ღვიძლის გაწმენდა
ითვლება, რომ ღვიძლში იწვება ცხიმების ყველაზე დიდი რაოდენობა. ეს ორგანო გადაამუშავებს ჭარბ საკვებ ცხიმს ქოლესტერინად, შემდეგ კი ნაღველად, რომელიც ორგანიზმიდან ნაწლავების გავლით გადის. საკვებით მოხვედრილი ჭარბი ცხიმი გროვდება ღვიძლის უჯრედებში და აბერებს მათ. ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება, წონა - იზრდება.
ჩნდება შეუქცევადი წრე. ღვიძლის დაზიანებული უჯრედები სწორად ვეღარ არეგულირებენ ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს. შედეგად, საკვები ნივთიერებები სულ ცხიმებად გარდაიქმნება. ღვიძლი, ნაცვლად იმისა, რომ გაანადგუროს ცხიმოვანი უჯრედები, აგროვებს მას - ძირითადად, მუცლის ღრუსა და მუცლის არეში.
ღვიძლზე ზრუნვა უნდა იყოს არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი. ამასთან, სულაც არაა საჭირო მკაცრი დიეტის დაცვა. ღვიძლის ფუნქციონირების გაუმჯობესება შესაძლებელია სპეციალური გამწმენდი პრეპარატებით. შესაძლოა, ზოგს ურჩევნია, შეიძინოს ისინი აფთიაქში, მათთვის ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო უსაფრთხო და არანაკლედ ეფექტურია ნატურალური საშუალებები.
დღეს რჩევების რედაქცია გასწავლით სასარგებლო კოქტეილების მომზადებას ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის. რამდენადაც ღვიძლი აქტიურად მუშაობს სწორედ ღამით, სასმელები ძილის წინ უნდა მიიღოთ. კურსის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შესაძლოა, ზოგიერთი კომპონენტი თქვენთვის არ შეიძლება.
სასმელები ღვიძლის გასაწმენდად
- ბაყაყურა
ბაყაყურა უნიკალური მცენარეული ჰეპატოპროტექტორია. ეს მცენარე #1 საშუალებაა ღვიძლის გასაწმენდად საშინაო პირობებში. ბაყაყურას თესლის სასარგებლო ნივთიერებები იცავს ღვიძლის უჯრედებს და აღადგენს მათ.
სასმლის მოსამზადებლად აიღეთ 30 გ დაფქული თესლი, დაასხით 0.5 ლ ცივი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე მოცულობის 1/2-ით შემცირებამდე. გაწურეთ, გახსენით 2 ს.კ. ნახარში 200 მლ თბილ წყალში და მიირთვით ძილის წინ. - შვრია
მოამზადეთ სასმელი დილით. დაასხით 1 ს.კ. შვრიას 200 მლ მდუღარე. საღამოს გაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩ.კ. დარიჩინი და 1/3 ჩ.კ. კურკუმა. გაყავით სასმელი ორ ულუფად - ერთი მიიღეთ ვახშმამდე 30 წუთით ადრე, ხოლო მეორე - დაძინებამდე 30 წუთით ადრე. - ჯანჯაფილი
250 მლ თბილ წყალში ჩაყარეთ 1/3 ჩ.კ. ჯანჯაფილის დახეხილი ბოლქვი, 1 ჩ.კ. ახლადდაწურული ლიმონის წვენი და 1 ჩ.კ. თაფლი. გააჩერეთ 15 წუთით და დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე. მომატებული წნევის დროს სასმლის მიღება არ შეიძლება! - ჭარხალი
გათალეთ 4 ც ჭარხალი და დაჭერით დიდ კუბებად. დაასხით 2ლ მდუღარე წყალი. აადუღეთ და ხარშეთ მოცულობის 3-ჯერ შემცირებამდე. გაწურეთ მიღებული ნახარში და მიირთვით 3/4 ჭიქა ძილის წინ. - ბალახის ნაკრები
თანაბარი პროპორციებით შეურიეთ სამკურნალო ბალახები: გვირილა, კრაზანა, არყის თირკმლები და ნეგოს ყვავილები. 1 ს.კ. მზა მასას დაასხით 500 მლ წყალი და გააჩერეთ თერმოსში 1 დღით. მიღებული სასმელი მიირთვით დაძინებამდე, 1 ჭიქით.