» » » ტილების და რწყილების მოშორების მოშორების რამდენიმე მარტივი გზა სახლის პირობებში

ტილების და რწყილების მოშორების მოშორების რამდენიმე მარტივი გზა სახლის პირობებში

როდესაც გადაწყვეტთ ტილების და რწყილების მოშორებას, სახლის პირობებში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ის რაც ეფექტურია ტილების წინააღმდეგ, უძლურია რწყილების წინააღმდეგ და პირიქით.

იმის გარდა, რომ ბავშვის ტანსაცმელი უნდა გავრეცხოთ 60 გრადუსში . ასევე, ოჯახის ყველა წევრს შევუმოწმოთ თმა და ხალხს რომლებიც ეკონტაქტებოდნენ ბავშვს.
პედიკულიოზი ძალიან გადამდები დაავადებაა. პედიკულიოზის მკურნალობა სახლის პირობებში არ არის სასიამოვნო, ხანგრძლივია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
თუ, მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში ექიმი შეამოწმებს თავის კანს და იტყვის რომ, თავის კანზე არ დარჩა ტილების არანაირი კვალი, მხოლოდ მაშინ მკურნალობა წარმატებით იქნება დასრულებული.

შევაჯამოთ ტილებს და რწყილების მოშორების მეთოდები სახლი პირობებში
  1. იმისათვის რომ მოვაშოროთ ტილები თმა სპეციალური სავარცხლით უნდა დავივარცხნოთ.

  2. ყველაზე რადიკალური, სწრაფი და საიმედო მეთოდი ტილებთან ბრძოლაში არის თმის შეჭრა, მაგრამ ბევრს არ მოუნდება ამ მეთოდის გამოყენება.

  3. ძველი მეთოდი ტილების მოსაშორებლად არის თმაზე ნავთის წასმა და პირსახოცით შეფუთვა, მინიმუმ 2 საათით. რის შემდეგაც ნავთი შეიძლება მოვიშოროთ, თმები კი დავივარცხნოთ.

  4. ერთ ჭიქა წყალს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ძმარი. ამ ნარევით კარგად დავისველოთ თმა. რის შემდეგაც თმა კარგად დავივარცხნოთ.

  5. ქალებს ძალიან ეხმარებათ თმის შეღებვა. ტილებისთვის მომაკვდავია წყალბადის ზეჟანგი, თავისი ქიმიური ფორმულის გამო აშორებს ყველა მწერს.

  6. ასევე, შეიძლება შემდეგი რეცეპტის გამოყენება: 2 სუფრის კოვზ პიტნის ბალახს დავასხათ 200 მლ ფორთოხლის წვენი, ვადუღოთ 10 წუთი და წავისვათ თავის კანზე.

  7. კარგად გავაუთოვოთ ტანსაცმელი, მანდ შეიძლება იყოს კვერცხები.

ხალხური რეცეპტები ტილების წინააღმდეგ

რეცეპტი 1
ავიღოთ ერთი მუჭა მოცხარი, წვენი გამოვწუროთ და თმაზე წავისვათ. თავი ცელოფნით დავიფაროთ, ცხვირსახოცით მივიბათ და გასაშრობად დავტოვოთ 3 საათით. შემდეგ თმა დავიბანოთ და კარგად დავივარცხნოთ.

რეცეპტი 2
თავი დავიბანოთ ბავშვის შამპუნით, დავუმატოთ 3-4 წვეთი ჩაის ხის ზეთი. დავიბანოთ დღეში 2-ჯერ. 3 დაბანაში ტილები გაქრებიან.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.