» » ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადებამდე თეფშებს წყლით არ ვავლებ და თქვენც არ გირჩევთ

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადებამდე თეფშებს წყლით არ ვავლებ და თქვენც არ გირჩევთ

1886 წელს ყოველდღიური ცხოვრებისეული რუტინისგან ნაზი ხელების დასაცავად ჯოზეფინა კოკრეინმა პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიგონა. დღეს ის ყოველ მეორე სამზარეულოში ღირსეულ ადგილს იკავებს, დიასახლისები კი ბედნიერები არიან, რომ კანონიერი ნახევარი საათით დასვენება და ლამაზი მოვლილი ხელები მიიღეს. 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქონა ეს საქმის ნახევარია, უფრო მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება იცოდეთ. რეცხვის პროცესში რომ იდეალური შედეგს მიაღწიოთ, 5 წუთი არ დაგენანოთ და ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ!



"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომ ჭკვიანმა დამხმარემ ერთგულად არაერთი წელი გემსახუროთ, ხოლო ჭურჭელი გარეცხვის შემდეგ ბრწყინვალე იყოს. 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ექსპლუატაცია

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ხელოსანმა მითხრა, თუ რატომ არ შეიძლება თეფშების წყლით დასველება სარეცხ მანქანაში ჩადებამდე: "მანქანას, წინასწარ გასუფთავებული თეფშებით არის სავსე, მათზე სიბინძურის კვალის დანახვა უჭირს და რეცხვის მსუბუქ რეჟიმს რთავს, თითქოსდა თეფშზე არაფერი არაა. შემდეგ არ გაგიკვირდეთ, რომ რეცხვის შემდეგ ჭურჭელი კარგად გარეცხილი არაა!"



მაშინ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ინსტრუქციაში რატომ წერია, რომ თეფშები საჭმლის ნარჩენებისგან უნდა გავწმინდოთ? საჭმლის მსხვილი ნარჩენები უნდა მოვაშოროთ, რა თქმა უნდა. და თუ წყლის გამოყენება არ შეიძლება, სალფეთქის ან ღრუბელის გამოყენება შეგიძლიათ. ხოლო სველი, გარეგნულად გარეცხილი თეფშების სახემ მანქანის პარამეტრები შეიძლება შეცვალოს, შედეგად რეცხვის პროცესი ისეთი ეფექტური აღარ იქნება. 



ხელოსნის რჩევები გავითვალისწინეთ, მაგრამ მაინც საშუალო სტატისტიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანის ინსტრუქციის გადახედვა გადავწყვიტეთ. განსაკუთრებულად დაბინძურებული თეფშების, ქვაბების და ტაფების რეცხვისთვის სპეციალისტები წინასწარ დასველებული რეჟიმის ჩართვას გირჩევენ, თუ მანქანას მსგავსი რეჟიმი აქვს. 

თუ ასეთი ფუნქცია არ აქვს, მწარმოებელი გირჩევთ დაბინძურებული ჭურჭელი ძალიან ცხელ წყალში ჩადოთ და ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში გადაიტანოთ. ასეთი მარტივი მეთოდით ყველაზე ბინძურ ნადებსაც მოაშორებთ, ამასთან ეს წყლის და ელექტროენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ. 



მაშინაც კი თუ ტექნიკას უვლით და მანქანაში საჭმლის ნარჩენებით სავსე თეფშს არ დებთ, დროთა განმავლობაში მასში მტვერი, ობი, ჟანგი გროვდება. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის სარეცხი მანქანა, რეგულარულ და საფუძვლიან მოვლას საჭიროებს!

როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რეცხვის ყოველი ციკლის შემდეგ სარეცხი მანქანა მტვრისგან უნდა გაწმინდოთ: საკვების ყველა ნარჩენი მოაშოროთ და კამერის ძირი და კარი საფუძვლიანად გაწმინდოთ. ეს სავსებით საკმარისი არის, რომ სარეცხი მანქანა დაიცვათ. 

რეკომენდებულია თვეში ერთხელ სამზარეულოს დამხმარე საშუალების საფუძვლიანად გაწმენდა, რომ ჭურჭლის რეცხვის ხარისხი თავის სიმაღლეზე იყოს, ხოლო მანქანამ ყოველგვარი უსიამოვნების გარეშე დიდხანს გემსახუროთ. 

1. ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან თაროები და კარადა გამოიღეთ. რბილი სარეცხი საშუალებებით გარეცხეთ და საჭიროების შემთხვევაში ცოტა ხნით თბილ წყალში ჩადგით. 



2. სველი ჩვრით მანქანის შიგნითა ნაწილი კარგად გაწმინდეთ, განსაკუთრებული ყურადღება კარებს, ძირს და გვერდებს მიაქციეთ. 

3. ფუნჯის დახმარებით სადრენაჟო ხვრელი და მილები, რომელიც წყალს აწოდებს, კარგად გარეცხეთ. 



4. ფილტრის მოშორება და გამდინარე წყალში კარგად გაწმენდა არ დაგავიწყდეთ. 

5. ყურადღებით გარეცხეთ შემსხურებელი. თუ ის გაჭედილია, კბილის ჩოთქით კარგად გაწმინდეთ. 



6. გარეცხილი ნაწილები კვლავ თავის ადგილას დააბრუნეთ. ქვედა თაროზე ძმრით სავსე ჭიქა მოათავსეთ, ზემოთ კი 100 გრ წყლით სავსე თასი. ინტენსიური რეცხვის რეჟიმი ჩართეთ და სარეცხ მანქანას თავად ბოლომდე გარეცხვის საშუალება მიეცით. ეს საუკეთესო პროფილაქტიკაა სამზარეულოს ხელსაწყოს ნადების, მტვრის, ობის და ჟანგის მოსაშორებლად. 

7. გამწმენდი პროცედურის შემდეგ კარები ღიად დატოვეთ, რომ მანქანა ბოლომდე გამოშრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ობი გაჩნდება!



სასწაული საშუალების ბედნიერმა მფლობელებმა იციან, რომ ყოველთვიური ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შეძენა თეთრები ღირს. ჭურჭლის სარეცხი ტაბლეტები ნებისმიერ სიბინძურეს მარტივად გაუმკლავდებიან. 



ახლა უკვე იცით, თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სწორად როგორ გამოიყენოთ და თუ სახლში ეს დამხმარე გაგიჩნდებათ, ნებისმიერ სირთულეს ხელოსნის დახმარების გარეშე გაუმკლავდებით. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვის რა საიდუმლოებები იცით თქვენ? აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ. 

 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.