» » » ძირს ვარიკოზი! აი როგორ ინარჩუნებს ქეით მილდტონი ფეხების ჯანმრთელობას ყოველდღე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის პირობებში

ძირს ვარიკოზი! აი როგორ ინარჩუნებს ქეით მილდტონი ფეხების ჯანმრთელობას ყოველდღე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის პირობებში

ქეით მილდტონს შესანიშნავი ფიგურა და დახვეწილი გემოვნება აქვს. მას ღია ტანისამოსში ან ზღვის შორტებში იშვიათად იხილავთ, რადგან ამას სამეფო დრესკოდი კრძალავს. პირველ რიგში, რაც თვალში გხვდება - ეს მისი უნაკლო სწორი ფეხებია. მესამე ორსულობის და მუდმივად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემდეგაც კი მას ვარიკოზული გაფართოებული ვენები, შეშუპება ან თეძოებზე ზედმეტი კილოგრამები არ აქვს. 

ეს მხოლოდ კარგი გენების დამსახურება არაა. ჰერცოგინიას თავისი საიდუმლო აქვს, რომელიც მას ჯანსაღი და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში ეხმარება. "რჩევების" რედაქცია ამ ეშმაკობას სიხარულით გიზიარებთ. 



ფეხზე ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკა

​ვარიკოზის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება დიდხანს ჯდომა, ხანგრძლივი ჯდომა ერთ პოზაში ან გადაჯვარედინებული ფეხებით იყოს. ვარიკოზის პირველი ნიშნები: შეშუპება, ტკივილი და ფეხებში სიმძიმის შეგრძნება. შემდეგ ლურჯი ვარსკვლავები ჩნდება, რომლებიც ფეხებს ნამდვილად არ ალამაზებენ. ტემპერატურის ხშირი ცვლილების შემთხვევაში კი სისხლძარღვების კედლები ძლიერად სუსტდება. 



1. კეით მილდტონმა მოდაში კოლგოტები დააბრუნა. სისხლძარღვების ვარსკვლავების პირველი ნიშნების გამოჩენის შემთხვევაში მდგომარეობის შემსუბუქება ან საერთოდ გაქრობა მარტივად შეგიძლიათ: კომპრესული ჩულქები ან კოლგოტები ჩაიცვით. გარდა ამისა, ის ფეხის გარეგნულ მხარეს აუმჯობესებს, ყველა ნაკლს ფარავს. კეიტი ამ მეთოდს ხშირად იყენებს და გარდერობში შესაბამისი ფერის ბევრი კომპრესული ჩულქი და კოლგოტი აქვს. 



2. ფიზიკური აქტივობა

მჯდომარე ცხოვრების წესი - გაფართოებული ვარიკოზული ვენებისკენ პირდაპირ გზაა. ფიზიკურ აქტივობას კუნთები ტონუსში მოჰყავს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრობლემას თავიდან აგაცილებთ და სწორ სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს. ჰერცოგინია ბავშვობიდან სპორტის ბევრი სახეობით იყო დაკავებული: ცურვა, ჩოგბურთი, ჰოკეი ბალახზე, კრიკეტი. 



ახლაც კი, მრავალშვილიანი დედა სხვადასხვა სპორტულ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობს. ასევე სიამოვნებით სრიალებს თხილამურებით ან დასვენების დროს ბევრს ცურავს. 

3. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების ცოდნა

ბოტასებს მკაცრ კაბასთან და შლიაპასთან კომბინაციაში ვერ ჩაიცვამთ, სწორედ ამიტომ კეიტს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა უწევს. ტკივილის გარეშე ასეთი ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების საიდუმლო - სპეციალური ორთოპედიული ქუსლების გამოყენებაა, რომელიც თხელი იტალიური ტყავისგან არის დამზადებული. ის ფეხსაცმლის შიგნით თავსდება და მას რბილს და კომფორტულს ხდის, ამასთან ფეხს განიავების საშუალებას აძლევს. ის სიარულის დროს ტკივილს ამსუბუქებს. 



ჩვენი რჩევა: არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხსაცმელი ქუსლებზე კომფორტული უნდა იყოს! გაითვალისწინეთ, რომ ძალიან თხელმა ქუსლმა შეიძლება ფეხის დაზიანება და სახსრების ქრონიკული ტკივილი გამოიწვიოს. ხოლო დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი აუცილებლად რბილი და მოქნილი უნდა იყოს, რამდენადაც მკაცრი ფეხსაცმელი ფეხის კუნთებს ჭიმავს და კრუნჩხვებს, სტრესს და დამატებით ტკივილს იწვევს. 

კემბრიჯის ჰერცოგინიას უნაკლო იერი საკუთარ თავზე ზრუნვის შედეგია. გვიამბეთ კომენტარებში, თქვენ როგორ უვლით ფეხებს. ასევე საინტერესო სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.