» » » იაპონური ვარჯიში, თვალის გარშემო ნაოჭების მოსაშორებლად

იაპონური ვარჯიში, თვალის გარშემო ნაოჭების მოსაშორებლად

შიაცუ - მასაჟის ერთერთი ყველაზე მარტივი სახეობაა, რომელიც შეგიძლიათ თქვენ თვითონვე გაიკეთოთ და იგი ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას და ზოგად მდგომარეობას. მას აქვს, როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მოქმედება. დამოუკიდებლად იმისგან, თქვენ ამას აკეთებთ სტრესის მოსახსნელად, სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ თუ იმისთვის, რომ თქვენი სახის კანი გამოიყურებოდეს უფრო ახალგაზრდულად, თქვენ გაგაოცებთ ის, თუ რამდენად ეფექტურია იგი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება ნაოჭები და ამ თერაპიულ ტექნიკას, შეუძლია ებრძოლოს მათ უფასოდ, საკუთარი სახლიდან გამოსვლის გარეშე.

როგორ მოვიშოროთ ,,ბატის ნაფეხური’’



ბატის ნაფეხური - არის ნაოჭები თვალების კუთხეებში და სამწუხაროდ ეს ყველაზე შესამჩნევი ნაოჭებია ჩვენს კანზე. ულტრაიისფერი გამოსხივება და დაბერება ეს არის ორი მთავარი დამნაშავე. მაგრამ კარგი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ რამე მოვუხერხოთ შიაცუს წყალობით. პირველ რიგში საჭიროა, საჩვენებელი თითები დავიდოთ თვალების გარეთა კუთხეებზე და ცოტა შევათბოთ ისინი. პროცესი მარტივია:

მოძრაობა: მიაჭირეთ თითები, შემდეგ მოადუნეთ. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აზიდოთ კუნთბი საფერთქლებისკენ, თითების ამ ზონიდან აუშვებლად.

დრო და გამეორება: გაიმეორეთ სამჯერ, სამი წამის განმავლობაში - ორივე მხარეს.

როგორ მოვიშოროთ თვალქვეშა ნაოჭები

თვალის ქვეშ კანი ძალიან თხელია, რაც ნიშნავს, რომ ის ადვილად ნაოჭდება და მალე ბერდება, ვიდრე დანარჩენი კანი ჩვენს სხეულზე. საბედნიეროდ, შიაცუ დაგვეხმარება გავაახალგაზრდავოთ ეს ზონა და გავხადოთ უფრო დაჭიმული და გაახლებული. ამისთვის - საჩვენებელი, შუა და უსახელო თითები უნდა დაადოთ თვალის ქვეშ ძვალს და გააკეთოთ შემდეგი:

მოძრაობა: მსუმბუქად დააჭირეთ სამ წერტილს.

დრო და გამეორება: ასე გეჭიროთ თითები 10 წამის განმავლობაში და შემდეგ გაუშვით. გაიმეორეთ ვარჯიში ორჯერ.

როგორ მოვიშოროთ თვალქვეშა შეშუპება

ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ გამოიყურება თვალქვეშა შეშეუპება იმიტომ, რომ ყველას გამოგვიცდია რაღაც მომენტში. შიაცუს აქვს ამის გამოსასწორებელი მეთოდი და ჩვენ არ გვჭირდება, რომ გამოვიყურებოდეთ იმაზე უფრო ასაკიანად ვიდრე ვართ. ვარჯიშის შესასრულებლად საჭიროა, საჩვენებელი თითები დავიდოთ თვალის შიდა კუთხეებზე. აქედან ჩვენ უნდა დავიწყოთ მოძრაობა, კონტურის მიხედვით, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე, სანამ არ მივაღწევთ თვალის გარე კუთხეებამდე. უბრალოდ ეცადეთ, რომ არ დაჭიმოთ და არ გადაადგილოთ კანი. ვარჯიშის დასრულებისას, საჩვენებელი და შუა თითები დაადეთ თვალის შიდა და გარე წერტილებს და ოდნავ მოუჭირეთ.

მოძრაობა:თითებით გაყევით კონტურს. შემდეგ მსუმბუქად მიაჭირეთ თვალის შიდა და გარე მხარეს.

დრო და გამეორება: გაიმეორეთ ყველა ეს ნაბიჯი სამჯერ, სამ-სამი წამის განმავლობაში.

შიაცუ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მასაჟის სახეობა

შიაცუ ითარგმნება, როგორც ,,თითებით ზეწოლა”. ეს თერაპიული მასაჟის სახეობაა, რომელის დროსაც გამოიყენება მოზელა, მოჭერა, დარტყმა, გაჭიმვა და დამამშვიდებელი ტექნიკები, რომლებიც გაჩნდა იაპონიაში 1900- იან წლებში. იგი ეყრდნობა თითებს და ხელისგულებს, რათა მოახდინოს ზეწოლა სხეულის ნაწილებზე, რაც მოუტანს სარგებელს ჩვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. სტრესი და მოუსვენრობა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, დაღლილობა, უძილობა და ისეთი დაავადებები, როგორიც არის იშიაზი, ართრიტი და სინუსიტი - ყველა ამ შემთხვევაში შიაცუს მასაჟი შეიძლება იყოს ნამდვილად სასარგებლო.

შიაცუს პრინციპები

ერთერთი ფუნდამენტური გაგება იაპონურ მედიცინაში არის ცი (წარმოითქმის, როგორც ,,ჩი’’). როდესაც ცი წონასწორობიდან გამოდის, შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, გრიპი, თავის თკივილი, ტკივილი სხეულში, კუნთების ტკივილი ან საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები. შიაცუ ასტიმულირებს და ჰარმონიულის ხდის ცის ნაკადს მთელს ჩვენს ორგანიზმში და ჩვენ ვგრძნობთ თავს კარგად და ჯანმრთელად. შიაცუს თერაპევტებს შეუძლიათ ამოიცნონ ეს დისბალანსი ჩვენს სხეულში და შეეცადონ მის გამოსწორებას სეანსების მეშვეობით.

იცოდით თუ არა, შიაცუს ამ უპირატესობების შესახებ ? შეგიძლიათ თუ არა, დაამატოთ თქვენს დღის წესრიგს ამ ტექნიკების გამოყებნება? მოგვწერეთ კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.