» » » კანის დამცავი და თმის გამაჯანსაღებელი თვისებებით მდიდარი აბუსალათინის ზეთი

კანის დამცავი და თმის გამაჯანსაღებელი თვისებებით მდიდარი აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის თესლისგან მძიმე, მცენარეული ზეთი იწარმოება. კანს აჯანსაღებს და მასზე სპეციალურ დამცავ ფენას წარმოქმნის, რომელიც აღდგენის პროცესს უწყობს ხელს.

აჯანსაღებს და ამშვიდებს კანს.
ზეთი გამომშრალი და დამსკდარი კანის სამკურნალო კოსმეტიკურ საშუალებებში გამოიყენება.

აჯანსაღებს თმას და თავის კანს.
აბუსალათინის ზეთს თმისა და კანის მოვლის მრავალ საშუალებაში იყენებენ, ვინაიდან კარგი კონდიციონერია გამომშრალი და მსხვრევადი თმისთვის.

აღადგენს და იცავს კანს.
აბუსალათინის ზეთს ხშირად უმატებენ კოსმეტიკურ საშუალებებში მისი მრავალფეროვანი და დამამშვიდებელი თვისებების გამო. იგი ქმნის სასარგებლო დამცავ ფენას და ძალიან მშრალ კანს წყლის დაკარგვისგან იცავს.

ეთერზეთი

აბუსალათინის ზეთი მძიმეა და ძირითადად ნარევებში გამოიყენება. შეურიეთ სხვა საბაზისო ზეთს ისე, რომ ნარევში 10-15% იყოს აბუსალათინის შემცველობა.

კაკალი

აბუსალათინს კასტორიც ჰქვია კასტორეუმის მიხედვით, რომლის შემცვლელადაც აბუსალათინი გამოიყენება. კასტორეუმი თახვის გამხმარი ჯირკვლებიდან დამზადებული არომატის ბაზაა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.