» » » კოვზი პირში 10 წამი გაიჩერეთ: სახის კუნთების, ნაოჭების საწინააღმდეგო ვარჯიში

კოვზი პირში 10 წამი გაიჩერეთ: სახის კუნთების, ნაოჭების საწინააღმდეგო ვარჯიში

რაზე აღარ არის წამსვლელი ადამიანი, სახის ახალგაზრდული იერის დასაბრუნებლად. ზოგიერთი ადამიანი იყენებს ძვირადღირებულ სახის კრემებს და შრატებს, სხვები კი ოპერაციაზეც არიან თანახმანი, რათა შეინარჩუნონ ახალგაზრდობა.მაგრამ არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც ისეთი, როგორიცაა სახლში სახის ვარჯიშის შესრულება.

რის გამო ხდება სახეზე და კისერზე კანის ჩამოწელვა დაბერების პროცესში? კუნთების ბუნებრივ მოდუნებასთან ერთად, ხდება კოლაგენის გამომუშავების შემცირება. აი რა არის იმის მთავარი მიზეზი, რომ თქვენი კანი ხდება უფრო თხელი ვიდრე იყო ადრე. სახის ფორმას ცვლის ასევე ცხიმოვანი ფენის შემცირებაც. ნაკვთები მკაცრდება და სახე ღებულობს დაღლილ გამომეტყველებას. სახეზე კვალს ტოვებს ასევე აქტიიური მიმიკაც. თქვენ იცინით, ტირიხართ, ბრაზობთ, კანი კი იწელება და ჩნდება ნაოჭები, რომლებიც ყალიბდება აქტიური მიმიკის ზონებში. მაგალითად, პირის გარშემო ცხვირ-ტუჩის ღარი და ბატის ნაფეხური თვალების გარშემო. გამოკვლევების თანახმად, დღეში 20 წუთის განმავლობაში, მარტივი ფეისბილდინგი მოგვიტანს არაჩვეულებრივ შედეგს. თუ თქვენ გააკეთებთ ამას ყოველდღე ან კვირაში 6 დღეს მაინც, ერთი თვის შემდეგ უკვე ნახავთ შედეგს. თუ თქვენ გაქვთ გაკეთებული სახის პლასტიკა ან ინიექცია მაშინ, ვარჯიშის დაწყება აღარ ღირს. მთავარი წესი ასეთია: თუ ვარჯიშის დროს იგრძნობთ ტკივილს, უნდა შეწყვიტოთ ვარჯიში და გაგრძელებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. არ დაგავიწყდეთ ხელების დაბანა, ვინაიდან თქვენ უნდა შეეხოთ სახეს.

ვარჯიში ,, კოვზი პირში”

ეს ვარჯიში, შესანიშნავად გამოდგება ლოყების ბუნებრივად ასაწევად და ცხვირ-ტუჩის ღარის შესამცირებლად. მომჭერი მოძრაობების წყალობით, ვარჯიში ამკვრივებს კისრის კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ვარჯიშის შესასრულებლად დაგჭირდებათ კოვზი. გამოგადგებათ აგრეთვე საწერი კალამი ან ფანქარიც. კოვზის ტარი ტუჩებით ისე დაიჭირეთ, რომ მისი ძირითადი ნაწილი იყოს მიმართული გარეთ. ყბების კუნთების მეშვეობით ასწიეთ ის და შემდეგ ეცადეთ გაიღიმოთ. გეჭიროთ კოვზი ტუჩებით და დარჩით ამ მდგომარეობაში 5-10 წამით. შემდეგ მოადუნეთ კუნთები 10 წამით. გაიმეორეთ ვარჯიში 10 ჯერ. შეგიძლიათ შეასრულოთ იგი ყოველ დილით, როდესაც იღვიძებთ და საღამოს ძილის წინ.

,, ჯამბაზის სახე”

მართალია ვარჯიშს ჯამბაზის სახე ჰქვია, მაგრამ არ ინერვიულოთ, გრიმის დადება ნამდვილად არ მოგიწევთ. ეს ვარჯიში სახის დაჭიმვის შესანიშნავი ალტერნატივაა, ვინაიდან ებრძვის ჩამოწელილ კანს და ცხვირ-ტუჩის ღარს. დასაწყისისთვის, ფართოდ გაიღიმეთ- ტუჩების დაცალკევების გარეშე. ეს მდგომარეობა შეინარჩუნეთ და მსუმბუქად
დაანაოჭეთ ცხვირი. ახლა მოადუნეთ კუნთები და დაუბრუნდით ჩვეულ მდგომარეობას. შემდეგ მოკუმეთ ტუჩები. სანამ ისინი მჭიდროდ ეხება ერთმანეთს, ერთი თითით ჩამოსწიეთ ნიკაპი დაბლა. გაიმეორეთ ფართო ღიმილი, როგორიც ვარჯიშის დასაწყისში. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10 ჯერ დილით ან საღამოს, როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.

,,გაწელეთ ენა”

ეს ვარჯიში გამოიყენება კისრის კანქვეშა კუნთის გასამკვრივებლად. ეს კუნთი განთავსებულია კისრის წინა ნაწილში. ასაკთან ერთად ეს კუნთი სუსტდება და ამის შედეგად იწელება კისრის და ნიკაპის კანი. დადექით ან დაჯექით სწორად, თავი მსუმბუქად გადასწიეთ ისე, რომ ჭერს შეხედოთ. შემდეგ ნელა მიაბჯინეთ ენა სასას. თუ იგრძნობთ კისრის კუნთების დაჭიმვას, ესე იგი ვარჯიშს ასრულებთ სწორად. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა, შემდეგ დააბრუნეთ თავი პირვანდელ, მოდუნებულ მდგომარეობაში. მოადუნეთ ენაც. ეს ვარჯიში შეასრულეთ დღეში 10 ჯერ.

,,ასწიეთ წარბები’’

ისევე როგორც მთლიან სახეზე , შუბლზეც ჩნდება ნაოჭები. კანი იწელება, რის გამოც წარბები დაიწევს სულ უფრო დაბლა. ეს ვარჯიში ხელს შეუწყობს წარბების შენარჩუნებას პირვანდელ ადგილზე და შეამცირებს ნაოჭებს შუბლზე. საჩვენებელი თითები დაილაგეთ წარბებსა და ქუთუთოებს შორის კანზე. ახლა შუბლის კუნთების მეშვეობით, ასწიეთ წარბები რაც შეიძლება მაღლა და ამავე დროს წარბებს ქვედა კანი დასწიეთ დაბლა. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათ-ათჯერ დილა-საღამოს. თვალების გარშემო კანი ძალიან თხელი და ნაზია, ამიტომ ძალიან ფაქიზად უნდა შეეხოთ მას.

,,ხუთიანი”

თუ თქვენ გაღელვებთ თვალების გარშემო ნაოჭები, ნამდვილად გამოგადგებათ ეს ვარჯიში. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ აგრეთვე სახის შეშუპების და თვალის ქვეშა ტომსიკების მოშორებაში. მიადეთ შუა თითი და საჩვენებელი თითი წარბის ბოლოებს. თითები იმეორებს რომაული ციფრის ხუთიანის ფორმას, აქედანაა ვარჯიშის სახელწოდებაც. მსუმბუქად მიიჭირეთ თითები, წარბები გაწელეთ და შეხედეთ ჭერს. ახლა დაიწყეთ ქვედა ქუთუთოების აწევა. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა რამდენიმე წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 7 ჯერ. როდესაც დაასრულებთ, დახუჭეთ თვალები 10 წამის განმავლობაში. შეგიძლიათ შეასრულოთ ეს ვარჯიში დღეში ერთხელ, საღამოობით.

იყავით ლამაზები და ჯანმრთელები! კომენტარებში კი გაგვიზიარეთ სილამაზის თქვენი რეცეპტები და სასარგებლო რჩევები.
ავტორიხათუნა ყაზაროვი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.