არტერიული წნევის გასინჯვის დროს ითვალისწინებენ შემდეგ მაჩვენებლებს: სისტოლური აწ - ზედა ზღვარი, რომელიც წნევის ძალას განსაზღვრავს სისხლის გამოტყორცნის დროს; და დიასტოლური აწ - ქვედა ზღვარი, რომელიც მეტყველებს სისხლძარღვების მდგომარეობაზე გულის კუმშვებს შორის პაუზის დროს.
ადამიანის არტერიული წნევა
არტერიული წნევის ნორმად ზრდასრულებში ითვლება 120/80 მმ ვერცხლისწყლის სვეტზე. თუმცა, ჩვენ ყველა უნიკალური ვართ, ამიტომ არ ღირს მხოლოდ ამ მონაცემზე დაყრდნობა.
იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორი არტერიული წნევა ითვლება ნორმად განსაზღვრულ ასაკობრივ პერიოდში, საკმარისია ჩვენი მოსახერხებელი ცხრილების გამოყენება:
ამ ცხრილებიდან ჩანს, რომ რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო მაღალია არტერიული წნევის ნორმატიული მაჩვენებლები. ეს ფაქტი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების ცვლილებებთან.
თუ ხშირი უგუნებობა გაწუხებთ და ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი წნევის ცვლილებებია, რეკომენდებულია სპეციალური დღიურის შედგენა. მასში ყოველდღიურად უნდა ჩაინიშნოთ წნევის მაჩვენებლების ცვლილებები. ერთი თვის გასვლის შემდეგ ეს დღიური ექიმს უნდა წარუდგინოთ.
პროდუქტი, რომლებიც ზრდის წნევას
- ხილის ჩირი
დიახ-დიახ, გაცილებით სასარგებლოა ერთი მუჭა ხილის ჩირი მიირთვათ დილის ფინჯანი ყავის ნაცვლად. წნევას ზრდის საკვები, რომელიც გაჯერებულია კალიუმითა და ცელულოზით. ყველაზე მეტი კალიუმი გვხდება ფინიკსა და გარგრის ჩირში, სასარგებლოა ლეღვის, ქლიავის ჩირებისა და ქიშმიშის ჭამაც. - თხილი
სხვადასხვა თხილი შეიცავს არამხოლოდ კალიუმს, არამედ მაგნიუმს, რკინას, თუთიას, სელენს, B ჯგუფის ვიტამინებს. ჩვეულებრივი თხილის ასეთი შემადგენლობა განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპოტონიკებისთვის. - წითელი ცხარე წიწაკა
ცხარე წიწაკა, ასევე, სხვა ცხარე სანელებლები საუკეთესოდ ზრდის წნევას. ასევე, არტერიულ წნევას ზრდის მარილი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავშირებს, თუმცა არ მიირთვათ იგი დიდი რაოდენობით - ასე დააზიანებთ თირკმლებს. უმჯობესია, მაქსიმალურად დაეყრდნოთ ცხარე სანელებლებს. - ლიმონის ჩირი
ჩინური ლიმონის ჩირის არომატულ ნაყოფში გვხვდება ეთერზეთები და ორგანული მჟავები. როგორც კი 2 მოზრდილ ნაყოფს მიირთმევთ, ცენტრალური ნერვული სისტემა მაშინვე მოვა ტონუსში, წნევა გაიზრდება.
- წყალი ლიმონითა და თაფლით
აიღეთ 250 მლ წყალი, ნახევარი ლიმონი და 1 ჩ.კ. თაფლი. დაუმატეთ ლიმონის წვენი წყალს, შეურიეთ თაფლი. იგი მიღებიდან 30 წუთში იმოქმედებს. - კეფირი დარიჩინით
გასაოცარია, თუმცა ჩვეულებრივი, უცხიმო კეფირი, დარიჩინთან შერეული, ამცირებს წნევას. დაუმატეთ ჭიქა კეფირს 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი. ეფექტი ძალიან სწრაფად დადგება. - ნიახური
ნიახური არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის მის მკვეთრ ცვლილებებს. თუ დღეში 5-7 ღერო ნიახურს მიირთმევთ, შეძლებთ ჰიპერტონიის კონტროლს.