» » » ნაკლები - უკეთესია: დერმატოლოგებმა აგვიხსნეს, რატომ არ უნდა იყოს აქტიური ინგრედიენტები ბევრი

ნაკლები - უკეთესია: დერმატოლოგებმა აგვიხსნეს, რატომ არ უნდა იყოს აქტიური ინგრედიენტები ბევრი

ყველაფერი კარგია ზომიერად. ეს მარტივი ჭეშმარიტება, სამწუხაროდ, ხშირად ამოგვივარდება ხოლმე თავიდან (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალი კოსმეტიკის შეძენას ეხება). დერმატოლოგები მოგვიწოდებენ - არ დავიტაცოთ ყველაფერი ერთბაშად და განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგეთ მოვლის საშუალებების არჩევას.



თავის მოვლის საშუალებების ბიუთი-მინიმალიზმი სულ უფრო ახალ ფორმებს იძენს. უკანასკნელი ტრენდია - ,,მიკროდოზირება”, რომელსაც საფუძვლად უდევს იდეა, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ კანისთვის აუცილებელი კრემები და შრატები, რომლებიც ,,მოკრძალებული” შემადგენლობისაა.

,,ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქტების გამოყენებამ, შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს კანზე და გამოიწვიოს ანთება, სიწითლე, ფორების დახშობა, გამონაყარი, ქავილი, წვა, სიმშრალე, აქერცვლა და კონტაქტური დერმატიტიც კი”, - გვიხსნის დოქტორი პარიშა აჩარია, Waterhouse Young Clinic-ის ექიმი-ესთეტისტი. თუ თქვენ ერთდროულად გამოიყენებთ რამდენიმე ფორმულას, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ბარიერული ფუნქციის მოშლა და მომატებული მგრძნობელობა.



ასეთი არასასიამოვნო შედეგების მიზეზია - აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა: რეტინოლი, AHA-მჟავეები და ვიტამინი C. პრობლემას მარტივი გადაწყვეტა აქვს - საკმარისია, მხოლოდ შევამციროთ ქილების რაოდენობა მინიმუმამდე და დარჩენილი ეგზემპლიარები გამოვიყენოთ უმცირესი დოზით.

ჩვენთვის ცხოვრებოის გასამარტივებლად, კლინიკა Dr Sam's-ის დამაარსებელმა, სემ ბანტინგმა, შეიმუშავა ტექნიკა ,,13 წერტილი”,- რომელიც გვთავაზობს კოსმეტიკის სახეზე დატანას, თითების ბოლოების მეშვეობით. სახის თითოეული ზონისთვის, საკმარისი იქნება მხოლოდ რამდენიმე წვეთი მოვლის საშუალება: სამი შუბლზე, სამი თითოეულ ლოყაზე, ორი ნიკაპზე და ორ-ორი ცხვირის ორივე ფრთაზე. ,,ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ გადაინაწილებთ პროდუქტის საჭირო რაოდენობას თანაბრად და არ გამოგრჩებათ რომელიმე მონაკვეთი”,- გვიხსნის სემ ბანტინგი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.