» » » იმპერატორის თეატრის ბალერინები გვეუბნებოდნენ: ღამე ჭიქაში 1 კოვზი თაფლი ჩადგით... - სვეტლანა დრუჟინინა ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიზიარებს

იმპერატორის თეატრის ბალერინები გვეუბნებოდნენ: ღამე ჭიქაში 1 კოვზი თაფლი ჩადგით... - სვეტლანა დრუჟინინა ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიზიარებს

ქალებს გვსურს ღრმა სიბერემდე კარგად გამოვიყურებოდეთ და მუდმივად ახალგაზრდობის საიდუმლოს ძიებაში ვართ. სვეტლანა დრუჟინინის ბოლო ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, მან ეს საიდუმლო იპოვა. 

როგორ ახერხებს ის მიუხედავად ასაკისა ყოველთვის შეუდარებლად და კარგ განწყობაზე ყოფნას? "რჩევების" რედაქციამ ამის გარკვევა გადაწყვიტა და ახლა თქვენ გიზიარებთ. საქმე საიდუმლო დიეტებში კი არა სიბრძნეშია. 

ბრძნული რჩევები

"ბედნიერება - ეს ცხოვრება და ცხოვრების ნიჭია" - ამბობს სვეტლანა დრუჟინინა. მისი საიდუმლოა ცხოვრებით ტკბობა და ყოველი წამით ბედნიერების განცდა. ის ცხოვრობს თავის მეუღლესთან - ოპერატორ ანატოლი მუკასეემთან ერთად, ჰყავს შესანიშნავი ბავშვები და შვილიშვილები და მუდმივად სამსახურით არის დაკავებული. ვინ იცის, შეიძლება ამაშია მთელი საიდუმლო. 



აი ქალმა ვერ მოახერხა თავის არიდება კითხვაზე, თუ როგორ შეინარჩუნა ახალგაზრდობა. თავისი 80 წლის ასაკში ის უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ სვეტლანამ კვიპროსზე დასვენების დროს გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რითაც თავისი თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააკვირვა. მისი ფიგურის და ჩამოსხმული ფეხების ბევრ ახალგაზრდა გოგოს შეშურდება. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?



მსახიობი გვიზიარებს თავის მოგონებებს იმ დროიდან, როცა ბალერინა იყო: "ჩვენი მასწავლებლები იმპერატორის თეატრის ბალერინები იყვნენ. ისინი რევოლუციამდელ შექმნილ შესანიშნავ მეთოდს იყენებდნენ. მაგ., დანაწევრებული კვება. საბჭოთა კავშირში ამის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, მაგრამ ჩვენ პროფესიამ ასე კვება გვაიძულა, რომ ბალერინის პაჩკებში ჩავტეულიყავით".
შესაძლოა, იმ დროის წესები დაეხმარნენ დრუჟონინას თავისი ფიგურის შენარჩუნებაში. თუმცა ახლა მსახიობი ამბობს, რომ არანაირ დიეტას არ იცავს და მარტივ რუსულ საკვებს (კარტოფილი სოსისთან ერთად) ანიჭებს უპირატესობას.



ამასთან მსახიობმა და რეჟისორმა საიდუმლო რეცეპტი გაგვიზიარა: "იმპერატორის თეატრის ბალერინები კიდევ გვეუბნებოდნენ: ღამით ჭიქაში ერთი კოვზი თაფლი ჩადგით. ამასთან აიღეთ ვერცხლის კოვზი, რომელიც ნათესავებმა პირველი კბილის ამოღების დროს გაჩუქეს. დაასხით წყალი და ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი. 
და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო 40-იანი წლების ბოლოს: თაფლი, ვერცხლის კოვზი და ლიმონი. მაგრამ ჩვენ ასე გვასწავლიდნენ. და არ დავმალავ: ახლაც თან დავატარებ ვერცხლის კოვზს ნაკრებიდან, რომელიც ქორწილზე მაჩუქეს და პატარა ბოთლით თაფლს. თაფლიან წყალში ნახევარ ლიმონს ვწურავ. ეს კანონია!"



ფიზიკურ აქტივობაზე მას საკუთარი მოსაზრება აქვს: "შემიძლია ვთქვა რომ დილით ვარჯიშებს ყოველთვის არ ვასრულებ, მაგრამ დღეში რამდენიმე ვარჯიში აუცილებელია. და რაც მთავარია - ცხელი შხაპი. ჩვენ გვასწავლიდნენ: დილით ცხელი შხაპის ქვეშ დადექით, ხელი, ფეხი გაიხეხეთ, შემდეგ სახე ორივე ხელით საათის ისრის მიმართულებით, შუბლზე "დაუთოება" გაიკეთეთ." - არაფერი განსაკუთრებული, არაა? ეს რჩევები ჩვენ ყველავ ვიცით, მაგრამ ყველას არ შეუძლია ასე გამოიყურებოდეს.



შეიძლება მთელი საიდუმლო ვერცხლის კოვზსა და თაფლშია, დანაწევრებულ კვებასა თუ ყოველდღიურ ვარჯიშში? თუ სვეტლანამ მაინც მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო ელექსირი იპოვა? ჩვენ არ ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში მისგან რაღაცის სწავლა შეიძლება. მან იცის ნამდვილად როგორ გაიხაროს ცხოვრებით, მიიღოს თითოეული წამისგან სიამოვნება და ყოველთვის შესანიშნავი განწყობა შეინარჩუნოს. 

შეიძლება რაიმე საიდუმლოს გაგება არც ღირს, ამის ნაცვლად უმჯობესია ცხოვრებას ცოტა სხვა თვალით შევხედოთ...

თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს სილამაზის საიდუმლო? გაგვიზიარეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ეს სტატია მეგობრებს გაუზიაროთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.