"გლოვის" ფერის პროდუქტები ფუდ ბლოგერების მსუბუქი ხელის დახმარებით ჩვენს რაციონში შემოვიდა. ჩვენ უკვე ვნახეთ შავი ჰამბურგერი, შავი ყველი ბამბუკის ნახშირის დამატებით და შავი სოუსიც მელანთევზის მელანით.
რიგშია შავი ნაყინი ქოქოსის ფერფლის დამატებით და ნახშირის ლატე, რომელში რძე აქტივირებულ ნახშირთან არის შერეული.
იტალიიდან ნახშირის პურის - პანე ალ კარბონე (Pane al carbone) მოდა შემოვიდა. მის შემადგენლობაში, გარდა ჩვეული ინგრედიენტების, აქტივირებული ნახშირი შედის. იტალიელებმა ნახშირი მარტივად საკვებ საღებავად გადააქციეს.
ხის ნახშირის, როგორც საკვები დანამატის ან საღებავის მარკირება E 153-ით ხდება. "ნახშირი მცენარეული" დაშვებულია ევროპაში, ახალ ზელანდიაში, რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში.
ცოტა ხნის წინ გამოჩენილი აქტივირებული ნახშირის დიეტა სპეციალისტებს შორის დავას იწვევს. ბევრი ექიმი უარს აცხადებს ნახშირის დიეტური თვისებების აღიარებაზე. რაში მდგომარეობს მათი ეჭვი?
როგორ მივიღოთ აქტივირებული ნახშირი
როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, აქტივირებულ ნახშირს თავისი დადებითი და უარყოფით მხარე აქვს. მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ მის ძირითად თვისებას - ნაწლავებში დაგროვილი მავნე ნივთიერებების აბსორბცია.
შავი ნახშირის ტაბლეტების გამოყენება ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან სწრაფად გაწმენდს. უნივერსალური შემწოვი თვისება მას ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერების შეგროვების და სწრაფად გამოდევნის საშუალებას აძლევს.
ნახშირს ასევე შხამ საწინააღმდეგო საშუალებად თვლიან. მას შეუძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შხამის და ტოქსინების ნეიტრალიზება იმ მომენტამდე, სანამ შეწოვებას დაიწყებს.
გარდა ამისა, დაქუცმაცებული ნახშირით კბილებიდან ნადების, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოშორება არის შესაძლებელი, ასევე მადის დასაქვეითებლად იყენებენ. არგუმენტი ერთია: თუ არ მიშველის, ზიანსაც არ მომაყენებს. კვლევამ აჩვენა: რომ ზიანს გვაყენებს და თან როგორ!
აქტივირებული ნახშირის ზიანი
- დიდი რაოდენობით მისი მიღება ყაბზობას იწვევს
ნახშირის მიღების ყველაზე დიდი პრობლემა არის - გადაჭარბება, მაგ. დიარეა. გვეჩვენება, რომ ერთ ტაბლეტს არ შეუძლია მოქმედება, ამიტომ რამდენიმე ცალს ვღებულობთ, რამდენიმე საათში კი კიდევ რამდენიმეს ვამატებთ შედეგის დასაფიქსირებლად.
ამასთან ექიმები გვაფრთხილებენ: ნახშირს სერიოზული ყაბზობის და აუცილებელი ნივთიერების შეწოვის დარღვევის გამოწვევა შეუძლია. ეს კი თავის მხრივ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ვიტამინების და მინერალების სწრაფად დაკარგვას იწვევს! გამარჯობა, ჰიპოვიტამინოზი! - დისბაქტერიოზის მიზეზი შეიძლება იყოს
ორგანიზმიდან აუცილებელი ფერმენტების გამოდევნით ნახშირი ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას აზიანებს, რის შედეგადაც ნაწლავებში ანთებითი პროცესი იწყება - ჩვენ დისბაქტერიოზს ვღებულობთ. ყველაფერი კი მეტეორიზმის მოშორების სურვილით დაიწყო.
ბევრი დარწმუნებულია, რომ ნახშირს როგორც აბსორბენტს გაზის შთანთქმა შეუძლია ისე, რომ მიკროფლორას ზიანს არ აყენებს. შედეგად დისბაქტერიოზის ფონზე მეტეორიზმი მხოლოდ ძლიერდება, ქმნის წრეებს და სერიოზულ მკურნალობამდე მივყავართ. - გულს საფრთხეს უქმნის
უკონტროლოდ ნახშირის მიღება გულის კუნთებისთვის სახიფათოა - მას ორგანიზმიდან გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებები, კალიუმი და მაგნიუმი, გამოაქვს. ამასთან ერთად კალციუმსაც ვკარგავთ, რომელიც ხშირად დეფიციტს წარმოადგენს და მისი შევსება რთულ საქმეს წარმოადგენს. ამ ნივთიერებების გარეშე გული ნორმალურად მუშაობას ვეღარ შეძლებს. - პეპტიური წყლულის დროს შეიძლება სასიკვდილო საფრთხის შემცვლელი იყოს
ნაწლავის და კუჭის პეპტიური წყლულის დროს შეიძლება სასიკვდილო საფრთხის შემცვლელი იყოს. დაზიანებული სისხლძარღვიდან სისხლში მოხვედრისას თრომბოზის პროვოცირებას ახდენს. წყლულოვანი კოლიტის დროს მსხვილი ნაწლავის ტოქსიკურ დილატაციას საფრთხეს უქმნის, ეს კი დაავადების სერიოზულ გართულებას წარმოადგენს. - კრიტიკულად ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს
ნახშირის მიღების კიდევ ერთი რისკი. კვლევამ აჩვენა, რომ გააქტიურებული ნახშირის წარმოებაში იქმნება პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადი PAH, რამაც გენოტიპს შეუძლია ზიანი მიაყენოს და კიბო გამოიწვიოს. ამ მიზეზების გამო უმჯობესია ნახშირის გამოყენებას სიფრთხილით მოვეკიდოთ.
სპეციალისტები აქტივირებული ნახშირის დიეტაზეც ერთ აზრამდე ვერ მივიდნენ. ნაწილი ვარაუდობს, რომ აქტივირებული ნახშირის გამოყენებით გახდომა შეუძლებელია. საუკეთესო შემთხვევაში ის ნაწლავების გაწმენდაში დაგეხმარებათ.
სხვა ჯგუფი თვლის, რომ ნახშირი სხვადასხვა დიეტებში დამატებით ეფექტური იქნება, რადგან ცხიმოვანი გროვის მოშორებაში აქტიურად ღებულობს მონაწილეობას.
სწორედ ამიტომ, სანამ საკუთარ ორგანიზმზე ექსპერიმენტების ჩატარებას შეუდგებით, უმჯობესია მისი მდგომარეობა კარგად შეაფასოთ, თერაპევთან კონსულტანცია გაიაროთ და სიტუაცია შეაფასოთ. თავს გაუფრთხილდით და დაუფიქრებელი ნაბიჯით ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ!