» » » ბირკავას და ავოკადოს ნიღაბი, რომელიც იდეალურად კვებავს და ატენიანებს სხეულის კანს

ბირკავას და ავოკადოს ნიღაბი, რომელიც იდეალურად კვებავს და ატენიანებს სხეულის კანს

ოროვანდის ძირები შეიცავს ნახშირწყალს-ინულინს, რომელიც შეუცვლელი ნივთიერებაა ორგანიზმში მიმდინარე ცვლითი პროცესების მიმდინარეობაში. ბარდანის ზეთი, რომელსაც აგრეთვე ძირებისგან ღებულობენ, სასარგებლოა კანის საფარველისათვის - ხასიათდება ანტისებორეული და ანტისეპტიკური მოქმედებით, შედის ბირკავას ზეთის შემადგენლობაში და გამოიყენება კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად.

სხეულის კანის მოვლის საშუალებები

ბირკავას ფოთლების ნახარშის აბაზანა

ინგრედიენტები:
  • ბირკავას ფოთლები - 20 გრ
  • ბაბუაწევრას ფოთოლი - 20 გრ
  • არყის ფოთოლი - 20 გრ
  • ჭინჭრის ბალახი - 20 გრ
  • ორკბილას ბალახი - 20 გრ
  • დილის კამა - 20 გრ
  • თივის ნაფშვენი - 400 გრ
  • წყალი - 5 ლ

    მომზადების წესი:
    ნედლეული შევურიოთ ერთმანეთს, დავაქუცმაცოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ 20 წთ, შემდეგ გავაციოთ და გავწუროთ. წყლიან აბაზანაში ჩავასხათ მომზადებული ნახარში (წყლის ტემპერატურა 37-38 გრადუსი) და მივიღოთ აბაზანა 15-20 წთ-ის განმავლობაში. პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.

    ბირკავას და ავოკადოს ნიღაბი სხეულის კანისთვის

    ინგრედიენტები:
  • ბირკავას ზეთი - 40 მლ
  • ავოკადოს რბილობი - 10 გრ
  • 2 კვერცხის გული
  • ლიმონის წვენი - 10 მლ

მომზადების წესი:
კვერცხის გული ავთქვიფოთ მიქსერით, დავუმატოთ ბირკავას ზეთი, ავოკადოს რბილობი, ლიმონის წვენი. ეს ყველაფერი ისევ ავთქვიფოთ მიქსერით. მომზადებული მასა წავისვათ სუფთა სხეულზე, გავიჩეროთ 30 წთ, გავივლოთ თბილი წყალი და წავისვათ მკვებავი კრემი. პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.