ამ დაავადების სოდით და წყალბადის ზეჟანგით მკურნალობა უკვე წლებია თავის ეფექტს ამტკიცებს. სოდის საფუძველზე სახლის საშუალებების დახმარებით თქვენ მტკივნეულ შეგრძნებს გაიქრობთ, ანთებას ჩააქრობთ და შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციას ნორმაში მოიყვანთ. ნატრიუმის ბიკარბონატი შეიძლება გამოყენებულ იქნას რეაქტიული, ტრავმული ან რევმატოიდული ართრიტის, ართროზის, ოსტეოქონდროზისა და პოდაგრის დროს.
ართრიტის საშუალება
- სასმელი სოდით
ართრიტისთვის ნამდვილად მოქმედი საშუალება რომ მოამზადოთ, 1 ჭიქა თბილ წყალში 3 გრ სოდა გახსენით. ნელ-ნელა დოზა 15 გრ-მდე გაზარდეთ 1 ჭიქა წყალზე. სამკურნალო სასმელი უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა დალიოთ, დღეში 2-3 ჯერ 30 დღის განმავლობაში. - სოდის კომპრესი
რეცეპტი № 1. ერთნაირი რაოდენობის ზღვის მარილი, მდოგვის ფხვნილი, თაფლი და სოდა აურიეთ. წაისვით მტკივნეულ სასხსარზე, პოლიეთილენით და თბილი ქსოვილით შეიხვიეთ. ასეთი კომპრესი ძილის წინ ორი კვირის განმავლობაში ორდღიანი ინტერვალით გააკეთეთ.
რეცეპტი № 2. ერთი ნაწილი საკვები სოდა 10 ნაწილ თაფლს და ამავე რაოდენობის ნავთს შეურიეთ. მიღებული ნარევი სქელ ფენად ბამბის ან თეთრეულის ქსოვილს წაუსვით. კომპლექსი მტკივნეულ სახსარზე დააფიქსირეთ და 45-60 წუთით გაიჩერეთ, სანამ მსუბუქ წვას არ იგრძნობთ. შემდეგ კომპრესი მოიხსენით, დაზიანებულ ადგილას ზეთი შეიზილეთ და შალის ქსოვილით შეიხვიეთ. ასეთ პროცედურა 14 დღის განმავლობაში 2 დღიანი ინტერვალებით ჩაიტარეთ. - აბაზანა სოდით
თანაბარი რაოდენობის საკვები სოდა და ზღვის მარილი წყალში გახსენით. დაზიანებული ნაწილი წყალში 15-20 წუთით უნდა გაიჩეროთ, პერიოდულად მტკივნეული ნაწილი დაიმასაჟეთ. თუ გსურთ სოდით და ზღვის მარილით აბაზანის მიღება, გაითვალისწინეთ რომ უმჯობესია თუ მას ძილის წინ გააკეთებეთ, რამდენადაც ასეთ საშუალებას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
რა თქმა უნდა, ეს ხალხური საშუალებები ათრიტთან ბრძოლაში დაგეხმარებათ: გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოგიხსნით მტკივნეულ შეგრძნებას, გააუმჯობესებს ლიმფური სისტემის მუშაობას, მაგრამ თვითმკურნალობა არ ღირს. მათი გამოყენების წინ, რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტანცია. თუ ამ სტატიას სასარგებლოდ და ინფორმაციულად თვლით, მეგობრებს გაუზიარეთ!