» » » მჟავე რეცხვა, ანუ როგორ გავაქროთ ლაქები ტანსაცმლიდან ძმრის გამოყენებით

მჟავე რეცხვა, ანუ როგორ გავაქროთ ლაქები ტანსაცმლიდან ძმრის გამოყენებით

თანამედროვე სამყაროში ხშირად საუბრობენ სარეცხი ფხვნილების მავნებლობაზე. არსებული საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებს ალერგენებს, აღიზიანებს კანს და არღვევს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.
იმისათვის, რომ თავი დაიზღვიოთ მსგავსი პრობლემებისგან, სცადეთ ტანსაცმლის რეცხვა ჩვეულებრივი ძმრით. იგი არამხოლოდ ლაქებს უმკლავდება, არამედ არ აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას და აღიავებს თეთრეულს.

ძმარი რეცხვისთვის


ბევრი სკეპტიკურად უყურებს ძმრის თვისებებს და ვერ აღიქვამს სერიოზულად მის საჭიროებას. გააგრძელეთ კითხვა და შემდეგ სცადეთ ჩვენი რჩევების გამოყენება.

  1. ტანსაცმლის ფერების შენარჩუნება


    თავისი შემადგენლობის წყალობით, ძმარი იდეალურად ხსნის საპნისა და ფხვნილის ნალექს, ამრიგად ხელს უშლის ქსოვილების გახუნებას. სწორედ ამიტომ, აღარ მოგიხდებათ ნივთების გადაყრა იმის გამო, რომ გახუნდა.

  2. კონდიციონერის ფუნქცია


    ძმარი არბილებს ნივთებს კონდიციონერებზე უკეთ. განსაკუთრებით, ეს აქტუალურია საწოლის თეთრეულისა და პირსახოცების რეცხვის დროს, რომლებიც ძალიან უხეშდება და არაკომფორტული ხდება გამოსაყენებლად.


  3. ანტისტატიკური ეფექტი


    არავითარი ანტისტატიკური საშუალება დღესასწაულებზე. თქვენი კაბები და სვიტრები აღარ შეგაწუხებთ დამუხტვით, ძმრის დამსახურებით.

  4. სითეთრის დაბრუნება


    გაყვითლებული მაისურები და გარუხებული პირსახოცები, შეგიძლიათ, დაუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას. ამისთვის გარეცხეთ ისინი მანქანაში ძმრის დამატებით - მისი მჟავა ანადგურებს ჩამჯდარი ჭუჭყის მოლეკულებს.

  5. ლაქების ამოყვანა


    ამ მომენტიდან მარტივად და დიდი ხნით დაივიწყებთ ლაქების ამომყვანის შესახებ, ვინაიდან ამ ფუნქციისთვის ძმარიც საკმარისია. თუ მას სოდასაც დაუმატებთ, ლაქები სამუდამოდ გაქრება.

  6. ცუდი სუნის მოშორება


    ყველას გვიგრძვნია ცუდი სუნი გარეცხილ ტანსაცმელზე, მეორადი ნივთების "სურნელი" ან სიგარეტის მოუშორებელი სუნი. ასეთ სიტუაციებში ყველა უსიამოვნო დეტალს ძმარი მოაშორებს.

  7. გადაღებვისგან დაცვა


    ძმართან ერთად ნუ შეგეშინდებათ სარეცხის მანქანაში წითელი მაისურისა და თეთრი შარვლის ერთად შეყრა. უბრალოდ ჩაალბეთ სითხეში ნივთები გარეცხვამდე - ეს გაამყარებს ფერს და ხელს შეუშლის გადაღებვას.

  8. ნადების პროფილაქტიკა


    გარდა ტანსაცმლისა, ძმარი სასარგებლოა სარეცხი მანქანისთვისაც. იგი იცავს მანქანას ობის, ნადების, უსიამოვნო სუნისა და მავნე ბაქტერიებისგან.

    როგორ გამოვიყენოთ ძმარი


    ძმრის გამოყენების მიზეზისა და სასურველი შედეგის მიხედვით, დოზა ორი სახის შეიძლება იყოს: 100მლ ან 200მლ.
    ნაკლებ მოცულობას მაშინ იყენებენ, როცა ძმარი კონდიციონერის, ანტისტატიკის ან მათეთრებლის როლს ასრულებს. ასევე, 100 მლ საკმარისია ფერის განახლების ან უსიამოვნო სუნის მოშორებისთვის. ძმარი, ამ შემთხვევაში, კონდიციონერის განყოფილებაში უნდა ჩაასხათ.


ლაქების ამოსაუვანად, სარეცხი მანქანის დასაცავად და ჩამჯდარი სუნის გასაქრობად 200 მლ ძმარი დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში, საშუალება უნდა ჩაასხათ ფხვნილის დანაყოფში.

რისთვის არ უნდა გამოიყენოთ
ძმრის გამოყენებაზე უარი იმ შემთხვევაში უნდა თქვათ, როცა აბრეშუმის გარეცხვას აპირებთ. ეს ეხება ტყავის, მაქმანებიან, ატლასის, ხავერდის ან შიფონის თეთრეულსა და ტანსაცმელს - ისინი მჟავას ვერ იტანენ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.