» » » ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება: მეცნიერმა 2 ნაკლებად ცნობილი სიმპტომი დაასახელა

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება: მეცნიერმა 2 ნაკლებად ცნობილი სიმპტომი დაასახელა

ექიმები აცხადებენ, რომ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების შემთხვევები იზრდება. ამას დიდწილად პანდემიის პირობებში ნაკლები მოძრაობა და ზედმეტი ჭამა ხელს უწყობს. rchevebo გიამბობთ, თუ რა სიმპტომები მიგანიშნებთ ღვიძლის გაცხიმოვნებაზე.

ღვიძლში ცხიმის შემცველობა ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ დაგროვებული ცხიმი წონის 10%–ს აღემატება, შეგვიძლია ღვიძლის გაცხიმოვნებაზე ვისაუბროთ. განვითარებულ საზოგადოებაში ღვიძლის მუშაობის დარღვევის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებაა (სტეატოზი). მსგავსი პათოლოგია 10–დან ერთ ზრდასრულ ადამიანს აწუხებს.

რომელი სიმპტომები საუბრობს, რომ ადამიანს ღვიძლის გაცხიმოვნების მაღალი რისკი აქვს? პროფესორი როჰიტ ლუმბა, სან–დიეგოში, კალიფორნიის უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრის დირექტორი ასახელებს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ნაკლებად ცნობილ ნიშნებს, რომლებიც მხედველობიდან ხშირად რჩებათ. კერძოდ, მკვლევარი გვირჩევს, რომ უკონტროლო კვებით ჩვევებს ყურადღება მივაქციოთ.

„ცხიმოვანი ღვიძლის ერთ–ერთი პირველი სიმპტომი ჭარბი კვებაა, რომელსაც მუდმივად შიმშილის გრძნობა ან შაქრის მიმართ ძლიერი ლტოლვა ახლავს“ – აღნიშნავს ექსპერტი.

მეცნიერი გვაფრთხილებს: თუ ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზედმეტ კალორიებს იღებს, განსაკუთრებით შაქრის ან რაფინირებული ნახშირწყლების სახით, ეს ნეგატიურ შედეგებს გამოიწვეევს, მათ შორის ღვიძლზე.

როჰიტ ლუმბა კიდევ ერთ, ნაკლებად ცნობილ სიმპტომად ასახელებს მუცლის მომატებას მასში გაზრდილი ცხიმის გამო. კვლევამ აჩვენა, რომ ვისცერალური ცხიმი ღვიძლის ცხიმოვან დაავადებასთან მჭიდრო კავშირშია, განსაკუთრებით ახალგაზრდა და შუა ხნის ადამიანებში. ღვიძლის ანთება და მისი ფიბროზა ვისცერალური ცხიმის მატებასთან ერთად იზრდება. თავის მხრივ,

„როცა სხეულის მასის ინდექსი იზრდება და ადამიანის BMI 30-დან 30-მდე ან 40-მდე ადის, უალკოჰოლო ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების რისკიც იზრდება“.
ავტორითეა გუბელაძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.