გამაახალგაზრდავებელი ნიღბები კვერცხის გულისგან
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის გული;
- 1 ჩ.კ. თაფლი.
ინსტრუქცია:
- გატეხეთ კვერცხი და განაცალკევეთ ცილა გულისგან.
- 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლი მოათავსეთ პატარა ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
კარგად გაიწმინდეთ და დაიტენიანეთ კანი თბილი წყლით. ტენიან კანზე წაისვით მიღებული საშუალება და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. მოცემული პროცედურის შემდეგ რეკომენდებული დამატენიანებელი კრემის გამოყენება.
ნიღაბი კვერცხის გულისგან და ზეითუნის ზეთისგან
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის გული;
- 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი;
- 1 ჩ.კ. თაფლი.
ინსტრუქცია:
- განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან.
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.
მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ ნარევი გრილი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება.
კვერცხის გული და არაჟანი
- 1 კვერცხის გული;
- 1 ჩ.კ. ნატურალური არაჟანი ან ცხიმიანი კარაქი.
ინსტრუქცია:
- განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან.
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.
წაისვით მიღებული მასა სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 10-15 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება.
აარჩიეთ მოცემული სამი რეცეპტიდან ერთ-ერთი თქვენი კანის ტიპის მიხედვით და აღწერილი პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ. ხანმოკლე დროში საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ.