ყოველდღიურად:
- გაწმენდა - მაკიაჟისა და ჭუჭყის მოსაშორებლად გამწმენდი კრემი ან სითხე გამოიყენეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. კარგი გამწმენდი კანზე სისუფთავის და არა სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას უნდა ტოვებდეს.
როგორ გამოვიყენოთ?
ყოველდღე გაიწმინდეთ საწმენდზე მითითებული ინსტრუქციების მიხედვით. საფუძვლიანად მოიშორეთ მაკიაჟი. - ტონირება - კანის გამოსაცოცხლებლად,ფორების გასასუფთავებლად, გამწმენდის ნარჩენების მოსაშორებლად და კანის დამატენიანებლისთვის მოსამზადებლად გამოიყენეთ ტინიკი. ტონიკი კანს უნდა ახალისებდეს და არა აშრობდეს.
როგორ გამოვიყენოთ?
დღეში ორჯერ, ბამბის ტამპონით სწრაფად და მსუბუქად გადაისვით კანზე, განსაკუთრებით - ღია ფორებზე. - შრატის გამოყენება - შრატი დამატენიანებელთან შედარებით ღრმად აღწევს კანში და მას სპეციალური ნივთიერებებით კვებავს. კარგი შრატი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს სველ კვალს ზედაპირზე.
როგორ გამოვიყენოთ?
გამოიყენეთ დამატენიანებლისა და ან მაკიაჟის წასმამდე. თითების ნაზი და მსუბუქი მოძრაობით დაიდეთ კანზე და აცალეთ კანს მისი შეწოვა. - დატენიანება - დამატენიანებლის ცხიმიანობა კანის ტიპზეა დამოკიდებული კარგია ნიგვზის ზეთი ან კრემ-ლოსიონი. დამატენიანებლის შემდეგ კანი არ უნდა იყოს მოჩვარული.
როგორ გამოვიყენოთ?
დილით, მაკიაჟამდე წაისვით მსუბუქი კრემი, საღამოს კი სახის გაწმენდის შემდეგ დაიდეთ მკვებავი დამატენიანებელი. თითით წაისვით მშრალ ადილებში. მოარიდეთ თვალის მიდამოებს.
კვირაში ერთხელ
როგორ გამოვიყენოთ ?
ნიღაბი ტონიკის შემდეგ დაიდეთ, დატოვეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
სკრაბი (პილინგი ) - მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და კანის გამოსაცოცხლებლად გაიკეთეთ პილინგი. ეს კანს შრატის ან დამატენიანებლის მიღებისთვის მოამზადებს. კარგი სკრაბი პაწაწინა გრანულებისგან შედგება და ნაზად აცლის კანს მკვდარ უჯრედებს. იგი არ უნდა იწვევდეს სიწითლეს.
როგორ გამოვიყენოთ?
ტონიკის შემდეგ თითის წვერებზე დაიდეთ სკრაბი და პატარა, წრიული მოძრაობებით წაისვით სახის გარშემო. მოერიდეთ თვალების ირგვლივ არსებულ ნაზ უბნებს. შემდეგ ნაზად ჩამოიბანეთ.