ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მკვიდრი კვიპაროსი ფართოდაა გავრცელებული და დეკორატიულ ხედ ითვლება. არის სამედიცინო ზეთების არაჩვეულებრივი წყარო.
სუნამო საკუთარი ხელით
შექმენით ოთახის გამწმენდი სურნელი, რისთვისაც კვიპაროსის ზეთი უნდა შეურიოთ ფიჭვის, ლიმონის, ლანდის, კოჭას, ღვიისა და გერანის ზეთებს.
ეთერზეთი
მიიღება ცოცხალი ფოთლებისა და გირჩების ორთქლზე გამოხდის მეთოდით. ძალიან ეფექტურია სისხლის მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების (მაგ: ვარიკოზული ვენების და ვენური ბადის) მოსაგვარებლად.
სასარგებლო თვისებები:
კანის მატონიზირებელი. კვიპაროსის ზეთი ვენური სისტემის მატონიზირებელია. იგი რეკომენდებულია ვარიკოზული ვენების, ჰემოროისა და გამსკდარი კაპილარების სამკურნალოდ. სასარგებლოა ცხიმიანი ზედმეტად ტენიანი და მოშვებული კანისთვის (მაგ: წონის დაკარგვის შემდეგ). არ გამოიყენოთ გაუზავებლად. აუცილებლად გააზავეთ წყალში (მაგ: აბაზანაში ან ორთქლის აბაზანაში) ან სხვა ზეთში.
ორგანიზმის გამწმენდი. ზეთს შემკვრელი თვისება აქვს. ძალიან ეფექტურია სამასაჟე ზეთებში. ებრძვის ორგანიზმში წყლის შეკავებას და ამცირებს ცელულიტს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ორგანიზმიდან შხამები გამოაქვს.
აქრობს უსიამოვნო სუნს სხეულზე. კვიპაროსის შემკვრელი მოქმედება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჭარბი ოფლდენა აწუხებს. იგი ძლიერი დეოდორანტია და აქრობს უსიამოვნო სუნს ფეხზე.
ტკივილგამაყუჩებელი. სამასაჟე ზეთებში ან ლოსიონებში გარევისას კვიპაროსის ზეთი ხსნის კუნთებისა და მენსტრუალურ ტკივილს.
ებრძვის სტრესს. კვიპაროსის ზეთი ნერვულ სისტემას აძლიერებს. გამოიყენება სტრესით გამოწვეული ნერვული გადაღლისა და დაძაბულობის სამკურნალოდ.
ებძვის ორგანიზმში წყლის შეკავებას და ამცირებს ცელულიტს.