შავბალახას პრეპარატები კარგად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაზე, ამცირებს გლუკოზის დონეს, ქოლესტერინს, საერთო ლიპიდებს სისხლში, ნორმაში მოჰყავს ცილების ცვლა. დამამშვიდებელი ეფექტით შავბალახა ვალერიანს სჯობს. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სპაზმოლოგიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნების შემამცირებელი საშუალება. გულისცემის მოშლის დროს შავაბალახას იყენებენ რიტმის შემცირებისა და გულის კუნთის შეკუმშვის ძალის გასაზრდელად.
თუ გულის კუნთის გამაგრება და მისი მუშაობის გაუმჯობესებაა საჭირო, იყენებენ შავბალახას, ვალერიანისა და კუნელის ნარევს.
შავბალახას სვამენ როგორც ჩაის, ან ნაყენის სახით.
- შავბალახას ჩაის მოსამზადებლად საჭიროა დავასხათ 2 ჩაის კოვზ გამხმარ მცენარეს 1/4 ლიტრი მდუღარე წყალი, დავაყენოთ 10 წუთი, გავწუროთ და მივირთვათ. მიღების წესი ეფექტზეა დამოკიდებული - თუ დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო, უნდა დავლიოთ ერთბაშად 1 ფინჯანი, ხოლო მკურნალობის კურსისთვის საჭიროა დღეში 1 ფინჯანი 2-3 დალევაზე 2 კვირის განმავლობაში.
- თუ გსურთ შავბალახას გამოყენება, როგორც საძილე და დამამშვიდებელი საშუალება, მოამზადეთ მცენარეთა ნაკრები: 2 წილი შავბალახა, თითო წილი ბარამბო და ვალერიანის ძირები. 2 ჩაის კოვზ ნაკრებზე საჭიროა 1/4 ლიტრი მდუღარე წყალი. 5 წუთის შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ძილის წინ 1/2 ჭიქა.
- სპირტზე დამზადებული შავბალახა ( აფთიაქის პრეპარატი) სვით 30-30 წვეთი დღეში 3-4-ჯერ გულის მანკებისა და გულის კუნთის სისუსტის დროს.