თქვენ დაგჭირდებათ:
- 3 ს/კ კამა
- 3 ს/კ პიტნა
- 2 ს/კ გვირილას ყვავილი
- 2 ს/კ ნეგოს ყვავილი
- 2 ს/კ ასკილის ნაყოფი
- 2 ს/კ კუნელის ნაყოფი
მომზადების და მიღების წესი:
წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი. 2 ს/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი ორთქლის აბაზანაში, გადაწურეთ, გამოწურეთ დარჩენილი ნედლეულიც, შეავსეთ მიღებულ-ი ნაყენი ანადუღარი წყლით 1 ჩაის ჭიქამდე და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 3 კვირა, შემდეგ 1 კვირა შეისვენოთ და გაიმეოროთ. ასეთი შესვენებებით იმკურნალეთ ნახევარი წელი.
რაც შეეხება კვების რეჟიმს და დიეტას, საჭიროა დღეში 5-6-ჯერ ჭამა მცირე ულუფებით. რაციონში უნდა იყოს ბოსტნეულის წვნიანი, ფრინველის კანგაცლილი ხორცი, უცხიმო თევზი, რძის ნაწარმი, მცენარეული ზეთით შეზავებული ახალი ბოსტნეულის სალათები, ზღვის პროდუქტები, ხილი. ერიდეთ ახალ პურს, ხორცის ნახარშს, ძეხვეულს, ნაღებს, არაჟანს, ცხიმიან ხაჭოს და ყველს, კვერცხს, მწნილს და ცხარე სანელებლებს.