კვების გარკვეული სქემის დაცვით და სახსრებისთვის ზიანის მიმნყენებელი პროდუქტის რაციონიდან ამოღებით, ანთება და ტკივილი შეიძლება გააქროთ, შეშუპება შეამციროთ და ზედმეტი წონაც მოიშოროთ. ეს 9 პროდუქტი მაცივრიდან გადაყარეთ!
დიეტა ართრიტის დროს
1. რაფინირებული ნახშირწყლები
ასეთი ნახშირწყლები შედის ყველა შესაძლო გამომცხვარში, ტკბილეულში, ჯემებში, სოუსებსა და გაზიან სასმელებში. ასეთი მავნე პროდუქტის არარაციონალურად მიღება ზედმეტ წონას იწვევს, რასაც სახსრებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა თან სდევს. ბოლოს მკვებავ ნივთიერებებს ვერ მიიღებთ, ეს კი ართრიტის გამწვავებას ნიშნავს.
2. ხორციანი კერძი
ცხოველური წარმოშობის შემადგენლობაში შედის არაქიდონური მჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ეიკოზანოიდებს თავს ესხმის. ეს უკანასკნელი სახსრების ანთებას და დაავადების გართულებას იწვევს. საქმე ეხება ღორის და ძროხის ცხიმიან ხორცს.
3. გლუტენი
გლუტენს, რომელიც ხორბლის, ჭვავის, ქერის და შვრიის შემადგენლობაში არის, შეუძლია სახსრების ანთებითი დაავადება გამოიწვიოს. მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაამტკიცა, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ადამიანებში, რომლებმაც რაციონიდან გლუტენის შემცვლელი პროდუქტები გამორიცხეს, ხშირ შემთხვევაში სრული რემისია დაფიქსირდა.
4. რძის პროდუქტები
რაციონიდან ამ პროდუქტების გამორიცხვა ინდივიდუალური წესით უნდა იქნას განხილული ორგანიზმის განსაკუთრებულობის გათვალისწინებით.
რძე და რძის პროდუქტები - კალციუმის და D ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც ძვლებს ამაგრებს, მათ გადატეხვას და სხვა პრობლემებს თავიდან გვაცილებს. თუმცა რაციონიდან ამ პროდუქტების გამორიცხვა ართრიტის სიმპტომებს ამცირებს.
5. ძლიერი ყავა და ჩაი
ძლიერ მატონიზირებელ სასმელზე უარის თქმა იმის გამო ღირს, რომ მათში შემავალ კოფეინს ძვლებიდან კალციუმი გამოაქვს. ეს კი ართრიტის წარმოქმნას ხელს უწყობს.
6. შემწვარი საკვები
სიტყვაზე, შემწვარი ცხიმიანი საკვები არავისთვის არის სასარგებლოა, მით უმეტეს ართრიტით დაავადებულისთვის! გემრიელ კერძზე უარის თქმა რთულია, მაგრამ შემდგომ არ გაგიკვირდებათ, თუ გულთან, ღვიძლთან ან სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ.
7. ძაღლყურძენა
ბადრიჯანი, წიწაკა, კარტოფილი, პომიდორი - ყველა ეს ცუდი პროდუქტებია. ამ ბოსტნეულებში შემავალ ალკალოიდურ სოლანინის ნერვულ სისტემაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ის უძილობის, თავის ტკივილის და, რა თქმა უნდა, სახსრების ტკივილის მიზეზი არის. ართრიტით და პოდაგრით დაავადებულ ადამიანებში ასეთ ბოსტნეულზე უფრო მაღალი მგრძნობელობა აქვთ.
ამ ბოსტნეულებზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, ძნელია, თუმცა მათი ყოველდღიური მოხმარების შემცირება ნამდვილად ღირს. სხვათა შორის, თერმული დამუშავების დროს პომიდორი და წიწაკა მავნე ალკალოიდებს იშორებენ!
8. ალკოჰოლი
სპირტიანი სასმელი გამოყენება ართრიტის დროს დაავადების გართულებას იწვევს, აძლიერებს ანთებით პროცესს მტკივნეული სახსრების ქსოვილებში. ამასთან სისხლში კალიუმის დონე მცირდება, ეს კი იწვევს შეშუპებას, რაც თავის მხრივ ხრტილის ქსოვილის დაწვრილებას იწვევს. ნაკლებად საშიში არაა ალკოჰოლის ანალგეტიკებთან ერთად გამოყენება.
9. სუფრის მარილი
ეს, ერთი შეხედვით უსაფრთხო თეთრი კრისტალები თქვენი სახსრების ნამდვილი მტერია! მარილის მოხმარება სახსრებში მარილის დაგროვებას უწყობს ხელს, ძვლოვანი მასა მცირდება, ანთება და მტკივნეული შეგრძნება ძლიერდება.
მკურნალობის გარეშე ართრიტი შეიძლება ინვალიდობის მიზეზი გახდეს, რადგან ის სახსრების შეუქცევად ცვლილებებს იწვევს! თქვენს წონას ყურადღება მიაქციეთ, ბოსტნეულსა და ხილზე ეკონომია არ გააკეთოთ, ალკოჰოლზე, ცხარე სანელებლებზე უარი თქვით, ასევე თავი აარიდეთ პროდუქტებს, რომლებიც სიტუაციის გამწვავებას იწვევენ. ასეთი ცხოვრების წესი - ართრიტის საუკეთესო პრევენციაა!
არ დაგავიწყდეთ ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!