» » 5 სასწაული მოხდება, თუ ყოველდღე ამ გადაბრუნებულ პოზას გააკეთებთ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

5 სასწაული მოხდება, თუ ყოველდღე ამ გადაბრუნებულ პოზას გააკეთებთ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

ეს ოქროს წესები ჩვევად უნდა გადააქციოთ. საღამოობით, დამღლელი დღის შემდეგ, კედელთან უნდა დაწვეთ, ფეხები ზემოთ ასწიოთ და ამ მდგომარეობაში 10-დან 15 წუთამდე უნდა დარჩეთ. არანაირი დამატებითი მოწყობილობა, მხოლოდ თქვენი ფეხები და კედელი. სასურველია ასე ყოველდღე გააკეთოთ. 

ცოტა ქვემოთ მოცემულია ვიდეო, სადაც გიჩვენებთ, თუ როგორ მიიღოთ სწორი პოზა. ვარჯიში საკმაოდ მარტივია, ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ! ასე უკვე რამდენიმე თვეა ვაკეთებ, ცოტათი შედეგზე გიამბობთ, რომელსაც ეს შესანიშნავი ვარჯიში იძლევა. 



ფეხის შეშუპებისკენ მიდრეკილება მაქვს, რის გამოც ფეხები სწრაფად მეღლება. სწორი ფეხსაცმლის შერჩევა საკმაოდ რთული საქმეა ფეხზე გაზრდილი ძვლის გამო. მთელი დღე სამსახურში დროს კომპიუტერთან ვატარებ და საღამოს აბსოლუტურად დაშლილი ვარ: თუ ვარჯიშის ან სამსახურის შემდეგ გავლის შესაძლებლობა არ არის, სხეული ხანგრძლივი ჯდომისგან თითქოსდა სხვისია, ვგრძნობ თავის სიმძიმეს და საშინელ სიზარმაცეს.



როცა ამ ვარჯიშის შესახებ გავიგე, გამიჩნდა ცნობისმოყვარეობა: როგორ, არაფრის გაკეთება საჭირო არაა, უბრალოდ კედელთან უნდა დავწვე და თერაპიული პროცედურით სიამოვნება უნდა მივიღო? შეუძლებელია. აღმოჩნდა, რომ ეს ელემენტალური იოგის პოზა ნამდვილად სასწაულებს ახდენს. 

ღირს ასეთ მდგომარეობაში მინიმუმ 5 წუთი გაჩერდეთ, ასე, თითქოსდა თავიდან იბადებით. ქრება დაღლილობა, სხეული ცოცხლდება და ენერგიით ივსება, თავი უფრო ნათელი ხდება. მისი წყალობით საღამოს კიდევ ბევრი რამის მოსწრება შეიძლება, ორგანიზმი ტონუსში მოდის, ფეხებში სიმსუბუქეს გრძნობთ. ეფექტით გაოცებული ვარ!



რატომ არის ასე სასარგებლო ფეხების კედელთან აწევა? დღის განმავლობაში ჩვენი სხეული მუდმივად ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფება, ყველაზე ცუდი - ვსხედვართ. ამ მისაღები პოზის წყალობით სხეული ღებულობს მდგომარეობა, ჩვეულისგან საპირისპიროს. 

ამ ვარჯიშის უპირატესობა დიდია: სხეული სწრაფად აღდგება, ისვენებს, ხერხემლის დაჭიმულობა იხსნება, "ფეხებში სიმძიმის შეგრძნება" ქრება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. თითქოსდა ვარჯიშობთ, როცა წევხართ - გულმა სწრაფად უნდა იმუშაოს რომ სისხლი ზემოთ ფეხებს მიაწოდოს. 


ვარიკოზული ვენების პრევენცია

ნახეთ, როგორ შეასრულოთ სწორად ეს მარტივი ვარჯიში. ასეთი სასიამოვნო გოგო გიჩვენებთ, თუ როგორ დაჭიმოთ მსუბუქად ფეხი, როცა კედელთან აწეული გაქვთ. ძალიან სასარგებლოა, ზედმეტად მარტივი!



ამ პოზას მშვიდად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ეფექტურ საშუალება ვარიკოზული ვენების პრევენციისთვის. მისი შესრულებისას ვენური გადინება უმჯობესდება, ქრება ფეხების შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება. გარდა ამისა, იმათ მდგომარეობას შეამსუბუქებს, ვინც უკვე იცის თუ რას ნიშნავს დაავადებული ვენები. 




როგორ შევასრულოთ სწორად მოხრილი სანთლის პოზა

  1. იოგაში ამ მარტივ ასანას ვეპარიტა კარანს უწოდებენ. ითვლება, რომ როცა ადამიანი ფეხებზე დგას ის ბერდება, გადაბრუნებულ მდგომარეობაში ორგანიზმში ყველა პროცესი უკან ბრუნდება და ის ახალგაზრდავდება. მაქსიმალური სარგებელი იქნება, თუ ამ პოზაში ჩუმად იქნებით. 

  2. დაწექით ზურგზე, ბარძაყი კედლიდან 30 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. მუხლები მოხარეთ და ფეხები კედელთან მოათავსეთ. დააკვირდით, რომ ბარძაყი კედელთან მიმართებაში კუთხურად იყოს. 

  3. ფეხები გაშალეთ, მისით მთელ კედელს დაეყრდენით, ფეხები მოადუნეთ. ვინ იფიქრებდა, რომ ვარიკოზული ვენების პრევენცია ასეთი მარტივი თუ იქნებოდა. 

  4. თავის ქვეშ ბალიში დაიდეთ, ასე უფრო კომფორტულად იქნებით. თვალები დახუჭეთ და ღრმად ისუნთქეთ. ერთი ხელი მუცელზე დაიდეთ, მეორე გულზე. 



  5. გაიაზრეთ თქვენი სუნთქვა, ორ დათვლაზე ჩაისუნთქეთ, 4-ზე ამოისუნთქეთ. შეეცადეთ შინაგანი დიალოგი შეწყვიტოთ, ფიქრები დაიწყნარეთ, მხოლოდ თქვენს სუნთქვას უსმინეთ. 

    ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სამსახურში სტრესს ხშირად განიცდის, გრძნობს დაძაბულობას, ვისაც უძილობა აქვთ. მშვიდად გააზრებული სუნთქვა გადაბრუნებულ პოზაში ნერვულ სისტემას განკურნავს, ბალანსის შეგრძნებას მოგანიჭებთ. 



    თუ მშვიდად სუნთქვა გიჭირთ და ფიქრებით ერთვებით, ჩემი მეთოდი გამოიყენეთ. როცა გრძნობთ, რომ გადართვას იწყებთ თვალების ტრიალი დაიწყეთ, უმჯობესია საათის ისრის მიმართულებით. თვალდახუჭული ამას მარტივად გააკეთებთ. ასეთი მოძრაობა კონცენტრაციის დაბრუნებაში გეხმარებათ და ცნობიერ მდგომარეობაში გაბრუნებთ, სადაც უფრო ადვილია სუნთქვის კონტროლი, რასაც აკეთებთ.

    თვალების ტრიალი ჩვეულ ცხოვრებაში გვეხმარება კონცენტრირებაში, უმკლავდება გაღიზიანებას, რისხვას, მოუთმენლობას და სტრესს, მას მომენტალური გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს. 


  6. ამ პოზაში 10-15 წუთით გაჩერდით. კედლიდან ფეხები ფრთხილად ჩამოიღეთ, ცოტა ხანს იწექით, მარჯვენა მხარეს გადმობრუნდით და წამოდექით. 

ასეთი პოზა აუმჯობესებს მეხსიერებას, რადგან ტვინში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ასევე ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული ჯირკვლის სეკრეტს ასტიმულირებს, რადგან სუფთა სისხლით ირეცხება. როგორც ადრე ვთქვი, ეს საუკეთესო პროფილაქტიკა ვენების ვარიკოზული დაავადებისთვის. რეგულარული შესრულების შემთხვევაში დაბერების პროცესი ფერხდება, ნაოჭები ქრება, კანის გარეგნული მხარე უმჯობესდება. ასევე საჭმლის მომნელებელი პროცესი შესამჩნევად უმჯობესდება. 

მოხრილი სანთლის პოზა სასიამოვნო შესასრულებელია. ამ პროცესზე ფიქრიც კი სასიამოვნოა, არა თუ შესრულება: სხეული მთლიანად მოდუნებულია და ისვენებს, შეგრძნებები მშვენიერია, სრული რელაქსაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმსუბუქეს! 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.