დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, ამ სასწაულ მოქმედი ზეთის გამოყენებით წამწამები როგორ გაიზარდოთ.
აბუსალათინის ზეთი წამწამებისთვის
ყველა ქალი ლამაზ, გრძელ და ხშირ წამწამებზე ოცნებობს. თვალები ბევრად უფრო გამოკვეთილი და მიმზიდველი სწორედ წამწამების საშუალებით არის. სამწუხაროდ, ყველა ქალი ბუნებამ გრძელი წამწამებით არ დააჯილდოვა. ამის გამო ბევრი წამწამების ხელოვნურად დაგრძელებას ცდილობს. თუმცა ეს გამოსავალი არაა, რადგან ასე წამწამების დაზიანების რისკი იზრდება.
უმჯობესია, თუ ნატურალურ საშუალებებს გამოიყენებთ. განსაკუთრებით თუ საშუალება მისაღებია და მისი გამოყენება მარტივია: აბუსალათინის ზეთზე დაფუძნებული ნატურალური გელი. ქვემოთ დავწერთ რეცეპტი, მანამდე კი გავერკვეთ, რატომ არის წამწამების გასაზრდელად აბუსალათინის ზეთი კარგი.
აბუსალათინის ზეთი ცხიმოვანი მჟავებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ნახშირბადით არიან დაკავშირებულნი. ასეთი ნაერთების მაღალი შემცველობის გამო, აბუსალათინის ზეთს მაღალი სიბლანტე აქვს. ასევე აბუსალათინი დიდი რაოდენობით რიცინოლის, ლინოლეურ, პალმის და ზეითუნის მჟავებს შეიცავს.
წამწამების ბოლქვები აბუსალათინის ზეთს პრაქტიკულად ბოლომდე იწოვს და მისი მკვებავი ნივთიერებებით იკვებება. ამასთან ზეთი წამწამების ზრდას სტიმულს აძლევს. ეფექტი უკვე ერთ თვეში თვალშისაცემია.
აბუსალათინის ზეთის გამოყენების კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი: ის ქუთუთოების კანზე გავლენას ახდენს, კანი უფრო გლუვი და ელასტიური ხდება. ბევრი ქალი აბუსალათინის ზეთს სახეზე იყენებს, რაც ასევე ეფექტურია, ასე კანი არ გამოშრება, გლუვი გახდება და ნაოჭები გაქრება.
დრო მოვიდა, ხშირი წამწამებისთვის ნატურალური გელი მოვამზადოთ. აბუსალათინის ზეთის გარდა კიდევ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელიც ეფექტს გააძლიერებს.
ინგრედიენტები
- 1 ალოეს ფოთოლი
- 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი
- 1 კაფსულა E ვიტამინი
გელის მომზადება ძალიან მარტივია: აიღეთ ალოეს ფოთოლი და ერთგვაროვან ფაფისებრ მასამდე დაიყვანეთ. ახლა ზეთი და ვიტამინი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და მინის ქილაში ჩაასხით. გელის წასმა ძველი წამწამების ფუნჯით ძალიან მოსახერხებელია. წაისვით საღამოობით, რომ გელი წამწამებზე მთელი ღამით იყოს. დილით უბრალოდ წყლით ჩამოიბანეთ. გელი მაცივარში შეინახეთ.
სწრაფ შედეგს ნუ დაელოდებით, რადგან თმას აღსადგენად დრო სჭირდება. ეფექტი უკვე ერთ თვეში ხილული იქნება, თუ გელს რეგულარულად გამოიყენებთ. თავიდან წამწამი ჯანსაღ იერს დაიბრუნებს, დროთა განმავლობაში კი ღრმა გახდება.
ახლა კი დაპირებული ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ყველაფერი, რაც ამ სასწაულმოქმედი ნიღაბისთვის გჭირდებათ - ესაა უმი კარტოფილი, გაყინული წითელი მოცვი და აბუსალათინის ზეთია. კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, 1 ჩ/კ გაგრილებული ზეთი და ს/კ მოცვის წვენი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. სახეზე 30 წუთით გაიჩერეთ. ასეთი ნიღაბი წვრილ ნაოჭებს ეფექტურად აქრობს, კვებავს და ატონიზირებს.
ვიღაც იტყვის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და წამწამების ხელოვნურად გაზრდა ბევრად მარტივია. ჩვენ შეგადავებით, რადგან წამწამების ხელოვნურად დაგრძელება შეიძლება ჯოჯოხეთად გადაიქცეს. სწორი მოვლა და მოთმინება - თქვენ ხშირ წამწამებს ზედმეტი ხარჯის და პროცედურის გარეშე მიიღებთ!
თქვენ იყენებთ აბუსალათინის ზეთს წამწამების დასაგრძელებლად? ეფექტით კმაყოფილი ხართ? აუცილებლად კომენტარებში გაგვიზიარეთ.