» » ხელოსანმა სარეცხი მანქანის სრულად გასაწმენდად ეფექტური საშუალება მირჩია

ხელოსანმა სარეცხი მანქანის სრულად გასაწმენდად ეფექტური საშუალება მირჩია

ბევრი დიასახლისი სარეცხ მანქანაში ნადების და უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ძმარს იყენებს. იცით თუ არა, რომ ლიმონმჟავა ამ მხრივ ბევრად უფრო ეფექტურია. rchevebi–ს რედაქცია პროფესიონალი ხელოსნის რჩევებს გიზიარებთ და რამდენიმე ხრიკს გთავაზობთ, როგორ გაწმინდოთ სარეცხი მანქანა ლიმონმჟავით.


სარეცხი მანქანის ლიმონმჟავით გარეცხვა მარტივია: 3 ხრიკი



ბოლო რამდენიმე წელია სარეცხი მანქანის მუშაობაში პრობლემები შევნიშნე. ამაზე გაურეცხავი თეთრეული, უსიამოვნო სუნი და სხვა ნიშნები მითითებდნენ. პრობლემაში გასარკვევად სპეციალისტი გამოვიძახე. აღმოჩნდა, რომ დამნაშავეა ნადებია. ასეთმა სიახლემ გამაოგნა, რადგან ტექნიკას რეგულარულად ვწმენდ. ხელოსანმა სარეცხი მანქანის ლიმონმჟავით გაწმენდა მირჩია. საოცარია, მარგამ უკვე 1 წელია სარეცხი მანქანა უპრობლემოდ მუშაობს. ჭუჭყის მოსაშორებლად და სარეცხი მანქანის გამოყენების ვადის გასახანგრძლივებლად მის რამდენიმე ელემენტს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

დოლურას და ელექტროგამათბობლის სწრაფად გაწმენდა

ეს ყველაზე მარტივი მეთოდია, რომელიც შეიძლება მოიფიქროთ. 100-200 გრ ლიმონმჟავა დოზატორში ჩაყარეთ და 60 გრადუსზე რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. ასეთი წმენდა საკმაოდ ეფექტურია, რადგან საშუალება იმავე გზას გადის, რასაც წყალი და სარეცხი ფხვნილი ერთად, ყველა ზონაში ხვდება, სადაც შეიძლება ნადები იყოს. პროცედურა 2 თვეში შეგიძლიათ გაიმეოროთ. ლიმონმჟავას ზედმეტად გამოყენებამ შეიძლება ლითონის ნაწილები დააზიანოს.



სარეცხი მანქანის დოზატორის გაწმენდა

ამ ელემენტის მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს სოკოს გაჩენა და დაბლოკვა. მის გაწმენდაშიც ლიმონმჟავა დაგეხმარებათ. დოზატორი ამოიღეთ, ლიმონმჟავა დააყარეთ და სველი ღრუბლით ან ჯაგრისით გაწმინდეთ. პროცედურის შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. თუ ხელზე ნაკაწრები გაქვთ, პროცედურის დროს ხელთათმანები გამოიყენეთ, თუ არადა ჭრილობა შეიძლება დაგეწვათ.



სარეცხი მანქანის ლუქის რეზინის გაწმენდა

ლუქის რეზინა სარეცხი მანქანის ერთ–ერთ ყველაზე ბინძურ ნაწილად ითვლება. აქ, მუდმივად წვრილი ნაგავი, ძაფი და სხვა რამ გროვდება. რეცხვის შემდეგ მასში შეიძლება წყალი დარჩეს, ამიტომ სოკოს გაჩენის რისკი არსებობს. სარეცხი მანქანის რეზინა ლიმონმჟავით რომ გაწმინდოთ, ხსნარი უნდა მოამზადოთ. ამისთვის 1 ს/კ ლიმონმჟავა 0,5 ლ წყალში გააზავეთ. ღრუბლით ან სალფეთქით რეზინის ყველა დეტალი კარგად გაწმინდეთ.



ლიმონმჟავა შესანიშნავი ხალხური საშუალებაა სარეცხ მანქანაში ნადებისა და სხვა ჭუჭყის მოსაშორებლად. მისი სწორი გამოყენება ტანსაცმლის იდეალურად გარეცხვას და სუფთა სუნს უზრუნველყოფს, ასევე ელექტრო „დამხმარის“ მუშაობას რამდენიმე წლით გაახანგრძლივებს. სარეცხი მანქანის ლიმონმჟავით გაწმენდა ყოველთვის მარტივი და იაფია. თქვენ რომელ საშუალებას იყენებთ?
ავტორიხათუნა ყაზაროვი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.