ექიმების რეკომენდაციით, დაავადებას მწვანე ჩაის მიღება ამსუბუქებს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები ხრტილოვანი ქსოვილების განადგურებას ანელებენ და ანთებით პროცესებს ებრძვიან.
გარდა ამისა, სასმელი წონის კლებას ხელს უწყობს. ეს ყველაფერი ართრიტით დაავადებული ადამიანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს, რადგან სხეულის მასის შემცირების ხარჯზე ისედაც მტკივნეულ სახსრებზე წნევა მცირდება.
გამოყენების წინ სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებელია!