» » » შესანიშნავი ნიღაბი თვალის გარშემო კანისთვის

შესანიშნავი ნიღაბი თვალის გარშემო კანისთვის

თვალის გარშემო კანი მოითხოვს განსაკუთრებულად ფაქიზ მოვლას. იგი ძალიან თხელია და ნაზი, ზუსტად ამ ზონაში ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები.

მინდა შემოგთავაზოთ უბრალო და ეფექტური ნიღაბი, რომელიც ხელს უწყობს თვალის გარშემო ნაოჭების გასწორებას, კვებავს და ჭიმავს მას.

ნიღაბი შედგება სამი ინგრედიენტისგან. ეს ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია. თქვენ გჭირდებათ: 2 ჩაის კოვზი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი და ერთი მესამედი ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი.

შუშის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს ეს სამი ინგრედიენტი - ერთგვაროვანის მასის მიღებამდე. მნიშვნელოვანია, რომ ნიღბის შემადგენელი კომპონენტები კარგად გადანაწილდეს ერთმანეთს შორის. თქვენ უნდა მიიღოთ აი ასეთი ნარევი:

კარგად გაიწმინდეთ კანი. დაიტანეთ ნიღაბი თვალების გარშემო კანზე. საფუძვლიანად დაფარეთ ნიღბით ყველა მიმიკური ნაოჭი, თვალის შიდა კუთხის კანიდან თითქმის საფერთქლებამდე.

როდესაც ნიღაბი დაიწყებს შეშრობას, საჭიროა ნიღბის იმ ადგილებზე დატანა, სადაც ის გაშრა. ამ ნიღბის თავისებურება არის ის, რომ იგი არ უნდა შეაშრეს კანს, ამიტომ შეშრობისას ჩვენ უნდა დავატენიანოთ იგი ჭურჭელში დარჩენილი ნიღბით. ასეთი ნიღაბი სახეზე უნდა გაიჩეროთ 10 - 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანოთ თბილი წყლით. თუ კანი საჭიროებს დამატებით დატენიანებას, შეგიძლიათ თვალის გარშემო კანზე წაისვათ ერთერთი საბაზისო ზეთი - ზეთისხილის, ნუშის, ატმის ან ავოკადოს ზეთი.
ავტორიხათუნა ყაზაროვი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.