» » » რისი გაკეთება არ შეიძლება ვარიკოზის დროს და რატომ არის სახიფათო

რისი გაკეთება არ შეიძლება ვარიკოზის დროს და რატომ არის სახიფათო

დღეს rchevebi გიამბობთ, თუ რა და რატომ არ შეიძლება ვარიკოზული ვენების დროს. ასევე გიამბობთ, რომელ პროდუქტებს, პროცედურებს და ვარჯიშებს უნდა აარიდოთ თავი, რომ სიტუაციის გართულება თავიდან აიცილოთ.

ზაფხულში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ვარიკოზული დაავადების გართულებას ხელს უწყობს. სიცხეში ვენები დამატებით იტვირთება. თუ რისკჯგუფში ხართ ან მემკვიდრეობითი მიდრეკილება გაქვთ, ორმაგად ფხიზლად უნდა იყოთ და პროფილაქტიკის ზომები დაიცვათ. ქირურგი ფლებოლოგი გიამბობთ, თუ რა იწვევს ვენური სისტემის მუშაობის დარღვევას და როგორ ავიცილოთ თავიდან.

კითხვა ანატომიასთან: როგორ იწყება ვარიკოზი

სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობს, ჯერ გულიდან ქსოვილებისა და ორგანოებისკენ, მათ ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით ავსებს, აქედან უკან ბრუნდება ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებით და ნახშირორჟანგით დატვირთული. არტერიები გულიდან სისხლის მოძრაობაზე პასუხისმგებელი არიან, ხოლო ვენები მის უკუსვლაზე. ქვედა კიდურებში ვენების პრობლემა გამოჩნდა იმის გამო, რომ ადამიანმა ორ ფეხზე სიარული ისწავლა. ვენებში ხომ სისხლი ქვემოდან ზემოთ მიდის, მას მუდმივად გრავიტაციის ძალის გადალახვა უწევს. ამაში სარქველები ეხმარება, რომლებიც ვენებში დაბალი წნევის დროს გულისკენ ერთი მიმართულებით სისხლის მოძრაობას მხარს უჭერენ.

ამ სარქველების დიდი რაოდენობა სწორედ ქვედა კიდურების ვენებშია კონცენტრირებული, კერძოდ წვივის მიდამოში. მათი მუშაობა კუნთების შეკუმშვაზე პირდაპირ დამოკიდებულია. მათი დახმარებით სისხლის მოძრაობა ხდება. მექანიზმს წვივის კუნთურ–ვენური ტუმბო ეწოდება – ის სისხლის 75%–ს გულში აბრუნებს. თუ სარქველები არასწორად მუშაობს, საკმარისად არ იხურება, სისხლის საპირისპირო მოძრაობა ხდება, რის გამოც სისხლძარღვებში წნევა იზრდება და მათი კედლები ფართოვდება. ადამიანს ფეხებში ტკივილი, სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, ღამის კრუნჩხვები აწუხებს. ეს სიმპტომები ამბობს, რომ ფეხებს სასწრაფოდ დახმარება სჭირდებათ.

რისკფაქტორები: რა არის სახიფათო ვარიკოზისთვის

თანამედროვე ცხოვრების პირობების გამო ვარიკოზული დაავადება 25-30 წლის ახალგაზრდებში უფრო ხშირად ვლინდება. ამ პათოლოგიის განვითარების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი: გენეტიკური მიდრეკილება. თუ რომელიმე ნათესავს ვარიკოზი აწუხებს, ვენებს მეტი ყურადღება მიაქციეთ და ყოველწლიურად ფლებოლოგთან გამოიკვლიეთ.

ქალებში ვენური პრობლემები უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე კაცებში. პირველ რიგში, ეს ორსულობის პერიოდს უკავშირდება. ამ დროს მზარდი საშვილოსნო მენჯის ვენებს აწვება, სისხლის მიმოქცევას აუარესებს და შიდავენურ წნევას ზრდის. ჰორმონალური ფონის ცვლილებებიც ვარიკოზის რისკფაქტორს უკავშირდება. ვინაიდან ვენებში სისხლი გრავიტაციის ძალის გადალახვით ქვემოდან ზემოთ მოძრაობს, ვარიკოზული დაავადება ემუქრება მათ, ვინც პროფესიული საქმიანობის გამო დიდი დროს ფეხზე მდგომარე ატარებს: მასწავლებელი, ექიმი, დალაქი, ვიზაჟისტი, ფოტოგრაფი, მზარეული და ა.შ. მჯდომარე მუშაობა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესიც ხშირად ვარიკოზის განვითარებას იწვევს. მოძრაობის გარეშე კუნთები არ იკუმშება და ვენურ არხებს სისხლის გამოდევნაში არ ეხმარება, რის გამოც სისხლის მოძრაობა ნელდება და სტაგნაცია ხდება. სწორედ ამიტომ, ხანგრძლივი ფრენების ან ავტომობილით მოგზაურობისას ფეხები სივდება – ასეთი გრძელვადიანი მოგზაურობა ვენურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

ფიტნეს დარბაზში ძალიან ინტენსიური ვარჯიშები შეიძლება ვენებისთვის პრობლემა იყოს. მაგალითად, სიმძიმის აწევისას წნევის ზრდა ვენურ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. რისკის ფაქტორებს მაღალი სიმაღლე და ჭარბი წონა მიეკუთვნება. ამ შემთხვევაში ვენური სისტემა გადატვირთულია.

შფოთვის სიგნალი



საწყის ეტაპზე ვარიკოზული დაავადება გარეგნულად ე.წ. ვარსკვლავური ვენებით ვლინდება – კანიდან 2 მმ–მდე დიამეტრის ვენები ჩანს. პირველი სიმპტომია შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და დღის ბოლოს ფეხებში დაღლილობა, რომელიც სეირნობის დროს ან ძილის პერიოდში მცირდება ან ქრება. უფრო გვიან ეტაპზე ჩნდება მწველი ტკივილი, წვის შეგრძნება და ღამით კრუნჩხვები. ვარიკოზული ვენები უფრო ნათლად ჩანს და გარეგნულად ყურძნის მტევანს ჰგავს. მთავარი ამოცანა: ვენური სისტემა ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ, დაავადების განვითარება შეაფერხოთ და პირველივე სიმპტომებზე ექიმს მიმართოთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან

სწორი პროფილაქტიკის მთავარი ამოცანაა ვარიკოზული დაავადების რისკფაქტორების მოშორება. სამუშაო დღის განმავლობაში ყოველ საათში შეისვენეთ და ივარჯიშეთ: ოფისში ცოტა ხნით ისეირნეთ, სჯობს ქუჩაში გახვიდეთ, მით უფრო თუ ამინდი ხელს გიწყობთ. თუ გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, ვენოტრენაჟორი გამოიყენეთ. შეგიძლიათ პირდაპირ სამუშაო მაგიდის ქვეშ დაიდოთ – უბრალოდ მას დააჭირეთ, თითქოსდა დადიხართ.

შესვენება სჭირდება მათ, ვინც მუდმივად „ფეხზე“ დგას. თუ მთელი დღე მდგომარე პოზაში მუშაობთ, პერიოდულად დაისვენეთ, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ეცადეთ ფეხები მაღლა ასწიოთ. რისკჯგუფის ადამიანებისთვის რეკომენდებულია სპეციალური, შეკუმშვის ეფექტის მქონე წინდების ტარება. ასეთი სამედიცინო ნაწარმი ფეხებზე სხვადასხვა დონეზე საჭირო წნევას ახდენს, რომ სისხლის ქვემოდან ზემოთ მოძრაობს ხელი შეიწყოს და სისხლი არ დაგუბდეს. წინდა მაქსიმალურ ზეწოლას ტერფის მიდამოში ახდენს, წვივის ფართო ნაწილზე – ოდნავ ქვემოთ, ბარძაყის მიდამოში – კიდევ ცოტა ქვემოთ. გამოდის, რაც უფრო მაღალია ფეხის ნაწილი, მით უფრო დაბალია შეკუმშვის ძალა. სწორედ ასე გადანაწილებული ზეწოლა სისხლის ქვემოდან ზემოთ მოძრაობას აუმჯობესებს. რეკომენდებულია, კომპრესიული წინდები ორსულობის და მშობიარობის შემდეგ ვენური სისტემის მხარდასაჭერად ატაროთ. ასევე ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, რომ ვენებზე დატვირთვა შეამციროთ. ჭკვიანი წინდა ინტენსიური ვარჯიშის დროსაც ფეხის პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება ვარიკოზის დროს: 5 მთავარი წესი

  1. მასაჟი არ გაიკეთოთ: ეს პროცედურა ვარიკოზის დროს უკუჩვენებულია. აქტიური, ძლიერი მასაჟი, ასევე ვაკუუმის მასაჟი განსაკუთრებით აკრძალულია. თავიდან შეშუპება გაქრება, მაგრამ მომავალში ჯანმრთელ ვენებზე ნეგატიურად იმოქმედებს.
  2. აბანოში არ იაროთ. კონტრასტული შხაპი ფეხისთვის სასარგებლოა (სისხლძარღვებს ავარჯიშებს), მაგრამ სითბოში დიდხანს ყოფნა – არა
  3. თვითმკურნალობა შეწყვიტეთ. ხალხური საშუალებები არ გამოიყენოთ, მაგალითად, სამკურნალო წურბელები, რომლებიც თითქოსდა გვშველის. მათი დახმარებით შეიძლება სისხლში ინფექცია მოხვდეს.
  4. მჯდომარე ცხოვრების წესით არ იცხოვროთ. დიახ, დგომა არ შეიძლება, მაგრამ აქტივობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებას თავიდან ვერ აიცილებთ.
  5. თავი აარიდეთ შემდეგ ვარჯიშებს: დიდხანს სირბილი, მძიმე ათლეტიკა, აქტიური ხტუნვა.


რა გავლენას ახდენს ამინდი ვენებზე

ზაფხულში ჰაერის ტემპერატურის მატების გამო ადამიანი მეტ სითხეს კარგავს და სისხლი სქელდება. ამავდროულად, სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლის მიმოქცევა ნელდება, რის გამოც დაავადება მწვავდება. ამ დროს სისხლის დაგუბება და პათოლოგიის სიმპტომები უფრო აშკარა ხდება. ასეთ ამინდში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, ვენური სისტემის მხარდასაჭერად კომპრესიული წინდები უნდა ჩაიცვათ. გახსოვდეთ, რომ სამკურნალო კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება ზაფხულში, +25 გრადუსზე რეკომენდებული არაა, რადგან შეიძლება „სათბურის ეფექტი“ შექმნას, რაც ვენებისთვის არახელსაყრელია. აი, სამსახურში, ოფისში კომპრესიული ტრიკოტაჟი ჩაიცვით, თუ შენობაში ტემპერატურა ამის საშუალებას გაძლევთ.

სწორი ცხოვრების წესის მნიშვნელობა



ვარიკოზული ვენების პრევენციისთვის ჯანსაღი, აქტიური ცხოვრებით უნდა იცხოვროთ. ვარჯიში კუნთების მუშაობას და შესაბამისად, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. სავარჯიშო დარბაზში რეგულარული ვარჯიში, ველოსიპედის ტარება, სკანდინავიური სიარული, ცურვა – ეს ყველაფერი ვენური დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ. ხშირად ისეირნეთ: ყოველდღე, დილა–საღამოს ნახევარი საათით სიარული ჩვევად გქონდეთ. კვების რაციონს ყურადღება მიაქციეთ, მძიმე საკვები, ყავა და ალკოჰოლი შეზღუდეთ.

რატომ არის სახიფათო მიშვებული ვარიკოზი

ვარიკოზი სიცოცხლისთვის სახიფათო თრომბის წარმოქმნას ხელს უწყობს – სისხლძარღვებში სისხლის შედედება, რომელსაც სისხლის მიმოქცევის შეფერხება ან სრულად დაბლოკვა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ფრთხილად იყავით და ვარიკოზის პირველივე სიმპტომებზე ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში საწყის ეტაპზე ოპერაციის გარეშე, კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა ყველაფერს გამოასწორებს. დღეს ასეთი მეთოდები ბევრია. მაგალითად, სკლეროთერაპია (როცა დაზიანებული სისხლძარღვები სპეციალური საშუალებით ივსება და მისი კედლები ებმება), ობლიტერაცია და კოაგულაცია (ვენაში ლაზერის შეყვანა, რომელიც მას „ლუქავს“), რადიოტალღური აბლიაცია (ლაზერულ თერაპიას ჰგავს, მაგრამ ვენებს მიერთებამდე ათბობს).

თქვენს ორგანიზმს მოუსმინეთ, ჯანსაღად იცხოვრეთ და პროფილაქტიკის აუცილებელი ზომები დაიცავით.
ავტორითეა გუბელაძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.