოს არ მიაქვს, ყოველთვის ახალგაზრდა იქნება.
სიცოცხლისმოყვარე ადამიანებს სახის ნაკვთები განსხვავებული აქვთ, მათ ნაკლები ასაკობრივი ნაოჭი აქვთ და გარეგნულად უფრო მიმზიდველი არიან.
კარგი დანახვის უნარი, იუმორის გრძნობა და ყოველდღე ცხოვრებისადმი მადლიერება - ფსიქოლოგიური ახალგაზრდობის გარანტიაა. ეს დაკავშირებულია მთელ რიგ ჰორმონალურ და ნეიროქიმიურ პროცესებზე, რომლებიც ტვინში ხდება.
განვითარდით, იმხიარულეთ ყველაფრის მიუხედავად, მთავარია პასპორტის ასაკს არ მიეჯაჭვოთ! ბევრი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს წყვეტს, რადგან 50 წლისაა. მაგ., ასე არ არის მიღებული ან უკვე გვიანია. ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენი ემოცია, თქვენი სხეული ბოლოს და ბოლოს. არავის აქვს მითითების უფლება.
სწორედ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი განსაზღვრავს ბიოლოგიურ დაბერებს. დაწერეთ კომენტარებში, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას. ასევე მეგობრებს ეს საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეთ.