1. თქვენი კანის ტიპის შესაბამისი 3 წვეთი სახის ზეთი თითის ბალიშებზე დაიწვეთეთ და გაინაწილეთ ყველა თითზე. ხელები ცხვირთან გაიჩერეთ, შეისუნთქეთ არომატი და შემდეგ ღრმად ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-ჯერ.
2. ზეთი სახეზე თანაბრად გადაინაწილეთ. ნიკაპის ქვემოდან დაიწყეთ და ხელის ნაზი, მაგრამ მტკიცე და ჰაეროვანი მოძრაობით ადით შუბლისკენ. ესეც 3-ჯე გაიმეორეთ.
3. საჩვენებელი, შუა თითისა და არათითის ბალიშები წარბებზე დაიდეთ. მსუბუქად დააწექით და შემდეგ ნაზად აუშვით. გადაანაწილეთ 1 სმ-ით ზემოთ შუბლისკენ და იგივე გაიმეორეთ.
4. თვალების ირგვლივ არათითებით შემოხაზეთ სათვალის ჩარჩო. დაიწყეთ თვალების შიგნითა მხრიდან. გაიმეორეთ 3-ჯერ.
5. უჩქიტეთ ორივე წარბს. დაიწყეთ ცხვირის მხრიდან და გაჰყევით საფეთქლებისკენ. გაიმეოროთ 3-ჯერ.
6. არათითის წრიული მოძრაობებით ჩამოჰყევით ცხვირის ზედა ნაწილიდან ნესტოებისკენ.
7. არათითებით ნაზი მოზრაობით დააწექით კანს თვალების ცენტრალური ადგილის ქვეშ, გაჰყევით ღაწვისთავებს, მიდით საფეთქლებამდე და მსუბუქად ჩამოასრიალეთ თითები ყელზე.
8. ორივე ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ნაზად უჩქმიტეთ ნიკაპს და თითები ყბის ძვალზე ყურების მიმართულებით გაასრიალეთ. ეს მასაჟი სასრგებლოა ყბებისთვის.
9. ნაზად დაქაჩეთ ყურის ბიბილოები და ორივე ხელის თითების მსუბუქი დარტყმებით გამოაცოცხლეთ კანი. ეს აჩქარებს სისხლის მოძრაობას. დარტყმები ყბებიდან დაიწყეთ და ღაწვების მიმართულებით აუყევით.
10. მასაჟი დაასრულეთ ხელის გასმით. დაიწყეთ ყბის ქვემოდან და აასრიალეთ თითები ლოყებისკენ, თვალის გარშემო და შემდეგ ზემოთ, შუბლისკენ. გაიმეორეთ 3-ჯერ.