რა არის ბამბუკის ნახშირი
ბამბუკის ნახშირი მცენარე მოსოს ნაჭრებიდან იწარმოება. 5 წლის ასაკში ხეს ჭრიან, ანაწევრებენ და შემდეგ თერმულად ამუშავებენ. მცენარე მოსოს ნაწილებს სპეციალურ ღუმელში ათავსებენ და თითქმის 100 გრადუსზე წვავენ. საბოლოოდ, ბამბუკის ნახშირს ვიღებთ.
რა თქმა უნდა, ნახშირს ასეთი სახით კოსმეტიკურ საშუალებებში არ იყენებენ. ამ მიზნით ნახშირი ორთქლით მუშავდება. ასე კომპონენტის ყველა სასარგებლო თვისება იხსნება.
ბამბუკის ნახშირის სასარგებლო თვისებები
ბამბუკის ნახშირს სხვადასხვა კოსმეტიკას უმატებენ. მისი მთავარი მიზანი ფორებიდან მთელი ჭუჭყის ამოღებაა. ძლიერი შთანთქმელი თვისებების წყალობით ნახშირი კანს სასწაულებრივად წმენდს. სწორედ ამიტომ, ბამბუკის ნახშირს სხვადასხვა ნიღაბს, პატჩს და სხვა თავის მოვლის საშუალებას ხშირად უმატებენ.
კიდევ რა თვისებას ფლობს ბამბუკის ნახშირი? კანის მკვდარ უჯრედებს კარგად ქერცლავს და აშორებს. ამასთან, ბამბუკის ნახშირი საკმაოდ ნაზია და ყველა ტიპის კანს უხდება.
ასეთი დანამატი აკნეს ებრძვის და მის გამოჩენას ხელს უშლის. ეს ყველაფერი მისი შთანთქმელი თვისებებით არის განპირობებული: ძველი ჭუჭყიც კი ფორებიდან გამოდის. შედეგად, ბამბუკის ნახშირს უმატებენ სხვადასხვა პროდუქტს, გამწმენდ ქაფს, მუსს, ნიღაბს და ა.შ.
ბამბუკის ნახშირს სოკოს საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება აქვს. დეტოქსიკაციის ხარჯზე კანიდან ყველა მავნე ნივთიერებას, მათ შორის ბაქტერიას და ვირუსს მოგაშორებთ.
გარდა ამისა, ბამბუკის ნახშირი აკნეს, ჰერპესის და ჭინჭრის გამონაყარის დროს სწრაფი დამხმარე საშუალებაა. ამ კომპონენტზე დაფუძნებული მალამო შეიძინეთ, რომ პრობლემები სწრაფად გააქროთ.
სხვათა შორის, ბამბუკის ნახშირი აბაზანის დროს გამოგადგებათ. წყალში გახსნისას ნახშირი გამოყოფს სასარგებლო მინერალებს: მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ნახშირით აბაზანის მიღებისას მინერალები კანში აღწევს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ბამბუკის ნახშირზე დაფუძნებული სილამაზის საშუალებით კანი ხავერდოვანი და უფრო გლუვი გახდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპონენტი ოფლს და ტენს იწოვს. უსიამოვნო სუნს აქრობს, რაც უფრო ოფლის სუნის გასაქრობად ეფექტურ საშუალებად აქცევს. სწორედ ამიტომ, ბამბუკის ნახშირი დეოდორანტის შესანიშნავი ელემენტია.
როგორც ხედავთ, ბამბუკის ნახშირი კანისთვის საკმაოდ სასარგებლო საშუალებაა. სხვა თანამედროვე საშუალების წინაშე მისი უპირატესობის უგულებელყოფა არ ღირს.