» » » სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს იმუშავებს, თუ მას რეგულარულად გაწმენდთ ნადებისგან

სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს იმუშავებს, თუ მას რეგულარულად გაწმენდთ ნადებისგან

რთულია თანამედროვე ბინის წარმოდგენა სარეცხი მანქანის გარეშე. ჩავყრით ნივთებს, დავაჭერთ ღილაკს და რაღაც დროის შემდეგ ვიღებთ სუფთა ტანსაცმელს. იმისათვის, რომ რკინის დამხმარე დიდხანს და კარგად გემსახუროთ, უნდა უზრუნველყოთ მისი რეგულარული მოვლა.

სარეცხი მანქანის წმენდა
სტატისტიკის მიხედვით, სარეცხი მანქანის გაფუჭების ძირითადი მიზეზია ნადები ელექტროგამაცხელებელზე და ფილტრის დაბინძურება. რეგულარული წმენდა ნადებისა და სიბინძურისგან მანქანას უფრო დიდი ხნით მუშაობის საშუალებას მისცემს.


როგორ გავწმინდოთ მეგ-ი ნადებისგან
მეგ(მილისებრი ელექტრო გამაცხელებელი) ასრულებს ავზში წყლის გათბობის ფუნქციას სამუშაო ტემპერატურამდე. თუ წყალში მინარევების რაოდენობა აღემატება ნორმას - მეგ-ის მწყობრიდან გამოსვლის რისკი ძალიან მაღალია. თითოეული რეცხვის შემდეგ ნადები სულ უფრო იმატებს და, ბოლოს და ბოლოს, სარეცხი მანქანა წყვეტს მუშაობას.


  1. წმენდა ლიმონმჟავით
    ნადები შედგება მეტალის მარილებისგან და მის გასაწმენდად მჟავაა საჭირო. ყველაზე მარტივია ლიმონმჟავის გამოყენება. 5 ლ მოცულობის სარეცხ მანქანაზე 100-120 გ დაგჭირდებათ. ჩაყარეთ ფხვნილი ფხვნილისთვის განკუთვნილ უჯრაში და ჩართეთ 1 საათზე ან მეტზე, 60 გრადუსზე. მეგ-ის გარდა, ასეთი საშუალება გაწმენდს სარეცხი მანქანის ბარაბანსაც ნადებისგან.


  2. წმენდა ძმრით
    ამისთვის ფხვნილის უჯრაში ჩაასხით 200-250 მლ 9%-იანი ძმარი. ძმარი სწრაფად გაწმენდს მეგ-ს, თუმცა აგრესიულობის გამო შეიძლება რეზინის დეტალები დააზიანოს. გაწმენდთ თუ არა მანქანას ძმრით - ეს თქვენი გადასაწყვეტია.



    წყლის გამწოვი პომპის ფილტრის გაწმენდა
    თუ ფილტრი ძლიერად დაბინძურდება, წყალი ვეღარ გავა და ამოვა ზემოთ, გარეთ. ეს რომ არ დაუშვათ, რეგულარულად უნდა წმინდოთ ფილტრი. ამის გაკეთება მარტივია. ფილტრი, როგორც წესი, კორპუსის წინა, ქვედა მხარესაა მოთავსებული.


    ვხსნით ლუქს, წინასწარ ვაფენთ რამეს იატაკზე, რადგან შესაძლოა, 1 ლიტრამდე წყალი გადმოიღვაროს. ამის შემდეგ დაატრიალეთ სახურავი საათის ისრის მიმართულებით და მოაშორეთ დაგროვილი ნაგავი. უბრალოდ გაწმინდეთ ხვრელი, დააბრუნეთ სახურავი და ჩასვით დეკორატიული პანელი თავის ადგილას.

    მოძრავი საფხვნილე უჯრის გაწმენდა
    დროთა განმავლობაში, უჯრის ზედაპირზე ჩნდება დაბინძურება, ობი და სოკოც კი. რეცხვის პროცესში ეს ყველაფერი ეხება ბარაბანსა და ჩვენს სარეცხს. ამ ჭურჭლის გაწმენდა აუცილებელია. ამის გაკეთება მარტივია - მოხსენით უჯრა და გახეხეთ იგი ძველი კბილის ჯაგრისით.


    წმენდა სქელი რეზინის ქვეშ
    შეურიეთ მათეთრებელს თბილი წყალი 1:1 პროპორციით, ჩაალბეთ ქსოვილი ხსნარში და გაწმინდეთ ყველა შიდა ზედაპირი. თუ დაბინძურება ძალიან ძლიერია, დატოვეთ ხსნარში ჩალბობილი ქსოვილი შიგნით 1 საათით, ამის შემდეგ დაამუშავეთ კბილის ჯაგრისით.

ამ პროცედურების რეგულარული ჩატარება გააუმჯობესებს რეცხვის ხარისხს და გაზრდის სარეცხი მანქანის ფუნქციონირების ვადას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.