» » » სრული სია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელთაც თეთრებად ღირებული 1 საშუალება უმკლავდება.

სრული სია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელთაც თეთრებად ღირებული 1 საშუალება უმკლავდება.

თუ თქვენ უკვე დიდი ხანია ეძებთ ნატურალურ საშუალებას, რომელიც გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, დაგეხარებათ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, თქვენთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე გვაქვს! გააქტივებული ნახშირი, რომელიც აფთიაქებში სულ რამდენიმე თეთრად იყიდება, მრავალი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება.



დღევანდელ სტატიაში მსურს მოგითხროთ, როგორ უნდა გამოიყენოთ გააქტივებული ნახშირი ისე, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე სილამაზისა და ახალგაზრდობისთვისაც.

ნახშირის გამოყენება
  1. მეტეორიზმი და შებერილობა
    თუ თქვენ იმ ადამიანების სიას მიეკუთვნებით, რომლებიც პერიოდულად მეტეორიზმისგან და მუცლის შებერილობისგან იტანჯებიან, დახმარებისთვის გააქტივებულ ნახშირს მიმართეთ. მიიღეთ 500 მგ ეს საშუალება ყოველ ჭამამდე 1 საათით ადრე და დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი. მოცემული მეთოდი მარტივად უმკლავდება ორივე პრობლემას, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ გაზების ფორმირება ნაწლავების სერიოზული პათოლოგიებითაა განპირობებული.



  2. საკვებით მოწამვლა
    გამომდინარე იქიდან, რომ ნახშირი ანეიტრალებს ტოქსინებს, ექიმები უწევენ რეკომენდაციას მის მიღებას, როდესაც პაციენტს საკვებით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება. მოცემული საშუალება ეფექტურად უმკლავდება ღებინების შეგრძნებასა და მუცლის ტკივილის. მთავარია, იმოქმედოდ დროულად!



  3. ჯანსაღი თირკმელები
    გააქტივებულ ნახშირს გააჩნია ორგანიზმიდან შარდოვანას გამოდევნის უნარი, აჯანსაღებს თირკმელებს და ხელს უწყობს მათ ნორმალურად ფუნქციონირებაში. როგორც მოგეხსენებათ, ეს წყვილი ორგანო ყველაზე სრულყოფილი გამწენდი სისტემაა, რომელზეც მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქიონირებაა დამოკიდებული.



  4. ქოლესტერინის მაღალი დონე
    დამტკიცებულია, რომ გააქტივებულ ნახშირს ქოლესტერინის საერთო დონის მეოთხედით შემცირება შეუძლია, რაც სასარგებლოდ ისახება მთელ ორგანიზმზე, რადგან ქოლესტერინის მაღალი დონე, როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამომწვევი უმთავრესი მიზეზია.



  5. ნაბახუსევის პროფილაქტიკა
    გააქტივებული ნახშირი გაუმკლავდება იმ უსიამოვნო სიმპტომებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ ნახშირი ვერ შთანთქავს სპირტს, ის არაჩვეულებრივად გამოდევნის ორგანიზმიდან ქიმიკატებსა და დამატკბობლებს, რომელთაც თანამედროვე ალკოჰოლური სასმელები ჭარბი რაოდენობით შეიცავს. თუ რამდენიმე აბ ნახშირს დალევის პარალელურად მიიღებთ, შეძლებთ ალკოჰოლის კონცენტრაციის შემცირებას.



  6. ლამაზი ღიმილი
    ჰოლივუდური ღიმილის მისაღებად, არ არის აუცილებელი რეგულარულად საკმაოდ სოლიდური თანხის ხარჯვა გამათეთრებელ პროცედურებში. დაფქვით ნახშირის 2 ან 3 აბი, მიღებული ფხვნილი მოაყარეთ კბილის ჯაგრისზე და შეუდექით კბილების ხეხვას. 5 წუთიანი პროცედურა საკმარისი იქნება საოცარი შედეგის დასანახად. კბილის ემალის გამათეთრებელი ამ პროცედურის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კბილების გახეხვა ჩვეულებრივი პასტის გამოყენებით და პირის ღრუში თბილი წყლის კარგად გამოვლება. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ და თქვენი ღიმილი ყოველთვის საოცრად ლამაზი და მიმზიდველი იქნება.



  7. რბილი კანი
    გსურთ, გქონდეთ სუფთა და გლუვი სახის კანი? შეიძინეთ გააქტივებული ნახშირის ფირფიტა აფთიაქებში, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ჭუჭყსა და სიბინძურებს ფორებიდან.

    თუ თქვენ აკნე გაწუხებთ, ნახშირის 1 დაფქული აბი ჩაამატეთ 2 ს.კ. ალოეს გელში, კარგად გადაურიეთ და მასაჟური მოძრაობებით გაინაწილეთ ეს საშუალება სახის კანზე. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რეგულარულად ამ პროცედურის ჩატარებით თქვენი კანი ყოველთვის საოცრად სუფთა, ნაზი და ლამაზი იქნება.



  8. ჯანსაღი თმა
    ჭუჭყს, ცხიმსა და ტოქსინებს, რომლებიც თავის კანს აბინძურებს, დამღუპველი გავლენა აქვს ჩვენს თმაზე. მის გასაჯანსაღებლად, შამპუნის მცირე რაოდენობაში გახსენით ნახშირის 1 ან 2 კარგად დაფქული აბი და დაიბანეთ თავი ამ საშუალების გამოყენებით. პრიველივე პროცედურის შემდეგ თქვენ საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ. თუ ამ პროცედურა კვირაში 1-ხელ მაინც ჩაიტარებთ, თქვენი თმა ყოველთვის საოცრად ჯანსაღი და ძლიერი იქნება.



  9. ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკა
    გააქტივებული ნახშირი გვაახალგაზრდავებს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ორგანიზმიდან გამოდევნის დაგროვებულ ტოქსინებსა და წიდებს, რომლებიც აზიანებს შინაგან ორგანოებს, ანადგურებს უჯრედებს და პროვოცირებს ნაადრევ დაბერებას.



  10. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
    ნახშირი მხოლოდ არაჩვეულებრივი გამათეთრებელი საშუალება როდია. ის საკმაოდ ეფექტურად ადეზინფიცირებს პირის ღრუსაც, არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, იცავს კბილებსა და ღრძილებს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. უბრალოდ რეგულარულად გაიხეხეთ კბილები ნახშირის ფხვნილით ან ჩაამატეთ ის მცირეოდენ კბილის პასტაში, რათა არა მხოლოდ გაითეთროთ კბილები, არამედ დაივიწყოთ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის შესახებაც.



  11. მსხვილი ნაწლავის გაწმენდა
    ნახშირის კიდევ ერთი გასაოცარი თვისება, რომლის გამოც მე მას ყველაზე მეტად ვაფასებ. თანამედროვე ადამიანს უწევს ცხოვრება საოცრად ტოქსიკურ პირობებში, რაშიც არა მხოლოდ გარემოს დაბინძურება, არამედ პესტიციდებით გაჯერებული საკვები პროდუქტები, წყალში შემავალი ქიმიკატები და ხორცში არსებული ზრდის ჰორმონები იგულისხმება. ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენს მსხვილ ნაწლავში კილოგრამობით ტოქსიკური ნარჩენები გროვდება, რის შედეგადაც ირღვევა მისი ფუნქციონირება და ზიანდება მთელი ორგანიზმი.

    კარგი ჯანმრთელობისა და განწყობისთვის, თითოეული ადამიანი ვალდებულია, რეგულარულად ჩაიტაროს მსხვილი ნაწლავის გამწენდი პროცედურები. ნახშირი ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც ხელს გვიწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაში და მსხვილი ნაწლავის დაცლაში.



საოცარია, რამხელა ძალას ფლობს მხოლოდ ერთი, თეთრებად ღირებული სააფთიაქო პროდუქტი, არა? ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რათა მათაც იცოდნენ გააქტივებული ნახშირის ამ საოცარი თვისებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.