» » » წამყვანი დერმატოლოგები მოგვიწოდებენ: ეს კომეტიკა თქვენს კანს ვნებს და რამდენიმე წლით გაბერებთ.

წამყვანი დერმატოლოგები მოგვიწოდებენ: ეს კომეტიკა თქვენს კანს ვნებს და რამდენიმე წლით გაბერებთ.

თუ ტერმინი "კომედონები" თქვენთვის უცნობია და საშიშად ჟღერს, მაშინ აკენს, შავი წერტილების, პაპულების, პუსტულებისა და კანის მსგავსი პრობლემების შესახებ აუცილებლად გექნებათ მოსმენილი და დიდი ალბათობით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადააწყდებოდით მსგავს პრობლემებს. ერთი შეხედვით, ყველა ჩამოთვლილი უსიამოვნო მოვლენა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, თუმცა მათი იგნორირების შემთხვევაში ისინი მარტივად შეიძლება გადაიზარდოს სამედიცინო პრობლემაში. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტებიც კი შეიძლება კომედოგენური აღმოჩნდეს და სწორედ მათი ხშირი გამოყენების შედეგად თავი იჩინოს ჩამოთვლილმა უსიამოვნო პრობლემებმა.

დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ კომედოგენური კოსმეტიკის შესახებ და გასწავლით, როგორ შეარჩიოთ თავის მოსავლელი საშუალებები სწორად.

კომედონები სახის კანზე



სამწუხაროდ, კომედონები უჩნდებათ არა მახოლოდ მათ, ვინც არ იცავს ჰიგიენას და სათანადოდ არ იწმენდს სახეს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ჰორმონალური დისბალანსისგან და სტრესისგან იტანჯებიან, აქვთ გენეტიკური მიდრეკილება, იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს და ხანგრძლივი დროით უწევთ მზეზე ყოფნა. გარდა ყოველივე ამისა, დერმატოლოგების მტკიცებით, კომედონების გაჩენის უმთავრესი მიზეზი ქალბატონებში სწორედ არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებების ხშირი გამოყენებაა. არ აქვს მნიშვნელობა ძვირადღირებულია თუ ბიუჯეტური კოსმეტიკური პროდუქტი, აბსოლიტურად ყველა მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს კომედოგენური.

კომედონები სახის კანზე

კომედოგენური კომპონენტები კოსმეტიკაში - ინგრედიენტები, რომლებიც აცობს ფორებს და პროვოცირებს კანის დეფექტების განვითარებას. ასეთი საშუალებების ხშირი გამოყენების შედეგად, ჩვენი კანი ვეღარ სუნთქავს სათანადოდ, რაც იწვევს მის გაღიზიანებას, ჭარბი რაოდენობით ცხიმის გამომუშავებას და ეპითელიუმის განახლების პროცესების დარღვევას.

კომედოგენური კომპონენტები კოსმეტიკაში

განურჩევლად კანის ტიპისა, აბსოლიტურად ყველა გამოცდილი დიეტოლოგი საკუთარ პაციენტებს ურჩევს, მაქსიმალურად მოერიდონ სილიკონებსა და ნავთობის გადამუშავებისგან მიღებულ პროდუქტებს (მინერალური ზეთები, ვაზელინი, პარაფინი და ა.შ.). გარდა ამისა, თუ საკუთარი კანის ჯანმრთელობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ლანოლინის სპირტი, ცხიმოვანი მჟავები, გარგარის, ნუშისა და ყურძნის წიპწების ზეთი.

კომედონების ფორმირების მიზეზად შეიძლება იქცეს გამაღიზიანებელი კომპონენტებიც: სპირტი, ქაფური, პიტნა, ევკალიპტი და ციტრუსის ექსტრაქტები. გარდა ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის გულდასმით წაკითხვისა, კომსეტიკის კომედოგენურობის დასადგენად თქვენ აუცილებლად უნდა დააკვირდეთ მის ტექსტურასაც: თუ კოსმეტიკური საშუალება ზედმეტად სქელი და ბლანტია, არსებობს დიდი ეჭვი იმისა, რომ ის სწორედ კომედოგენურია და წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი კანისთვის.

მაშ ასე, როგორ გავარჩიოთ, კომედოგენური კოსმეტიკური საშუალებები კანის მოსავლელი იმ საშუალებებისგან

მაშ ასე, როგორ გავარჩიოთ კომედოგენური კოსმეტიკური საშუალებები კანის მოსავლელი იმ საშუალებებისგან, რომლებიც არ პროვოცირებს მის დაზიანებას?

სააფთიაქო კოსმეტიკური საშუალებები სახის კანისთვის, როგორც წესი, არაკომედოგენურია. ასეთი კოსმეტიკური სასუალებები გამოირჩევა კომპონენტების კონცენტრაციით: ყველა ინგრედიენტი სპეციალურ კრემებში, ლოსიონებსა და გელებში ემატება ნორმის ფარგლებში, რაც იცავს კანის დერმას დაზიანებისგან. სააფთიაქო კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს უსაფრთხო კომპონენტებს: სალიცილის მჟავა, ბენზოლის პეროქსიდი, გოგირდი და ა.შ.

სალიცილის მჟავა არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის ფორების დაცობის თავიდან ასარიდებლად, რის გამოც ეს ნივთიერება შედის არაერთი კანის გამწმენდი ლოსიონისა და გელის შემადგენლობაში. ბენზოლის პერქოსიდი არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას და ამ გზით გვიცავს კომედონების ფორმირებისგან, ხოლო გოგირდი, რომელიც კოსმეტიკურ საშუალებებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი კომპონენტია, იცავს დერმას და არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას.

სალიცილის მჟავა არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის ფორების დაცობის თავიდან ასარიდებლად

რაც შეეხება შემდეგ ინგრედიენტებს, რომლებიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დამზადებისას, ისინი ყოველთვის ავლენს კომედოგენურობას და აზიანებს ჩვენს კანს: decaglyceryl decaoleate, decyl oleate, lanolic acid, laneth-10 acetate, acetylated lanolin alcohol, isostearyl alcohol, oleyl alcohol, isostearic acid, oleic acid, olive oil, myreth 3 myristate, C12-C15 alcohols benzoate, octyl palmitate, lanolin alcohol, cocoa butter, coconut oil, isoparaffin C13-16.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს სია და ყოველთვის დააკვირდით კომსეტიკური პროდუქტის ეტიკეტს, რომლის შეძენასაც აპირებთ. თუ მასში ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რომელიმე მაინც შედის, აუცილებლად შეიკავეთ თავი მსგავსი პროდუქტის შეძენისგან.

თუ ახალგაზრდობისა და სილამაზის მრავალი წლით შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და ყოველთვის კარგად დააკვირდით კოსმეტიკური პროდუქტების შემადგენლობას. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.