» » » წარბებისა და წამწამების სწრაფად გაზრდის მარტივი მეთოდები

წარბებისა და წამწამების სწრაფად გაზრდის მარტივი მეთოდები

როგორ გავიზარდოთ წარბები და წამწამები სახლის პირობებში?

ბუნებრივი წარბები და წამწამები, უკვე არა ერთი წელია, რაც მოდაშია, მაგრამ ეს ყველას არ ახარებს. წარბის ბუნებრივი ფორმის აღდგენა არც ისე მარტივია თუ მას მუდვიმად აკორექტირებდით და აძლევდით ძალიან თხელ ფორმას. უარყოფითად მოქმედებს აგრეთვე მათი ხშირი შეღებვა ქიმიური საღებავებით, რის გამოც თმა ხდება უფრო თხელი და სუსტი. წამწამებსაც აზიანებს, იგივე არასწორი შეღებვა და ან რეგულარული დაგრძელება. წამწამები უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე წარბის თმა. ისინი შეიძლება დაცვივდეს იმის გამოც კი, თუ ხშირად დაისრესთ თვალს კომპიუტერთან მუშაობის დროს. მაგრამ, შეგვიძლია თუ არა რამენაირად გამოვასწოროთ სიტუაცია?

წარბების და წამწამების გაზრდის ხრიკი



წარბების და წამწამების ზრდის ადგენაში დაგვეხმარება მათი სწორი მოვლა, სახლის პირობებში. პირველ რიგში საჭიროა სათუთად გავისუფთავოთ ისინი, მაშინაც კი თუ გამოვიყენებთ მაკიაჟის თვალიდან მოსაშორებელ სპეციალურ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აზიანებენ ლორწოვან გარსს, მათ შემადგენლობაში შეიძლება იყოს აგრესიული კომპონენტები, რაგდანაც მდგრადი ფანქრის ან წყალგამძლე ტუშის ჩამობანა არც ისე მარტივია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ბამბის დისკოზე დაინახავთ ერთ-ორ თმას, თუ ძალიან ძლიერად ისრესთ თვალს და წარბს მაკიაჟის მოცილების დროს. ამის საუკეთესო ალტერნატივაა (და სახის კანის გაწმენდის სათუთი მეთოდი) - მრავალსაფეხურიანი პროცედურები, რომელსაც იყენებენ იაპონელი გოგონები.

მოვლის ძირითადი ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს წარბების და წამწამების ზრდას, უნდა იყოს ნატურალური ზეთები. აღმოსავლეთში, ძველად, ამ მიზნისთვის იყენებდენ
უსმას წვენს, რომელსაც ღებულობდნენ ბალახოვანი მცენარისაგან. მას იყენებდნენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ კოსმეტიკაშიც. ადრეული ასაკიდან გოგონები წარბებზე ისვამდნენ უსმას წვენს: მისი წყალობით აქტიურდებოდა ყველაზე მძინარე ფოლიკულებიც კი. უსმის წვენი, არამარტო ამუჯობესებდა თმის ზრდას, არამედ მოქმედებდა, როგორც ნატურალური საღებავი - თანდათან უფრო ამუქებდა წარბებს. დღეს არსებობს უფრო მოსახერხებელი ალტერნატივა - უსმის ზეთი. იგი არ შეიცავს საღებავ პიგმენტებს და უხდება ღია ფერის თმის მქონე გოგონებსაც. მას ისვამენ წარბებსა და წამწამებზე ძილის წინ - ყოველ საღამოს, სასურველი შედეგის მისაღებად. მაგრამ თუ თქვენ მოგწონთ ვარიანტი ,,ორი ერთში” (შეღებვს და ზრის სტიმულაცია), მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ უსმის წვენი.

წარბების და წამწამების მოვლისთვის უფრო ხშირად გამოიყენებენ აბუსალათინის და ბირკავას (რეპეინოე) ზეთებს. დაიტანება სუფთა წარბებსა და წამწამებზე ყოველ საღამოს. ამისთვის უფრო მოსახერხებელია ფუნჯის გამოყენება, დაახლოებით იმ ტიპის, როგორიც ტუშის ფუნჯია. დატანიდან ერთი ან ორი წუთის შემდეგ, საჭიროა ზეთის ნარჩენები მოვიშოროთ ხელსახოცით. დილით კარგად უნდა დაიბანოთ სახე თბილი წყლით. მინიმალური კურსი, რომლის წყალობითაც თქვენ იხილავთ შედეგს, არ უნდა გრძელდებოდეს 3 თვეზე ნაკლებს.

ლაიფხაკი: აბუსალათინის ან ბირკავას ზეთი, აგრეთვე უსმის ზეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ , როგორც საბაზო საშუალება და ეფექტის გასაძლიერებლად შეურიოთ სხვა ზეთები. კარგად მუშაობს როზმარინის და კრაზანას ზეთები. ისინი კვებავს და აძლიერებს წამწამებს. მაგრამ, ვინაიდან ეთერზეთები ძალიან კონცენტრირებულია, 20 მლ საბაზისო ზეთზე არ ღირს მათი 1 - 2 წვეთზე მეტის გამოყენება.



ნატურალური ზეთები მდიდარია ცხიმოვანი მჟავეებით და ანტიოქსიდანტებით, რომელთაც გააჩნიათ ძლიერი აღმდგენი თვისებები. ისინი უზრუნველყოფენ თმის ფოლიკულების კვებას და აჩქარებენ მათ ზრდას. მათი აქტიურობა შეგვიძლია გავზარდოთ ერთი მარტივი მასაჟის საშუალებით. თმის ჯანსაღი ზრდისთვის, საჭიროა სისხლის მიმოქცევის სტიმულირება. თითოეული თმის ფოლიკული დაკავშირებულია ამა თუ იმ სისხლძარღვთან. სისხლის ნაკადის სტიმულირებას თვალის და წამწამის მიდამოში ხელს შეუწყობს მსუმბუქი დარტყმითი და ნაზი მასაჟი. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ დაუთმობთ ამას ყოველდღიურად 2 - 2,5 წუთს. მითუმეტეს, რომ ეს რიტუალი სასარგებლოა ძილის წინ მოდუნებისთვის და თავის ტკივილის შემსუმბუქებისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უბრალო რჩევა, რომელსაც რატომღაც ცოტა ვინმე თუ აქცევს ყურადღებას - უბრალოდ მოასვენეთ თქვენი წარბები და წამწამები. არ ღირს თვალების მოსრესა და მათზე უმიზეზოდ შეხება. წარბებთან დაკავშირებითაც იგივე წესი მუშაობს: არ ღირს მათი ამოძრობა მიზეზით - ,,მე უბრალოდ კონტურის მსუმბუქად დაკორექტირება მინდა”. სპეციალისტები გვირჩევენ არ დავიკორექტიროთ წარბები, 6 - 8 კვირის განმავლობაში მაინც, რათა აღდგეს წარბის თმის ზრდა. ამ დროის განმავლობაში ნუ მიმართავთ წარბისთვის ფორმის მიცემის რაიმე მეთოდს. შედეგი გაგაოცებთ!

ყურადღება, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.